საქართველოს დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისია

საქართველოს დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (შემდეგში პარლამენტის) და დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისია კანონპროექტის ავტორსა და მოწვეულ სამხედრო სპეციალისტებთან ერთად განიხილავდა ქვეყნის სამხედრო აღმშენებლობის შესახებ მისაღებ კანონებს და წარუდგენდა დამფუძნებელ კრებას. 1919 წლის 29 მარტიდან დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიის წევრები იყვნენ: სოციალ-დემოკრატები: სილიბისტრო ჯიბლაძე, გრიგოლ გიორგაძე, რუბენ აუშტროვი, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, ვლადიმერ ჯუღელი, ალექსანდრე დგებუაძე, ანანია სალუქვაძე, ზაქარია გურული, ანდრია ჭიაბრიშვილი, მუხრან ხოჭოლავა, ვლადიმერ ჯიბლაძე, ვიქტორ ჟღენტი. სოციალ-ფედერალისტები: სვიმონ მდივანი, იოსებ გობეჩია. ეროვნულ-დემოკრატი - პეტრე სურგულაძე. სამხედრო კომისია პერიოდულად აკომპლექტებდა მცირე სამხედრო კომისიას, რომელიც სამხედრო შენაერთების რევიზიასა და მასალებს განიხილავდა და გასცემდა რეკომენდაციებს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • სილაქაძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 123.