საქართველოს გაერთიანებული დიადი ლოჟა
საქართველოს გაერთიანებული დიადი ლოჟა, სგდლ (ინგლ. The United Grand Lodge of Georgia, UGLG) — ერთადერთი სუვერენული, კანონიერი და აღიარებული რეგულარული მასონთა ლოჟა საქართველოში. სგდლ წარმოადგენს მასონობის ყველაზე ძველი და მრავალრიცხოვანი მიმართულების — მსოფლიო რეგულარული მასონობის, ინგლისის გაერთიანებული დიადი ლოჟის მიმართულების განუყოფელ ნაწილს.[1]
საქართველოს გაერთიანებული დიადი ლოჟა | |
---|---|
![]() საქართველოს გაერთიანებული დიადი ლოჟის ოფიციალური ლოგო | |
აბრევიატურა | სგდლ |
შეიქმნა | 15 მარტი, 2015 |
სტატუსი | მოქმედი |
ტიპი | დახურული ორდენი |
შტაბ-ბინა | თბილისი |
მდებარეობა |
![]() |
ენა | ქართული, ინგლისური |
მშობელი ორგანიზაცია | თურქეთის დიადი ლოჟა, უკრაინის დიადი ლოჟა, სომხეთის დიადი ლოჟა, რუსეთის დიადი ლოჟა. |
ოფიციალური საიტი |
ისტორიარედაქტირება
მასონობას საქართველოში 200 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში, საქართველოში მასონთა ლოჟები ფუნქციონირებდა თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციამ (1921), ხელი შეუშალა საქართველოში ეროვნული, სუვერენული მასონური იურისდიქციის ჩამოყალიბებას.[1]
1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, სხვადასხვა საზღვარგარეთულ მასონურ იურისდიქციებში მყოფმა ქართველმა მასონებმა დაიწყეს საქართველოში მასონური სინათლის შემოტანის და საქართველოს დიადი ლოჟის დაფუძნების პროცესი.[1]
მასონთა ლოჟების დაფუძნება თანამედროვე საქართველოშირედაქტირება
2011 წელიდან ოთხმა დიადმა ლოჟამ (სომხეთის დიადმა ლოჟამ, რუსეთის დიადმა ლოჟამ, უკრაინის დიადმა ლოჟამ და თურქეთის დიადმა ლოჟამ) დააფუძნა მასონთა ღირსეული ლოჟები საქართველოში.[1]
2015 წლის 15 მარტს რუსეთის დიადი ლოჟის მიერ დაფუძნებული და ინსტალირებული იქნა საქართველოს დიადი ლოჟა.[1]
საქართველოში მოქმედი დანარჩენი სამი იურისდიქციის დიადი ლოჟების მიერ (სომხეთის დიადი ლოჟა, უკრაინის დიადი ლოჟა, თურქეთის დიადი ლოჟა), ისევე როგორც სხვა საზღარგარეთული რეგულარული დიადი ლოჟების მიერ, არ იქნა აღიარებული რუსეთის დიადი ლოჟის მიერ დაფუძნებული საქართველოს დიადი ლოჟა და მათ გააგრძელეს მუშაობა დამოუკიდებლად.[1]
2016 წლის 28 მაისს უკრაინის დიადმა ლოჟამ დააფუძნა მასონური დისტრიქტი საქართველოში, რომელშიც გაერთიანდა მის იურისდიქციაში არსებული ოთხი ღირსეული ლოჟა.
2016 წლის შემოდგომისთის საქართველოში მუშაობდა შემდეგი მასონური სტრუქტურები:
- საქართელოს დიადი ლოჟა (რუსეთის დიადი ლოჟის მიერ დაფუძნებული), მის საფარველ ქვეშ მყოფი 6 ღირსეული ლოჟით
- უკრაინის დიადი ლოჟის საფარველ ქვეშ მყოფი საქართველოს დისტრიქტი, 4 ღირსეული ლოჟით
- სომხეთის დიადი ლოჟის საფარველ ქვეშ მყოფი 2 ღირსეული ლოჟა
- თურქეთის დიადი ლოჟის საფარველ ქვეშ მყოფი 1 ღირსეული ლოჟა
მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო, ვინაიდან მასონური წესების და ტრადიციების თანახმად, ქვეყანაში მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი, ლეგიტიმური და აღიარებული მასონური სტრუქტურა უნდა ფუნქციონირებდეს.
ევროპული დიადი ლოჟები საქართველოში მასონობის განვითარებისთვისრედაქტირება
ქართული მასონობის დახმარების და საქართველოში კანონიერი და აღიარებული დიადი ლოჟის შექმნის მიზნით 2016 წლის 27–29 ოქტომბერს გერმანიაში, კელნში გაიმართა შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო გერმანიის გაერთიანებული დიადი ლოჟების დიადი ოსტატის მიერ. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი დიადი ლოჟების ასევე ესპანეთის დიადი ლოჟის, საფრანგეთის დიადი ნაციონალური ლოჟის, ავსტრიის დიადი ლოჟის, პოლონეთის ნაციონალური დიადი ლოჟის დიადი ოსტატები. მოგვიანებით პროცესს შუერთდა ნიდერლანდების დიადი აღმოსავლეთის, იტალიის რეგულარული დიადი ლოჟის, ბულგარეთის გაერთიანებული დიადი ლოჟის და სხვათა წარმომადგენლები.[1]
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა საქართველოში დაფუძნებულიყო საქართველოს გაერთიანებული დიადი ლოჟა (სგდლ), რომელსაც აღიარებდა საქართველოში მოქმედი ყველა იურისდიქცია. სგდლ-ის ინსტალაცია დაიგეგმა 2018 წლისათვის.[1]
საქართველოს გაერთიანებული დიადი ლოჟის ინსტალაციარედაქტირება
2018 წლის 25 აგვისტოს განხორციელდა საქართველოს გაერთიანებული დიადი ლოჟის ინსტალაცია, რომლის საფარველ ქვეშ გაერთიანდა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ღირსეული ლოჟა (საქართელოს დიადი ლოჟის 6 ღირსეული ლოჟა, უკრაინის დიადი ლოჟის საქართველოს დისტრიქტის 4 ღირსეული ლოჟა, სომხეთის დიადი ლოჟის 2 ღირსეული ლოჟა, თურქეთის დიადი ლოჟის 1 ღირსეული ლოჟა).
სგდლ-ის ინსტალაცია განახორციელა გერმანიის გაერთიანებული დიადი ლოჟების დიადმა ოსტატმა. ინსტალაციის რიტუალში მონაწილეობდნენ ნიდარლანდების დიადი აღმოსავლეთის და პოლონეთის ნაციონალური დიადი ლოჟის დიადი ოსტატები. თურქეთის დიადი ლოჟის, რუსეთის დიადი ლოჟის, სომხეთის დიადი ლოჟის და უკრაინის დიადი ლოჟის დიადმა ოსტატებმა დაადასტურეს და აღიარეს სგდლ-ის კანონიერება და ინსტალაცია. ხელმოწერილი იქნა შესაბამისი ჩარტერი (პატენტი). მიღებული იქნა სგდლ-ის კონსტიტუცია, გენერალური რეგლამენტი, არჩეული და ინსტალირებული იქნა სგდლ-ის დიადი ოსტატი და დიადი ოფიცრები.[1]
ღირსეული ლოჟებირედაქტირება
საქართველოს გაერთიანებული დიადი ლოჟის წიაღში და საფარველ ქვეშ ფუნქციონირებს შემდეგი ღირსეული ლოჟები:
- ღ.ლ. „ოქროს საწმისი“ #1
- ღ.ლ. „წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი“ #2
- ღ.ლ. „წმინდა გიორგი“ #3
- ღ.ლ. „წმინდა თამარ მეფე“ #4
- ღ.ლ. „პრომეთე“ #5
- ღ.ლ. „თბილისი“ #6
- ღ.ლ. „ილია მართალი“ #7
- ღ.ლ. „გიორგი V ბრწყინვალე“ #8
- ღ.ლ. „ა.გრიბოედოვი“ #9
- ღ.ლ. „ვაზი“ #10
- ღ.ლ. „მოცარტი“ #11
- ღ.ლ. „სინათლის რაინდები“ #12
- ღ.ლ. „უფლისციხე“ #13
საქართველოს გაერთიანებული დიადი ლოჟის პრინციპებირედაქტირება
სგდლ არის დახურული ორდენი, დაშვებითი საძმო, რომელიც ემყარება სამყაროს უზენაესი შემოქმედის, ღმერთის ურყევ ტრადიციულ რწმენას, რომელსაც მასონები სამყაროს დიად არქიტექტორს უწოდებენ.
სგდლ არის თავისუფალი მამაკაცების ნებაყოფლობითი ერთობა, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა, ეროვნებისა, რასისა და აღმსარებლობისა, რომლებიც ერთად მიილტვიან ისეთი იდეალებისაკენ, როგორიც არის თავისუფლება, თანასწორობა, სიყვარული და ძმობა.
სგდლ-ის უმთავრესი და ფუნდამენტური პრინციპებია: „შეიცანი თავი შენი“ და „გაუკეთე სხვას ის, რასაც ისურვებდი, რომ გაგიკეთონ შენ”.
სგდლ მის წევრს ავალდებულებს სხვისი აზრის პატივისცემას და სასტიკად კრძალავს ლოჟაში დისკუსიას ნებისმიერ პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებზე.
სგდლ მის წევრს ავალდებულებს უყვარდეს სამშობლო, იყოს კანონმორჩილი და ლოიალური სახელმწიფო კანონიერი ხელისუფლების მიმართ.
სგდლ-ის მიზანია მისი ცალკეული წევრის, სამშობლოს და მთელი კაცობრიობის პროგრესი.