ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

„საურონის პირი“ — უარყოფითი პერსონაჟი ჯ.რ.რ ტოლკინის ლეგენდარიუმში. იგი იყო ბნელი ბატონის საურონის მსახური, მესამე ეპოქის დასასრულს. „საურონის პირის“ ნამდვილი სახელი უცნობია, თუმცა ერთი ვერსიით მას მორდუ ერქვა.

„საურონის პირის“ წარსულის შესახებ, ბევრი რამ გაურკვეველია, თუმცა ცნობილია რომ, ის ერთ-ერთი შავი ნუმენორიელია.იგი შეუერთდა საურონს მაშინ, როდესაც, ბნელი ციხე კოშკი თავიდან აღზევდა. მასთან მსახურების განმავლობაში მან დიდი რაოდენობით შეიძინა ბნელი ცოდნა. თავისი ბატონის მიმართ გამოჩენილი თავდადების გამო, ის ბარად-დურის (საურონის ციხე-სიმაგრე) ლეიტენანტი გახდა.

გვიანი მესამე ხანა

რედაქტირება

„საურონის პირი“ წიგნ „ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება“-ში შავ კარიბჭესთან გამართულ ბრძოლაში გამოჩნდა. იგი საურონის მიერ ელჩად იყო გამოგზავნილი რათა, ადამანები დაერწმუნებინა რომ, მორდორის სამეფოს დანებებოდნენ. თუმცა ადამიანებმა, ამ შემთხვევაში განდალფმა უარყო მისი ეს წინადადება და ომი წამოიწყო. "საურონის პირი სავარაუდოდ ამ ბრძოლაში დაიღუპა, ერთი ვერსიით კი გაიქცა.

იგი ასევე გამოჩნდა ბეჭდების მბრძანებლის ფილმის დასასრულშიც, თუმცა შემდგომ მისი კადრი ამოჭრეს.

წიგნ „მეფის დაბრუნებაში“ მის გამოჩენასთან დაკავშირებით ესაა ნათქვამი:

„მაღალი და ბოროტი ფორმა, შავ ცხენზე ამხედრებული… მხედარი სულ შავად იყო შემოსლი და შავი იყო მისი მაღალი თავსახური; მაგრამ ის არ იყო ბეჭდის აჩრდილი, არამედ ცოცხალი ადამიანი… მისი სახელი ზღაპრებში არ წერია, რადგან მას თავადაც დავიწყნოდა იგი“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საურონის_პირი“-დან