სატურნი
სატურნი (ძვ. ქართული სახელწოდება კრონოსი ან ზუალი[7]) — სიშორით მეექვსე პლანეტაა მზიდან. ეს გაზის გიგანტი სიდიდით მეორე პლანეტაა მზის სისტემაში იუპიტერის შემდეგ. პლანეტას რომაული ღმერთი სატურნის სახელი ჰქვია. მისი სიმბოლოა ღმერთის კვერთხის სტილიზებული რეპრეზენტაცია - ♄. ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვეიტნამურ კულტურებში პლანეტას მიწის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (土星), ხუთი ელემენტის ციკლის მიხედვით. სატურნს ადრე სანამ ტელესკოპს გამოიგონებდნენ ყურებიან პლანეტას ეძახდნენ, რადგან შორიდან მისი რგოლები ყურებს ჰგავდა.
სატურნი ![]() | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
![]() | ||||
ორბიტალური მახასიათებლები | ||||
აფელიუმი |
1 513 325 783 კმ 10,116 ა. ე. | |||
პერიჰელიუმი |
1 353 572 956 კმ 9,048 ა. ე. | |||
დიდი ნახევარღერძი (a) |
1 433 449 370 კმ 9,582 ა. ე. | |||
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) | 0,055 723 219 | |||
გარშემოვლის სიდერული პერიოდი | 10 759,22 დღე (29,46 წელი)[1] | |||
გარშემოვლის სინოდური პერიოდი | 378,09 დღე | |||
ორბიტალური სიჩქარე (v) | 9,69 კმ/წმ | |||
დახრილობა (i) |
2,485 240° 5,51° (მზის ეკვატორის მიმართ) | |||
ამომავალი კვანძის გრძედი () | 113,642 811° | |||
პერიცენტრის არგუმენტი () | 336,013 862° | |||
თანამგზავრები | 82 | |||
ფიზიკური მახასიათებლები | ||||
შეზნექვა | 0,097 96 ± 0,000 18 | |||
ეკვატორული რადიუსი | 60 268 ± 4 კმ [2] | |||
პოლარული რადიუსი | 54 364 ± 10 კმ [2] | |||
ზედაპირის ფართობი (S) | 4,27×1010 კმ²[3] | |||
მოცულობა (V) | 8,2713×1014 კმ³ [4] | |||
მასა (m) | 5,6846×1026 კგ[4] | |||
საშუალო სიმკვრივე () | 0,687 გრ/სმ³[2][4] | |||
თავისუფალი ვარდნის აჩქარება ეკვატორზე (g) | 10,44 მ/წმ²[4] | |||
მეორე კოსმოსური სიჩქარე () | 35,5 კმ/წმ[4] | |||
ბრუნვის ეკვატორული სიჩქარე | 9,87 კმ/წმ | |||
ბრუნვის პერიოდი (T) | 10 სთ 34 წთ 13 წმ ± 2с[5] | |||
ღერძის დახრილობა | 26,73°[4] | |||
ჩრდილოეთი პოლუსის გადახრა () | 83,537° | |||
ალბედო |
0,342 (ბონდი) 0,47 (გეომ. ალბედო)[4] | |||
ხილული ვარსკვლავური სიდიდე | +1.47-დან - −0.24-მდე [6] | |||
ტემპერატურა | ||||
| ||||
დონე 1 ბარი |
| |||
0,1 ბარი |
| |||
ატმოსფერო | ||||
~96 % წყალბადი ~3 % ჰელიუმი |
სატურნის პირველი ფოტოსურათი პიონერ 11 -მა 1979 წლის სექტემბერში გადაიღო 20 000 კმ-ის მანძილიდან. მაშინ აგრეთვე მისი რამდენიმე თანამგზავრი აღმოაჩინა და სურათები გადაუღო. ნასას 2016 წლის მონაცემებით სატურნს 82 თანამგზავრი ჰყავს,[8] მათ შორის ყველაზე დიდია ტიტანი. სატურნის ატმოსფეროს 96,3 % წყალბადისგან შედგება, 3,25 % ჰელიუმისგან, დანარჩენი 0,45 % სხვა აირებია.
სატურნი აფელიუმში მზიდან 1 513 325 783 კმ-ზე (10.11595804 ა.ე.) იმყოფება, ხოლო პერიფელიუმში 1 353 572 956 კმ (9.04807635 ა.ე.). მზიდან საშუალო დაშორების მანძილია 1 433 449 370 კმ (9.58201720 ა. ე.). სიდერული ბრუნვის პერიოდია 10 სთ 34 წთ. ორბიტაზე მოძრაობის სიდერული პერიოდია 29 წელი 5 თვე 15 დღე. ორბიტის ექსცენტრისიტეტია 0.055723219. მისი ეკვატორული დიამეტრია 120 540 კმ, ხოლო პოლარული დიამეტრი 108 730 კმ. მზის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა 9690 მ/წმ. მისი მასა 95 დედამიწის მასის ტოლია. გარე ღრუბლების ფენის მაქსიმალური ტემპერატურაა -139 °C (134 °K), მინიმალური -190 °C (83 °K).
სატურნის რგოლებირედაქტირება
სატურნს ირგვლივ მკვეთრად შესამჩნევი რგოლები აკრავს, რომლის 93 % ყინულის ნაწილაკებისგან და 7 % ქვიანი მასისა და მტვრისგან შედგება. რგოლების სისქეა დაახლოებით 20 მ. ყველაზე ახლო რგოლი სატურნის ეკვატორის ზედაპირიდან 6630 კმ-ზეა, ყველაზე შორი 120 700 კმ-ზე. ამ რგოლების შესახებ 2 თეორია არსებობს. პირველი თეორია იმაში მდგომარეობს, რომ ეს რგოლები სატურნის რომელიღაც დაშლილი თანამგზავრის ნაწილებია, ხოლო მე 2 თეორიის მიხედვით, მილიარდობით წლის წინ მზის სისტემის ამ ადგილზე სატურნი სწორედ ამ მტვრის ნაწილაკების შეერთებით წარმოიქმნა.
სქოლიორედაქტირება
- ↑ Courtney Seligman. Rotation Period and Day Length. cseligman.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 2011-07-31.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Yeomans, Donald K.. (2006-07-13) HORIZONS System. NASA JPL. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-25. ციტირების თარიღი: 2007-08-08.—გადადით "web interface"-ზე, აირჩიეთ "Ephemeris Type: ELEMENTS", "Target Body: Saturn Barycenter" და "Center: Sun".
- ↑ NASA: Solar System Exploration: Planets: Saturn: Facts & Figures. Solarsystem.nasa.gov (2011-03-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-05. ციტირების თარიღი: 2011-08-08.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 Williams, Dr. David R.. (September 7, 2006) Saturn Fact Sheet. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2007-07-31.
- ↑ ასტრონომებმა სატურნზე დღე-ღამის ხანგრძლივობა დაამოკლეს. Lenta.ru (30 ივლისი 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-08-14.
- ↑ Schmude, Richard W Junior. (2001)Wideband photoelectric magnitude measurements of Saturn in 2000. Georgia Journal of Science. ციტირების თარიღი: 2007-10-14.
- ↑ ვეფხისტყაოსანის ვარსკვლავთმეტყველება / ვ. ნოზაძე. — სანტიაგო-დე-ჩილე: ავთანდილ მერაბაშვილი, 1957. — 262 გვ.
- ↑ Williams, David R.. (23 დეკემბერი, 2016) Saturn Fact Sheet. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივლისი, 2017. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი, 2017.