სასიღნაღოღელე
სასიღნაღოღელე — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის სამხრეთ-აღმოსავლეთით 0,5 კილომეტრზე. მდ. ლაკბის მარჯვენა ნაპირზე, მისი ერთ-ერთი მშრალი შენაკადის — სასიღნაღოღელის სათავესთან.
განეკუთვნება გვიანდელ პალეოლითის ხანას. სადგომ-სახელოსნო „სასიღნაღოღელე“ 1969 წელს გამოავლინა კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის (ხელმძღვანელი კიაზო ფიცხელაური) ქვის ხანის რაზზმა (ხელმძღვანელი თ ბუგიანიშვილი). სასიღნაღოღელესთან დაახლოებით 1 ჰექტრის ფართობზე, მზესუმზირის ნათესებში შეგროვდა კაჟის 91 ნივთი: კაჟის კაჭარი, ნუკლეუსები, ანატკეცები და იარაღი. ნუკლეუსები გაფორმებულია კაჭრებსა და ანამტვრევებზე. ყველა ნუკლეუსი. რომელიც ლევალუაურია, ერთფუძიანი და განივიანია, გარდა ერთისა. არალევალუაურია, ერთფუძიანი გრძივი და განივი, ორფუძიანი ცალმრივი და ორმხრივი, დისკოსებრი ორმხრივი და ამორფული ტიპის. ყველა ანატკეცი არალევალუაურია, ერთფუძიანი ცალმხრირვი და ორმხრივი, დისკოსებრი ორმხრივი და ამორფული ტიპის. ყველა ანატკეცი არალევალუაურია. ისინი დაბალი, ფართო ან მოგრძო მოყვანილობისაა. მათთვის დამახასიათებელია შერბილებული კლექტონური ტექნიკის ნიშნები. აქვთ ძირითადად გლუვი, ფართო დარტყმის მოედანი და რელიეფური ბურცული ნიჟარისებრი წარმონაქმნით, რომელსაც ქვედა სიბრტყის ნახევარი უკავია. იარაღებში წამყვანი ადგილი სახოკ-საფხეკებს უკავიათ. მაათში გამოიყოფა ცალპირა ამოზნექილ და ჩაზნექილ სამუშაოპირიანი, ორი ორპირა, გრძივი, სწორ და ამოზნექილ და ჩაზნექილ სამუშაოპირიანი და კონვერგენტული სახოკები. ცალპირა და კონვერგენტული სახოკები დამზადებულია არალევალუაურ ანატკეცებზე. საფხეკები ორი სწორ და ერთი ამოზნექილ სამუშაოპირიანი გრძივი და განივი ტიპისაა. სხვა იარაღიდან წარმოდგენილია ორი ორწვერა სახვრეტი, ნისკარტისებრი შვერილიანი მჭრელი იარაღი და ნისკარტისებრი წვეტანა. ქვის ინდუსტრია არალევალუაურია. გაპობა-ატკეცის ანუ პირველადი დამუშავების წესში წამყვანია აშელ-კლექტონური ტექნიკა, ხოლო მეორად დამუშავებაში ესეიგი იარაღის დამზადებაში — ზურგისემიერი ფართო ფაცეტოვანი ციცაბო რეტუში. აღმოჩენილი მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ ეთნოგრაფიულ საცავში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბუგიანაშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 52.