სასაქმო — სადავო, სასამართლო საქმე ძველ საქართველოში. სამართლებრივი წიგნთაგან ტერმინი „სასაქმო“ მხოლოდ გიორგი ბრწყინვალის სამართალში იხმარება (შესავალი, მ. 26). იგი ზოგადი შინაარსისა იყო, აღნიშნავდა როგორც საერო, ისე საეკლესიო იურისდიქციის სრულიად სხვადასხვანაირ საქმეებს, სასისხლო და სამოქალაქო ხასიათის ყოველგვარ სამართალდარღვევებსა თუ მათს გამო წამოჭრილ დავებს („რა რიგად ვის რა ეყოს ერთმანეთის ავი, სისხლი დგეს ანუ სხუა სასაქმო რა გინდა რა იყოს“).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დოლიძე ი., გიორგი ბრწყინვალის სამართალი, თბ., 1957