სასამართლო პალატა

სასამართლო პალატა — უმაღლესი სასამართლო ინსტანცია თბილისში. 1801 წელს, ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმებისა და რუსეთთან მისი შეერთების დროს, შეიქმნა ოთხი განყოფილება ანუ „ექსპედიცია“. ერთ-ერთი იყო სასამართლო ექსპედიცია. 1840 წელს ეწოდა საქართველო-იმერეთის სისხლისა და სამოქალაქო სასამართლოს პალატა; 1846 წელს, ამიერკავკასიაში რეფორმების ჩატარების შემდე, ეწოდა თბილისის სისხლისა და სამოქალაქო სასამართლოს პალატა, მისი რეორგანიზაციის შემდეგ კი — სასამართლო პალატა. იგი ექვემდებარებოდა სენატსა და იუსტიციის სამინისტროს. განყოფილი იყო ორ, სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის დეპარტამენტად. გამაერთიანებელი ხელმძღვანელი ორგანო იყო დეპარტამენტთა საერთო საკრებულო.

სასამართლო პალატას ჰყავდა პროკურორი. ის გაუქმდა 1921 წლის 15 აპრილს, საქართველოს რევკომის დეკრეტით.

ლიტერატურა რედაქტირება