სარმუსი(ძვ. ბერძნული: Σύρμος) - თრაკიული ტომის, ტრიბალების მეფე, რომელიც მართავდა სამეფოს ძვ. წ. IV საუკუნეში.

ალექსანდრე მაკედონელი ბალკანეთში წესრიგის აღდგენის მიზნით წამოწყებულ ლაშქრობისას, ძვ. წ. 335 წელს ტრიბალების მიწაზე შეიჭრა. სარმუსმა ქალები და ბავშვები კუნძულ პეუკეზე გახიზნა, თვითონ კი ალექსანდრეს წინააღმდეგ საბრძოლველად გაემზადა. მდინარე ლიგინუსთან დამარცხების შემდეგ, სადაც 3,000 მეომარი დაკარგა, თვითონაც გადარჩენილებთან ერთად პეუკეზე გადავიდა. სამი დღის შემდეგ ალექსანდრე კუნძულსაც მიადგა. მან არმიის იქ გადასხმა სცადა, თუმცა მალე დარწმუნდა, რომ საკმარისი გემები არ ჰყავდა და პეუკეზე გამაგრებულ ტრიბალებს თავი მიანება. ამის მიუხედავად მას შემდეგ, რაც ალექსანდრემ გეტებიც დალაშქრა, სარმუსმა მაკედონელთა მეფეს ზავი შესთავაზა, რომელიც მაკედონელმა დააკმაყოფილა.[1]

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება