სარეწი გემი
გემი, რომლითაც იჭერენ და ამუშავებენ თევზს, ვეშაპებს, ზღვის ცხოველებსა და სხვ.
სარეწი გემი — გემი, რომლითაც იჭერენ და ამუშავებენ თევზს, ვეშაპებს, ზღვის ცხოველებსა და სხვ. განირჩევა ორი სახის სარეწი გემი — საჭერი (ტრაულერი და სეინერი, ვეშაპსახოცი და სხვ.) და დამამუშავებელი (კიბორჩხალ- და თევზსაკონსერვო მცურავი ბაზები, ვეშაპთბაზები და სხვ.). თევზის, ვეშაპებისა და სხვა საჭერი და გადასამუშავებელი მოწყობილობის გარდა სარეწი გემების უმრავლესობას აქვს საცივებელი სატვირთო სათავსები. მრავალი ტიპის სარეწი გემისათვის ცურვის რაიონის შეუზღუდაობა და დიდი ავტონომიურობა. სარეწი გემის წყალწყვა რამდენიმე ათას ტონას აღწევს.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 105.