სარეზის ტბა
სარეზის ტბა (ტაჯ. Кӯли Сарез) — ტბა პამირში, ტაჯიკეთში, მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, ჩრდილოეთი ალიჩურისა და მუზქოლის ქედებს შორის, 3239 მეტრ სიმაღლეზე. ფართობი 86,5 კმ². სიგრძე დაახლოებით 75 კმ, სიგანე 3,4 კმ-მდე, საშუალო სიღრმე 190 მეტრი, მაქსიმალური 505 მეტრი. წარმოიქმნა 1911 წლის მიწისძვრის შედეგად. უმთავრესად საზრდოობს მყინვარის წყლით. დონის რყევა დაახლოებით 6 მეტრი. იყინება დეკემბრის ბოლო-იანვრის I ნახევარში. ყინულისაგან თავისუფლდება მარტის ბოლო-მაისში.
სარეზის ტბა | |
---|---|
![]() სარეზის ტბა | |
კოორდინატები: 38°15′ ჩ. გ. 72°37′ ა. გ. / 38.250° ჩ. გ. 72.617° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიგრძე | 75 კმ |
სიგანე | 3,4 კმ |
ფართობი | 86,5 კმ² |
საშუალო სიღრმე | 190 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 505 მ |
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 103.