სან-მარინო

(გადამისამართდა გვერდიდან სან მარინო)

სან-მარინოს რესპუბლიკა (იტალ. San Marino, Serenissima Repubblica di San Marino) — ერთ-ერთი მსოფლიოს მცირე რესპუბლიკებიდან. ჯუჯა სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულზე, წარმოადგენს ანკლავს იტალიის შიგნით. იგი ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოა, რომლის ფართობია — 61 კმ². ამჟამინდელი საზღვრების ფარგლებში სან-მარინო არის ევროპის უძველესი სახელმწიფო. სახელწოდება მომდინარეობს დალმაციელი ქვისმთლელის მარინუსისაგან, რომელიც ქრისტიანული სარწმუნოების გამო იდევნებოდა სამშობლოში და გაიქცა მეზობელ იტალიაში. აქ მან დააარსა სამლოცველო, შემდგომში კი ააგო ციხესიმაგრე. მოგვიანებით კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმინდა მარინის სახელით.

სან-მარინოს რესპუბლიკა
Serenissima Repubblica di San Marino
სან-მარინო
სან-მარინოს
გერბი
დევიზი: Libertas (ლათ.)
ჰიმნი: Inno Nazionale della Repubblica
სან-მარინოს მდებარეობა
დედაქალაქისან-მარინო
43°56′ ჩ. გ. 12°27′ ა. გ. / 43.933° ჩ. გ. 12.450° ა. გ. / 43.933; 12.450
ოფიციალური ენა იტალიური
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  კაპიტან-რეგენტი ალბერტო სელვა და მირკო ტომასონი
ფართობი
 -  სულ 61,2 კმ2 (227-ე)
მოსახლეობა
 -  2012 (31 ივლისი) შეფასებით 32 576[1] (218-ე)
 -  სიმჭიდროვე 481 კაცი/კმ2 (მე-20)
მშპ (მუპ) 2001 შეფასებით
 -  სულ $904 მილიონი (195-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $34 600 (მე-12)
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი UTC+01:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+02:00 (UTC)
ქვეყნის კოდი SMR
Internet TLD .sm
სატელეფონო კოდი 378

1862 წელს სან-მარინო გახდა დამოუკიდებელი იტალიის პროტექტორატის ქვეშ. 1947-1986 წლებში ქვეყანას მემარცხენე ცენტრისტული კოალიცია მართავდა, ხოლო შემდეგ კომუნისტური და ქრისტიან-დემოკრატიული. ქვეყნის მთავარი დღესასწაულია რესპუბლიკის დაარსების დღე — 3 სექტემბერი (301 წ.).

ქვეყნის სახელმწიფო სისტემა რესპუბლიკური ტიპისაა. სახელმწიფოს მეთაურობს ორი კაპიტან-რეგენტი. საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (60 წევრით). ადმინისტრაციული დაყოფაა 9 კომუნა.

ქვეყნის მოსახლეობა — 32 576 ადამიანს შეადგენს.[1] აქედან შორის 91 % სანმარინოელია, ხოლო 9 % — იტალიელი. სახელმწიფო ენაა იტალიური. ძირითადი რელიგია კათოლიციზმია. ქვეყნის დედაქალაქია სან-მარინო.

ქვეყნის ძირითად ბუნებრივ რესურსს წარმოადგენს სამშენებლო ქვა, ხოლო შემოსავლის წყაროს — ტურიზმი. ქვეყნის ვალუტაა ევრო.

 
წმინდა მარინუსი

წმინდა მარინუსმა კუნძული რაბი (დღეს-დღეისობით ხორვატიის ტერიტორიაა) თავის მეგობარ ლეოსთან ერთად დატოვა და რიმინში გადასახლდა. ის ქრისტიანობას ავრცელებდა და დიოკლეტიანეს დევნის შემდეგ მონტე-ტიტანოს მთის მახლობლად გადასახლდა და პატარა ტაძარი ააშენა. სწორედ ასე დაარსდა შემდეგში ცნობილი ქალაქი სან-მარინო. ოფიციალური დაარსების თარიღი 301 წლის 3 სექტემბერია. 1320 წელს ჩიესანუვას პროვინციამ სან-მარინოს შემადგენლობაში შესვლა აირჩია. [1] 1463 წელს სან-მარინოს ტერიტორიას შეუერთდა პროვინციები: ფაეტანო, ფიორენტინო, მონტეგიარდინო და სერევალე. ამის შემდეგ ქვეყნის საზღვრები არასოდეს აღარ შეცვლილა. [2]

1503 წელს ალექსანდრე VI-ის ვაჟმა ჩეზარე ბორჯიამ რესპუბლიკა დაიპყრო. დაპყრობა ექვსი თვე გაგრძელდა მანამ, სანამ მამის მემკვიდრემ, პაპმა იულიუს II-მ ქვეყნის დამოუკიდებლობა არ აღადგინა.

1543 წლის 4 ივნისს ფაბიანო დი მონტე სან სავინომ, პაპ იულიუს III ძმისშვილმა, რესპუბლიკის დაპყრობა ცადა თუმცა უშედეგოდ.

1625 წელს, როდესაც ჩამოყალიბდა პაპის ოლქი სან-მარინო პაპის ოლქის ანკლავი გახდა.

ქვეყანა ოკუპირებულ იქნა 1739 წლის 17 ოქტომბერს რავენას ლეგატის (პაპის გუბერნატორის) მიერ, კარდინალი გიულიო ალბერონის მიერ, რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღადგინა რომის პაპმა კლემენტ XII-მ 1740 წლის 5 თებერვალს, წმინდა აგატას დღესასწაულის დღეს, რის შემდეგაც წმინდა აგატა რესპუბლიკის მფარველი წმინდანი გახდა.

1797 წელს ნაპოლეონის არმიის წინსვლა საფრთხეს წარმოადგენდა სან-მარინოს დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ქვეყანამ თავისუფლების დაკარგვისგან იხსნა მისი ერთ-ერთი რეგენტის, ანტონიო ონოფრის წყალობით, რომელმაც ნაპოლეონის პატივისცემისა და მეგობრობის მოპოვება შეძლო. მისი ჩარევის წყალობით, ნაპოლეონმა მეცნიერ და კომისარ გასპარდ მონგესთვის გაგზავნილ წერილში, პირობა დადო, რომ გარანტიას იძლეოდა რომ დაიცავდა რესპუბლიკის დამოუკიდებლობას.

XIX საუკუნეში იტალიის გაერთიანების პროცესის შემდგომ ეტაპზე, სან-მარინო წარმოადგენდა თავშესაფარს მრავალი ადამიანისთვის, ვინც დევნილი იქნებოდა შეხედულებების გამო.დევნილებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიცაა ჯუზეპე გარიბალდი და მისი ცოლი ანიტა.

სან-მარინოს მთავრობამ შეერთებული შტატების პრეზიდენტს აბრაამ ლინკოლნს საპატიო მოქალაქის წოდება უბოძა.

 
ანიტა და ჯუზეპე გარიბალდები სან-მარინოში, 1849 წელი

პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც იტალიამ 1915 წლის 23 მაისს ომი გამოუცხადა ავსტრია-უნგრეთს სან-მარინომ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა. ამით იტალიელებს მტრული შეხედულება გაუჩნდათ სან მარინოელების მიმართ და დაეჭვდნენ, რომ სან-მარინოში ავსტრიელი ჯაშუშები ჰყავდათ შეგზავნილი, რომლებსაც წვდომა ჰქონდათ ახალ რადიოტელეგრაფიულ სადგურზე. იტალია ცდილობდა ქვეყნის ტერიტორიაზე იძულებით შეეყვანა კარაბინიერი (იტალიური ჟანდარმები) და სან მარინოელების სატელეფონო ხაზები გადაეჭრა. იტალიელების მიერ შექმნილმა საველე ჰოსპიტალმა, მოგვიანებით ავსტრია-უნგრეთის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა განაპირობა სან-მარინოსთან.[3]

ომის შემდგომმა პერიოდმა სან-მარინოში უმუშევრობის ზრდა და ინფლაცია გამოიწვია, რამაც მოსახლეობის ფენებს შორის დაძაბულობა მეტად გაზარდა. სან-მარინოს მთავრობას ეშონოდა დაბალი ფენის უკმაყოფილების, რადგან ისინი ქვეყნის უმრავლესობას წარმოადგენდნენ, რამაც განაპირობა სან-მარინული ფაშისტური პარტიის (Partito Fascista Sammarinese, PFS) შექმნა. ის 1922 წელს შეიქმნა და მეტწილად დაფუძნებული იყო იტალიის ეროვნულ ფაშისტურ პარტიაზე. პარტიის მმართველობა სან-მარინოში 1923 წლიდან 1943 წლამდე გაგრძელდა, რის განმავლობაშიც ისინი ხშირად იღებდნენ დახმარებას ბენიტო მუსოლინის იტალიური ფაშისტური მთავრობისაგან. [2]

მეორე მსოფლიო ომის დროს სან-მარინო კვლავ ნეიტრალური სახელმწიფო იყო. ამისდა მიუხედავად ნიუ-იორკ თაიმზმა არასწორი ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ნათვამი იყო, რომ 1940 წლის 17 სექტემბერს სან-მარინომ დიდ ბრიტანეთს ომი გამოუცხადა. [4] დაარქივებული 2013-02-24 საიტზე Wayback Machine. მოგვიანებით სან-მარინოს მთავრობამ დიდ ბრიტანეთს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ნათვამი იყო, რომ მათ ომი არავისთვის არ გამოუცხადებიათ.

იტალიაში ბენიტო მუსოლინი ჩამოგდებიდან სამი დღის შემდეგ სან-მარინოში ფაშისტური მმართველობა დასრულდა, ახალმა მთავრობამ - კი კონფლიქტში ნეიტრალიტეტი ოფიციალურად დაადასტურა. ფაშისტებმა ძალაუფლება 1944 წლის 1 აპრილს დაიბრუნეს, მაგრამ ქვეყნის ნეიტრალიტეტი უცვლელად დატოვეს. ამის მიუხედავად 26 ივნისს, 1944 წელს დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებმა სან-მარინო დაბომბეს. მათ სჯეროდათ, რომ სან-მარინო გერმანულმა ძალებმა დაიპყრეს და მის ტერიტორიას საბრძოლო აღჭურვილობის დამზადებასა და გასაღებისათვის იყენებდნენ. მალევე, სან-მარინოს მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო დანიშნულების დანადგარები და აღჭურვილობა განთავსებული არაა და არანაირი ძალა არ შეჭრილა ქვეყნის ტერიტორიაზე. სან-მარინომ ათასობით მშვიდობიანი დევნილი მიიღო. 1944 წლის დეკემბერში რესპუბლიკა მცირე ხნით დაიკავეს გერმანელემა ძალებმა, რომლებმაც სან-მარინოს ბრძოლაში მოკავშირეები დაამარცხეს.

სან-მარინო მსოფლიოში პირველი რესპუბლიკაა, რომელმაც მმართველად დემოკრატიულად აირჩია კომუნისტური პარტია. ეს პარტია წარმოადგენდა კოალიციას სან-მარინოს კომუნისტურ პარტიასა და სან-მარინოს სოციალისტურ პარტიას შორის.პარტიას თანამდებობა ეკავა 1945-1957 წლებში.

სან-მარინო მსოფლიოს ყველაზე პატარა რესპუბლიკა იყო მანამ, სანამ ნაურუმ არ გამოაცხადა დამოუკიდებლობა 1968 წელს.ნაურუს ფართობი მხოლოდ 21 კვ. კმ-ია (8.1 კვ. მილი). სან-მარინო ევროპის საბჭოს წევრი გახდა 1988 წელს და გაეროს წევრი - 1992 წელს. იგი არაა არც ევროკავშირის წევრი და არც ევროზონის, თუმცა რესპუბლიკის ოფიციალურ ვალუტას ევრო წარმოადგენს.

 
სან-მარინოს რუკა

გეოგრაფია

რედაქტირება

სან-მარინო ანკლავია (ზღვაზე გასასვლელის არ მქონე). ის სამხრეთ ევროპაში მდებარეობს და გარშემორტყმულია იტალიის ტერიტორიით. მას ესაზღვრება იტალიის რეგიონები: ემილია-რომანია და მარკე. ქვეყანა 10 კმ-ითაა (6.21მილი) დაშორებული ადრიატიკის ზღვიდან. ქვეყნის ტერიტორია მეტწილად მთებითაა დაფარული, რომლებიც აპენინის მთების ნაწილს წარმოადგენენ. ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი მონტე-ტიტანოა, რომლის სიმაღლეც 749 მეტრია (2457 ფუტი) ზღვის დონიდან. ქვეყნის ტერიტორიაზე არ მდებარეობს არცერთი წყალსატევი.

სან-მარინო ერთ-ერთია იმ სამი სახელმწიფოსგან, რომელიც მთლიანად შემოსაზღვრულია მეორე სახელმწიფოს ტერიტორიით (ასეთებია ვატიკანი, რომელიც ასევე იტალიაში მდებარეობს და ლესოთო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში). ის ევროპაში სიდიდით ბოლოდან მესამე ადგილზეა, მსოფლიოში კი მეხუთე ყველაზე პატარა სახელმწიფოს წარმოადგენს. [5]

სან-მარინოს კლიმატი ნოტიო-სუბტროპიკულია. კონტინენტური გავლენით, აქვს თბილი ზაფხული და ცივი ზამთარი, რომელიც დამახასიათებელია აპენინის ნახევარკუნძულის ცენტრალური ტერიტორიებისათვის. აქ ყოველ ზამთარს მოდის თოვლი, განსაკუთრებით 400-500 მეტრის სიმაღლეზე.

სან-მარინოს კლიმატური მონაცემები
თვე იანვ თებე მარტ აპრი მაის ივნი ივლი აგვი სექტ ოქტო ნოემ დეკე წლიური
უმაღლესი °C (°F) 7

(45)

9

(48)

14

(57)

17

(63)

23

(73)

28

(82)

30

(86)

30

(86)

25

(77)

20

(68)

13

(55)

8

(46)

19

(66)

საშუალო დღიური °C (°F) 4

(39)

5.5

(41.9)

10

(50)

13

(55)

18.5

(65.3)

23

(73)

25

(77)

25

(77)

20.5

(68.9)

16

(61)

10

(50)

5.5

(41.9)

14.7

(58.3)

უდაბლესი °C (°F) 1

(34)

2

(36)

6

(43)

9

(48)

14

(57)

18

(64)

20

(68)

20

(68)

16

(61)

12

(54)

7

(45)

3

(37)

11

(51)

საშუალო ნალექიანობა მმ (ინჩ.) 34.0

(1.34)

37.6

(1.48)

34.2

(1.35)

51.5

(2.03)

41.6

(1.64)

36.0

(1.42)

34.5

(1.36)

49.2

(1.94)

85.6

(3.37)

69.8

(2.75)

59.2

(2.33)

75.4

(2.97)

608.6

(23.98)

წყარო: World Weather Online [6]

მთავრობა

რედაქტირება
 
სან-მარინოს პარლამენტის შენობა

სან-მარინო საპარლამენტო წარმომადგენლობითი დემოკრატიული რესპუბლიკაა. აღმასრულებელ უფლებამოსილება ენიჭება მთავრობას. საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს როგორც მთავრობას, ისე გენერალურ საბჭოს. სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია.

თავდაპირველად სან-მარინოს სათავეში ედგა არენგო (ასამბლეა), რომელიც თავდაპირველად ოჯახის ხელმძღვანელებისაგან იყო ჩამოყალიბებული. XI საუკუნეში ძალაუფლება მიენიჭა დიდ და გენერალურ საბჭოს.

რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანო არის დიდი და გენერალური საბჭო (Consiglio grande e generale). საბჭო ჰყავს 60 წევრი.პროპორციული ტიპის არჩევნები ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება ქვეყნის ცხრა ადმინისტრაციულ უბანში. ეს უბნები (ქალაქები) შეესაბამება რესპუბლიკის ძველ სამრევლოებს. ხმის მიცემის უფლება აქვს 18 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს.

გარდა ზოგადი კანონმდებლობისა, დიდი და გენერალური საბჭო ამტკიცებს ბიუჯეტს და ირჩევს კაპიტანთა რეგენტის, სახელმწიფო კონგრესის წევრების ნაწილს. საბჭო ასევე უფლებამოსილია სხვა ქვეყნებთან დადოს ხელშეკრულებები. ყოველ ექვს თვეში საბჭო ირჩევს ორ კაპიტან რეგენტს, რომლებიც სახელმწიფოს მეთაურები ხდებიან. რეგენტი არჩეულია ისე, რომ იყოს ძალაუფლების ბალანსი. მათ ყოველი წლის 1 აპრილს და 1 ოქტომბერს ირჩევენ. ამ ვადის დასრულების შემდეგ, მოქალაქეებს აქვთ სამი დღე, სადაც შეუძლიათ შეიტანონ პრეტენზია. თუ მათ ხელმძღვანელის საქმიანობა არ მოეწონებათ, შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღიძრას ქვეყნის ყოფილი ხელმძღვანელ(ებ)ის წინააღმდეგ.

სან-მარინო მრავალპარტიული დემოკრატიული რესპუბლიკაა. 2008 წელს მიიღეს ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც დაწესდა ბარიერი მცირე პარტიებისთვის. პოლიტიკური პარტიები მოწესრიგებულია ორ ალიანსში: მემარჯვენე პაქტი სან-მარინოსთვის, რომელსაც ხელმძღვანელობს სან-მარინოს ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, ხოლო მემარცხენეთა რეფორმები და თავისუფლება, რომელსაც ხელმძღვანელობს სოციალისტურ-დემოკრატიული პარტია, სან-მარინოს სოციალისტურ-დემოკრატიული პარტია ქვეყნის ყოფილი კომუნისტური პარტიაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სან მარინოს პროცენტულად ყველაზე მეტი მმართველი ქალი ჰყავს.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება
 
სან-მარინოს ადმინისტრაციული დაყოფა

სან-მარინო დაყოფილია ცხრა მუნიციპალიტეტად. ადგილობრივები მას კასტელლი-ს (ციხესიმაგრეებს) უწოდებენ.

  1. სან-მარინო (ქალაქი სან-მარინო) რესოუბლიკის ოფიციალური დედაქალაქი
  2. აქვავივა
  3. ბორგო მაგიორე
  4. ჩიესანუოვა
  5. დომაგნანო
  6. ფაეტანო
  7. ფიორენტინო
  8. მონტე-გიარდინო
  9. სერრავალლე

რესპუბლიკის უდიდესი დასახლება არის დოგანა, რომელიც ეკუთნის სერრავალლეს მუნიციპალიტეტს.

ეკონომიკა

რედაქტირება
 
გუიატას ციხესიმაგრე, სან-მარინო

სან-მარინო განვითარებული ქვეყანაა. [7] მიუხედავად იმისა, რომ იგი არ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ევროკავშირის საბჭოსთან შეთანხმებით მას უფლება აქვს გამოიყენოს ევრო, როგორც მისი ოფიციალური ვალუტა. ევრომდე, ქვეყნის ოფიციალურ ვალუტას სან-მარინული ლირა წარმოადგენდა. სან-მარინული ევროს მონეტები მსოფლიოში ძალიან მცირე რაოდენობითაა, რაც კოლექციონერებისათვის ინტერესის წყაროს წარმოადგენს.

სან-მარინოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე და ცხოვრების სტანდარტი შედარებულია იტალიასთან. საკვანძო ინდუსტრიებში შედის საბანკო, ელექტრონიკული და კერამიკული ინდუსტრიები. სოფლის მეურნეობის ძირითადი პროდუქტებია ღვინო და ყველი. სან-მარინოს პროდუქტების უმეტესობა იტალიიდან შედის.

სან-მარინოში ავტომობილების რაოდენობა ძალიან დიდია. ის ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც უფრო მეტი მანქანაა ვიდრე მოსახლე. ყოველ 1000 მოსახლეზე სან მარინოში 1263 ავტომობილია.

 
სან-მარინოს კათედრალი

მოსახლეობა

რედაქტირება

სან-მარინოს მოსახლეობა დაახლოებით 33 000-ია, საიდანაც 4 800 უცხო ქვეყნის, უმეტესად იტალიის მოქალაქეა. მსოფლიოში სან-მარინოს გარდა 12 000 სან-მარინოელია (5,700 იტალიაში, 3,000 აშშ-ში, 1,900 საფრანგეთში და 1,600 არგენტინაში).

1976 წლის შემდეგ მოსახლეობის პირველი აღწერა 2010 წელს ჩატარდა.

ოფიციალურ და ყველაზე გავრცელებული ენას იტალიური ენა წარმოადგენს. მოსახლეობის უმცირესობა საუბრობს რომანგოლზეც.

მოსახლეობის 97% კათოლიკე ქრისტიანია.

  1. 1.0 1.1 Popolazione, Upeceds, Government of San Marino. Accessed on 30 April 2013.
  2. https://www.sanmarinosite.com/en/history/world-wars-fascism/