სან-სუსის სასახლე (ჰაიტი)
სან-სუსის სასახლე (ფრანგ. Palais de Sans-Souci) – ჰაიტის ერთადერთი მეფის ანრი კრისტოფის ნახევრადდანგრეული ნაგებობა, მდებარეობს ქალაქ კაპ-აიტენიდან 13 კილომეტრში.
სან-სუსის სასახლე* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ჰაიტი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iv, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | სამხრეთი ამერიკა და კარიბები |
კოორდინატები | 19°36′17″ ჩ. გ. 72°13′07″ დ. გ. / 19.60472° ჩ. გ. 72.21861° დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1982 (მე-6 სესია) |
ნომერი | 180 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 180 ინგლ. • რუს. • ფრ. |
სასახლე ააშენეს 1810-1813 წწ. გრანდიოზული ციხე–სიმაგრის ლა-ფერიერის მახლობლად. სასახლე დაანგრია 1842 წლის დამანგრეველმა მიწისძვრამ.
1982 წელს იუნესკომ სასახლე შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.