სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სანჩარო (სოხუმის მუნიციპალიტეტი).

სანჩარო — უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე 2992 მ. აგებულია მეზოზოური ასაკის გრანიტებით, აპლიტებითა და პეგმატიტებით. დამახასიათებელია სუბალპური და ალპური ლანდშაფტი. გადადის საცალფეხო გზა მდინარე ბზიფის ხეობიდან (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მდინარე დიდი ლაბის ხეობაში (ყარაჩაი-ჩერქეზეთი).

სანჩარო
კოორდინატები: 43°25′55″ ჩ. გ. 40°55′36″ ა. გ. / 43.43194° ჩ. გ. 40.92667° ა. გ. / 43.43194; 40.92667
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული სოხუმის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2992 
ქედი აფხაზეთის კავკასიონი
სანჩარო — საქართველო
სანჩარო
სანჩარო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
სანჩარო

ლიტერატურა რედაქტირება