სანქტ-პეტერბურგის დროშა

სანქტ-პეტერბურგის დროშა — რუსეთის ფედერაციული სუბიექტის სანქტ-პეტერბურგის ოფიციალური სიმბოლო, აღნიშნავს მის კონსტიტუციურ და სამართლებრივ სტატუსს, წარმოადგენს სანქტ-პეტერბურგის კულტურულ ღირებულებასა და მისი მოსახლეობის ერთიანობას. დაამტკიცეს 1992 წლის 8 ივნისსს, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 თვის შემდეგ[1], დამტკიცებულია რუსეთის სახელმწიფო ჰერალდიკის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, სარეგისტრაციო ნომრით — 49.

სანქტ-პეტერბურგის დროშა
სანქტ-პეტერბურგი
მიღებულია 13 მაისი, 2003
პროპორცია 2:3
წინა დროშები

8 ივნისი, 1992
პროპორცია 1:2

აღწერილობა რედაქტირება

სანქტ-პეტერბურგის დროშა მართკუთხა ფორმისა და წითელი ფერისაა. ცენტრში მდებარეობს ორი ღუზა — საზღვაო და სამდინარო, რომლებიც ჯვარედინად არიან გამოსახულნი, მათ ზემოდან კი არის ოქროს სკიპტრა, რომლის თავსაც ორთავიანი არწივი ამშვენებს. დროში პროპორციული ზომაა — 2:3.

იურიდიული სტატუსი რედაქტირება

2003 წლის 13 მაისს მიღებული კანონის № 165-23 „სანქტ-პეტერბურგის ოფიციალური სიმბოლოს დეტალური აღწერისა და გამოყენების შესახებ“ მიხედვით დამტკიცდა დროშის პროპორციული ზომა 2:3, ნებისმიერი ცვლილება ამ დროშასთან დაკავშირებით, ქალაქის წესდების მე-6 პუნქტში შეტანილი ცვლილების მიხედვით განხორციელდება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება