სანქტ-პეტერბურგის დიდი სინაგოგა

სანქტ-პეტერბურგის დიდი სინაგოგა (რუს. Большая хоральная синагога) — სინაგოგა სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 1883-1893 წლებში. მდებარეობს ლერმონტოვის პროსპექტზე № 2. პროექტის ავტორებია არქიტექტორები ლევ ბახმანი და ივან შაპოშნიკოვი, ვლადიმირ სტასოვისა და ნიკოლოზ ბენუას მონაწილეობით. წარმოადგენს სანქტ-პეტერბურგის ებრაელთა სასულიერო ცენტრს.

სანქტ-პეტერბურგის დიდი სინაგოგა
სანქტ-პეტერბურგის დიდი სინაგოგა — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის დიდი სინაგოგა
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°55′30″ ჩ. გ. 30°17′31″ ა. გ. / 59.92500° ჩ. გ. 30.29194° ა. გ. / 59.92500; 30.29194
რელიგიური კუთვნილება იუდაიზმი
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810046000
საიტი ოფიციალური ვებგვერდი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი მავრიტანიული სტილი
თარიღდება 1883-1893

ისტორია რედაქტირება

XIX საუკუნის შუა წლებში სანქტ-პეტერბურგის ებრაული საზოგადოება 10 000 ადამიანს მოითვლიდა. მათ ჰქონდათ რამდენიმე მცირე სამლოცველო, მაგრამ რელიგიური საჭიროებებისათვის ისინი საკმარისი არ იყო. ამის გამო სათვისტომოს ინიციატივით დაიწყეს ახალი სინაგოგის მშენებლობა. მთავარი სპონსორი გახდა ბარონი ჰორაციო გინცბურგი და ქალაქის ებრაული სათვისტომოს პირველი თავმჯდომარე, მეცენატი სამუილ პოლიაკოვი. შენობის პროექტი შეიმუშავეს არქიტექტორებმა ლევ ბახმანმა და ივან შაპოშნიკოვმა, ვლადიმირ სტასოვისა და ნიკოლოზ ბენუას მონაწილეობით. მშენებლობა გაგრძელდა 1893 წლამდე. სინაგოგის შენობა ააშენეს აღმოსავლურ მავრიტანულ სტილში.

სინაგოგის აშენების შემდეგ ყველა მცირე ებრაული სამლოცველო დახურეს. 1909 წელს სინაგოგის გარშემო ხის ღობის ნაცვლად ქვის ღობე ააშენეს.

1929 წლის 29 ივნისს გამოვიდა ლენინგრადის საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება ებრაული რელიგიური საზოგადოების დახურვის შესახებ. 1930წლის 17 იანვარს სინაგოგა დახურეს. მაგრამ ამავე წლის 1 ივნისს სინაგოგა კვლავ გაიხსნა ებრაელების მიერ ამ პერიოდის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსადმი მიმართვის შემდეგ.

1943-1973 წლებში სინაგოგის რაბინი იყო აბრამ ლუბანოვი.

XXII ზაფხულის ოლიმპიადის წინ, რომელიც უნდა გამართულიყო მოსკოვში, ლენინგრადსა და ტალინში, სინაგოგა შეიტანეს ძირითადი საექსკურსიო ობიექტების სიაში, ამის გამო სახელმწიფომ გამოყო თანხა მის გასარემონტებლად.

2012 წლის მაისში ვანდალიზმის აქტი მოხდა, სინაგოგის ღობეზე სვასტიკა მიახატეს[1].

2013 წლის 8 დეკემბერს აღინიშნა სინაგოგის 120 წლისთავი, გამოუშვეს საიუბილეო მონეტა. საიუბილეო მონეტა ასევე გამოუშვეს 100 და 110 წლისთავზე[2][3].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება