სანტიაგო ბერნაბეუს თასი
სანტიაგო ბერნაბეუს თასი (ესპ. Trofeo Santiago Bernabéu) — ტარდება მადრიდის „რეალის“ დიდი ხნის პრეზიდენტის, სანტიაგო ბერნაბეუს ხსოვნის პატივსაცემად. ეს არის მეგობრული ტურნირი, რომელსაც მადრიდის „რეალი“ ატარებს ყოველ წელს სეზონის დასაწყისში, დაახლოებით აგვისტოს დასასრულს ან სექტემბრის დასაწყისში.
დაარსდა | 1979 |
---|---|
კლუბ. რაოდენობა | 2 |
მოქ. ჩემპიონი |
![]() |
ყველაზე ტიტულოვანი |
![]() |
ტვ პარტნიორები |
Antena 3 Gol T |
საიტი | ოფიციალური |
1979 დან 1984 წლამდე და 1986 წელს გათამაშება ტარდებოდა 4 გუნდს შორის, ნახევარფინალები, მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი. 1985 წელს და 1987 წლიდან იმართება მხოლოდ 1 მატჩი, მადრიდის „რეალსა“ და მოწვეულ გუნდს შორის.
2002 წელს გათამაშება ჩატარდა 4 გუნდს შორის, მადრიდის „რეალის“ 100 წლის იუბილის გამო (გუნდი დაარსებულია 1902 წლის 6 მარტს). ბოლო წლებში ჩემპიონატი ასევე ემსახურება იმას, რომ გუნდში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შეძენილმა ფეხბურთელებმა გამოიჩინონ თავი.
ფინალებირედაქტირება
შენიშვნა: ფრის შემთხვევაში გამარჯვებული გამოვლინდა პენალტებით.
გამარჯვების რაოდენობარედაქტირება
„რეალი“ მადრიდი | 24 | 9 |
„ბაიერნი“ მიუნხენი | 3 | 1 |
„მილანი“ | 2 | 1 |
„ინტერი“ | 2 | 0 |
„აიაქსი“ | 1 | 2 |
„ჰამბურგი“ | 1 | 1 |
„დინამო“ კიევი „უნამი“ მეხიკო |
1 | 0 |
„პენიაროლი“ | 0 | 2 |
„რივერ პლეიტი“ „ანდერლეხტი“ „სტანდარდი“ ლიეჟი „პალმეირასი“ „პორტუგესა“ „სანტოსი“ „კოლო–კოლო“ „მილიონაროსი“ „ევერტონი“ „ლივერპული“ „კიოლნი“ „ალკმარი“ „როსენბორგი“ „ბენფიკა“ „სპორტინგი“ „ალ–სადი“ „პარტიზანი“ „გალათასარაი“ MLS ნაკრები |
0 | 1 |