სანტა-კლარას ბრძოლა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სანტა-კლარას ბრძოლა
კუბის რევოლუციის ნაწილი
თარიღი 28 დეკემბერი, 19581 იანვარი, 1959
მდებარეობა სანტა-კლარა, კუბა
22°24′19″ ჩ. გ. 79°57′15″ დ. გ. / 22.40528° ჩ. გ. 79.95417° დ. გ. / 22.40528; -79.95417
შედეგი
  • მეამბოხეთა გადამწყვეტი გამარჯვება
  • ჰავანის დაცემა
  • ბატისტას მთავრობის საბოლოო მარცხი
  • ბატისტა გაიქცა კუბიდან
მხარეები
კუბის დროშა კუბის რესპუბლიკა 26 ივლისის მოძრაობა
კუბის დროშა ეკამბრის მეორე ეროვნული ფრონტი
მეთაურები
კუბის დროშა პოლკოვნიკი ხოაკინ კასილასი
კუბის დროშა პოლიციის უფროსი კორნელიო როხასი
კუბის დროშა პოლკოვნიკი ფერნანდეს სუერო
კუბის დროშა პოლკოვნიკი კანდიდო ერნანდესი
ერნესტო ჩე გევარა
როლანდო კუბელა
რობერტო როდრიგესი
ნუნეს ხიმენესი
კუბის დროშა უილიამ ალექსანდერ მორგანი
ძალები
3900 ჯარისკაცი
10 ტანკი

1 ჯავშანმატარებელი
რამდენიმე B-26 საშუალო ბომბდამშენი
340 პარტიზანი
დანაკარგები
2900 ტყვე
1 განადგურებული ჯავშანმატარებელი
უცნობია
სანტა-კლარას ბრძოლა ვიკისაწყობში

 

სანტა-კლარას ბრძოლა — 1958 წლის დეკემბრის მოვლენათა სერია, რამაც გამოიწვია რევოლუციონერების მიერ კუბის ქალაქ სანტა-კლარას აღება, ჩე გევარას მეთაურობით. ბრძოლა იყო გადამწყვეტი გამარჯვება აჯანყებულებისთვის, რომლებიც იბრძოდნენ გენერალ ფულხენსიო ბატისტას რეჟიმის წინააღმდეგ: ქალაქის აღებიდან 12 საათში ბატისტა გაიქცა კუბიდან, ხოლო ფიდელ კასტროს ძალებმა საბოლოო გამარჯვება გამოაცხადეს.

თავდასხმა ქალაქზე

რედაქტირება

გევარას რაზმი დაიძრა 1958 წლის 28 დეკემბერს კაიბარიენის სანაპირო გზის გასწვრივ, ქალაქ კამახუანისკენ, რომელიც მდებარეობს კაიბარიენსა და სანტა-კლარას შორის. მათ მოგზაურობას თან ახლდა გლეხების გულშემატკივრობა და კაიბარიენის აღებამ ერთ დღეში აჯანყებულ მებრძოლებში განამტკიცა აზრი, რომ საბოლოო გამარჯვება გარდაუვალია. სამთავრობო ჯარებმა, რომლებიც კამახუანის სამხედრო გარნიზონს იცავდნენ, წინააღმდეგობის გარეშე დატოვეს თავიანთი პოსტები და გევარას რაზმი სანტა-კლარასკენ დაუბრკოლებლად გაემართა. ქალაქის განაპირას, ქალაქის უნივერსიტეტს, შებინდებისას მიაღწიეს.

 
კუბის რუკა, სადაც ნაჩვენებია აჯანყებულების მარშრუტი გრანმას იახტით 1956 წლის ბოლოს, აჯანყებულთა დასაყრდენი სიერა-მაესტრაში და გევარას მარშრუტი ჰავანისკენ სანტა-კლარას გავლით, 1958 წლის დეკემბერში.

იქ გევარამ თავისი ძალები, დაახლოებით 300-მდე, ორ სვეტად დაყო. თავდაპირველად, სამხრეთის სვეტი შეხვდა დამცველი არმიის ძალებს, რომელსაც მეთაურობდა პოლკოვნიკი კასილას ლუმპუი. ბატისტას გაგზავნილი ჯავშანმატარებელი, მომარაგებული საბრძოლო მასალებით, იარაღითა და სხვა აღჭურვილობით კაპიროს გორაკის ძირში, ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, განლაგდა და დაარსდა სამეთაურო პუნქტი. გევარამ გაგზავნა თავისი „თვითმკვლელების რაზმი“, 23 წლის რობერტო როდრიგესის (ცნობილი როგორც „El Vaquerito“) ხელმძღვანელობით, გორაკის დასაპყრობად. გორაკის მცველებმა გასაოცარი სისწრაფით დაიხიეს უკან და მატარებელი, რომელშიც იმყოფებოდნენ ოფიცრები და ჯარისკაცები, ქალაქის ცენტრისკენ დაიძრა.

თავად ქალაქში ხდებოდა შეტაკებების სერია სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეთა მეორე კოლონას შორის, რომელსაც უძღვებოდა როლანდო კუბელა, მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარებით, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მოლოტოვის კოქტეილებით . ორი სამხედრო გარნიზონი კუბელას ძალებს ალყაში ჰყავდა მოქცეული, მიუხედავად იმისა, რომ არმიას ჰქონდა თვითმფრინავების, სნაიპერებისა და ტანკების მხარდაჭერა.

მატარებლის ხელში ჩაგდება

რედაქტირება
 
ჯავშანმატარებელი, როგორც მუზეუმი.
 
სანტა-კლარაზე თავდასხმის მემორიალი ჯავშანმატარებელთან.

გევარამ, რომელიც პრიორიტეტად მიიჩნევდა ჯავშანტექნიკის ხელში ჩაგდებას, წარმატებით შეძლო უნივერსიტეტის აგრონომიის სკოლის ტრაქტორების მობილიზება, რკინიგზის ლიანდაგების ასამაღლებლად. მატარებელი, რომელსაც კაპიროს ბორცვიდან ჯარები გადაჰყავდა, რელსებიდან გადავიდა. შიგნით მყოფმა ოფიცრებმა ზავი მოითხოვეს. ამასთან, რიგითმა ჯარისკაცებმა, აჯანყებულებთან დამეგობრება დაიწყეს და თქვეს, რომ ისინი დაიღალნენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლით. ცოტა ხნის შემდეგ ჯავშანმატარებელი აჯანყებულთა ხელში აღმოჩნდა და მასში მყოფი 350 კაცი და ოფიცრები ტყვედ გადაიყვანეს.

მატარებელში იყო დიდი რაოდენობის, მნიშვნელოვანი იარაღი, უზარმაზარი ჯილდო რევოლუციური ძალებისთვის, რაც გახდებოდა შემდგომი თავდასხმის საფუძველი.

მატარებლის ხელში ჩაგდება გარდამტეხი ფაქტორი აღმოჩნდა.

დღესდღეობით „ჯავშანმატარებელი“ არის ეროვნული მემორიალი და მუზეუმი, რომელიც მდებარეობს სანტა — კლარას რკინიგზის სადგურის მახლობლად.

ქალაქის აღება

რედაქტირება

ქვეყნის გარნიზონების უმეტესობა სწრაფად ჩაბარდა პარტიზან მეთაურს. შუადღით, რადიო „მეამბოხეს“ საშუალებით, ჩემ გამოაცხადა, რომ სანტა კლარას უკანასკნელი საჯარისო ნაწილი დანებდა.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Photographs of the Armored train surrender in Santa Clara by Latin American Studies
  • The Battle of Santa Clara: The Legend of Che Guevara is Born დაარქივებული 2016-12-25 საიტზე Wayback Machine. by Christopher Minster
  • A Front-Row Seat To Witness The Battle Of Santa Clara by Felipe Yanes, Tampa Tribune, January 25, 2009
  • Che’s Last Stand by Ed Ewing, The Guardian, December 31, 2008
  • Brown, Walter J. (April 30, 1959). „During the recent revolution in Cuba God's work was safe Under HIS Wings“ (PDF). Review and Herald. Washington, D. C.: Review and Herald Publishing Association. 136 (18): 16, 17, 21, 23, 24. ციტირების თარიღი: August 2, 2011.[მკვდარი ბმული] An eye witness account by the president of Antillian College, a Seventh-day Adventist institution located across the road from the Central University. Brown tells of meeting Commander Che Guevara and the college’s choir sang at a special ceremony held at the Central University with the new premier, Fidel Castro, in the audience.