სანტა-ელენა-დე-უაირენი

სანტა-ელენა-დე-უაირენი (ესპ. Santa Elena de Uairén) — პატარა ქალაქი ვენესუელაში, ბოლივარის შტატში, ბრაზილიისა და გაიანის საზღვრის სიახლოვეს. 1923 წელს დააარსა ლუკას ფერნანდეს პენიამ, რადგან აქ არსებულმა ალმასის საბადოებმა მიიზიდა. ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს პენიას პირველი ქალიშვილის სახელისა და მდინარე უაირენისგან, რომელიც დასახლებას გადაკვეთს.

ქალაქი
სანტა-ელენა-დე-უაირენი
Santa Elena de Uairén
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი ბოლივარი
მუნიციპალიტეტი გრან-საბანის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 4°36′00″ ჩ. გ. 61°06′00″ დ. გ. / 4.60000° ჩ. გ. 61.10000° დ. გ. / 4.60000; -61.10000
დაარსდა 1923-1929
ფართობი 900 კმ²
ცენტრის სიმაღლე 147
მოსახლეობა 29 795 კაცი (2006)
სასაათო სარტყელი UTC-4
სატელეფონო კოდი 0288
საფოსტო ინდექსი 8052
სანტა-ელენა-დე-უაირენი — ვენესუელა
სანტა-ელენა-დე-უაირენი

ქალაქი გრან-საბანის ცენტრში მდებარეობს, ამიტომ, აქ გახსნილია მრავალი ტურისტული სააგენტო, რომელიც მნახველებს სთავაზობენ ტურებს კანაიმის ეროვნულ პარკში, ანხელის ჩანჩქერზე გადაფრენასა და ცნობილ რორაიმას მთაზე ასვლას.

ქალაქი გამოირჩევა ადგილობრივ ინდიელთა დიდი რაოდენობით. სკოლებში სწავლება მიმდინარეობს როგორც ესპანური, ისე პემონურ ენებზე.

ბრაზილიის რორაიმას შტატთან სიახლოვის გამო, სანტა ელენა გადატვირთულია საბაჟოებით ამ ორ ქვეყანას შორის პროდუქციის გაცვლის მიზნით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება