მთავარი მენიუს გახსნა

სამხრეთი მატაბელელენდი (ინგლ. Matabeleland South Province) — პროვინცია ზიმბაბვეში. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი გვანდა.

სამხრეთი მატაბელელენდი
ინგლ. Matabeleland South Province
ქვეყანა ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე
ადმ. ცენტრი Gwanda
კოორდინატები 21°00′00″ ს. გ. 29°30′00″ ა. გ. / 21.00000° ს. გ. 29.50000° ა. გ. / -21.00000; 29.50000
დაარსდა 1974
ფართობი 54 172 კმ²
ცენტრის სიმაღლე 965 მეტრი
მოსახლეობა 683 893 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 12,62 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+2]]
ISO 3166 კოდი ZW-MS[1]
Zimbabwe - Matabeleland South.svg

გეოგრაფიარედაქტირება

სამხრეთი მატაბელელენდის პროვინცია მდებარეობს ზიმბაბვეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობი შეადგენს 54 172 კმ²-ს. კლიმატი პროვინციაში მშრალია, ნალექები იშვიათად მოდის. სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება ბოტსვანას, სამხრეთიდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას.

მოსახლეობარედაქტირება

2012 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 683 893 ადამიანს[2][3][4][5]. პროვინცია მეჩხერადაა დასახლებული, მისი ძირითადი მაცხოვრებლები შეადგენენ მატაბელეს ხალხის წარმომადგენლებს.

პროვინციის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:

1982 2002 2012
519 606 654 879 683 893

ადმინისტრაციული დაყოფარედაქტირება

 
სამხრეთი მატაბელელენდის პროვინციის რაიონები.

ადმინისტრაციული თვალსაზრისით სამხრეთი მატაბელელენდის პროვინცია დაყოფილია 6 რაიონად:

  • ბეიტბრიჯი
  • ბულილიმა
  • გვანდა
  • ინსიზა
  • სამხრეთი მანგვე
  • უმცინგვამე

ეკონომიკარედაქტირება

პროვინციის ეკონომიკის საფუძველია ტურისტული ბიზნესი, მსხვილი რქოსანი საქონლის მომრავლება და სასარგებლო წიაღისეულისოქროს, ქრომის, ასბესტის და სხვების მოპოვება.

სქოლიორედაქტირება