სამხრეთი კორეის კულტურა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სამხრეთი კორეის კულტურა - 1948 წლიდან ჩრდილოეთი კორეიისგან ცალკე ჩამოყალიბებული სამხრეთი კორეის რესპუბლიკის კულტურა. გაყოფამდე კორეის კულტურა საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა, უმეტესად იზოლირებულად ჩინეთის გავლენით, დაყოფის შემდეგ კი სამხრეთი კორეელების ცხოვრრბის წესი მნიშვნელოვნად შეცვალა ურბანიზაციამ, ვესტერნიზაციამ და ინდუსტრიალიზაციამ. ცვლილებებმა ცხოვრების წესში და ეკონომიკაში გამოიწვია მოსახლეობის დიდ ქალაქებში კონცენტრირება და სოფლების დეპოპულარიზაცია, სახლებში რამდენიმე თაობის ცხოვრება დასავლური ტიპის ოჯახებმა შეცვალეს, გავრცელდა ინდუსტრიალიზაცია. დღეს სამხრეთი კორეის კულტურის პოპულარობის და სხვა ქვეყნებში გავრცელების ტრენდი შეინიშნება, ამ მოვლენას "კორეულ ტალღას" უწოდებენ. [1] [2] დაარქივებული 2014-01-06 საიტზე Wayback Machine. დღეს სამხრეთი კორეის კულტურა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანია. [3]

ლიტერატურა

რედაქტირება

XX საუკუნემდე კორეულ ლიტერატურაზე დიდი გავლენა ჰქონდა კლასიკურ ჩინურ ლიტერატურას. XVI საუკუნეში კორეული ანბანის ჩამოყალიბებამდე კორეული სიტყვების დასაწერად გამოიყენებოდა ჩინური დამწერლობა. კორეული დამწერლობის, "ჰანგულის" ფართო გავრცელებას (რაც მხოლოდ XIX ს-ის მეორე ნახევარში მოხდა) მოჰყვა კორეული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ზრდა. XX საუკუნიდან პოპულარული გახდა პატრიოტიზმის და ლირიზმის მოტივები. შეინიშნებოდა პოეზიის დასავლური ფორმების შემოღების მცდელობები, განსაკუთრებით ამერიკული პოეზიის თარგმნებში. დღეს სამხრეთ კორეაში პოეზია საკმაოდ პოპულარულია.

კორეულმა პოპ-მუსიკამ (K-Pop; ინგლ.Korean Pop - კორეული პოპი) ბოლო ათწლეულებში დიდი პოპულარობა მოიპოვა კორეის გარეთ და დიდი როლი ითამაშა კორეული კულტურის გავრცელებაში. თანამედროვე K-Pop უმეტესად 1990-იან წლებში ჩამოყალიბდა ამერიკაში პოპულარული ჟანრების გავლენის ქვეშ და დღეს ცალკე ჟანრად განიხილება. ის გამოირჩევა პოპის, ელექტროპოპის და რეპის შეზავებით, ადვილად დასამახსოვრებელი ენერგიული მელოდიებით და ქორეოგრაფიებით,

დიდი მნიშვნელობა ენიჭება კომერციულ და ვიზუალირ მხარეს. K-Pop-ის შემსრულებლები უმეტესად ხელოვნურად შექმნილ გოგონათა ან ვაჟთა ჯგუფებში შედგებიან, მათ ხშირად "აიდოლებს" (ინგლ. Idol - კერპი) უწოდებენ მიმზიდველი იმიჯის გამომდინარე. ტრადიციულ კორეული მუსიკასთან შეზავებული პოპ-შემსრულებლები უმეტესად უფრო პოპულარულები არიან უფროსი თაობების შორის.

კინემატოგრაფი

რედაქტირება

ტელესერიალები

რედაქტირება

სამხრეთი კორეა ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ჰოლივუდს არ აქვს მონოპოლია კინემატოგრაფზე. ნაწილობრივ ამის მიზეზია კანონი, რომლის მიხედვით კინოთეატრები ვალდებულები არიან წელიწადში მინიმუმ 72 დღე კორეული ფილმები აჩვენონ. კორეულ კინემატოგრაფში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმატია K-Drama (ინგლ. კორეული დრამების) სახელით ცნობილი მინი-სერიალები, უმეტესად რომანტიკის და ისტორიული ფენთეზის ჟანრებში. "კორეული ტალღის" პერიოდში კორეული დრამა კორეის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ექსპორტი იყო.

ანიმაცია

რედაქტირება

სამხრეთი კორეა მონაწილეობდა ბევრი ცნობილი ანიმაციური პროექტის შექმნაში, მათ შორის "The simpsons", "Futurama", "Avatar: The Last Airbender", "Family Guy", "King of The Hill", ასევე რამდენიმე ანიმე. მთლიანად კორეული წარმოების ყველაზე პოპულარული ანიმაციური სერიალია "პატარა პინგვინი პორორო", რომელსაც 120 ქვეყანაში აჩვენებენ. [4]

სხვა ქვეყნების გავლენა

რედაქტირება

XX საუკუნეში ჩინეთის გავლენა დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს გავლენამ შეცვალა. ვესტერნიზაცია განსაკუთრებით შეინიშნება კვებაში - ტრადიციულ კორეულ და მეზობელი ქვეყნების სამზარეულოსთან ერთად გავრცელდა სწრაფი კვების ობიექტები, ყავის მაღაზიები და კაფეები. განსაკუთრებით პოპულარული გახდა პიცა, რომელსაც უმატებენ სიმინდს, ტკბილ კარტოფილს, მაიონეზს და სხვა ინგრედიენტებს, რომლებიც არ არის დამახასიათებელი პიცისთვის სხვა ქვეყნებში.

კორეულ ენაში შემოღებული იქნა ინგლისური წარმოშობის სიტყვები, ამ მოვლენას "კონგლიშს" (ინგლ. Korean English - კორეული ინგლისური) უწოდებენ. შეინიშნება ასევე იაპონიის გავლენა - იაპონურ კულტურულ იმპორტზე აკრძალვის მოხსნის შემდეგ გავრცელდა იაპონური კინემატოგრაფი, მუსიკა და მოდა. [5]

წყაროები

რედაქტირება
  1. https://quod.lib.umich.edu/i/iij/11645653.0002.102/--hallyu-20-the-new-korean-wave-in-the-creative-industry?rgn=main;view=fulltext
  2. https://www.researchgate.net/publication/293479051
  3. http://joongangdaily.joins.com/article/view.asp?aid=2925309
  4. https://www.csmonitor.com/1996/1029/102996.intl.intl.3.html
  5. https://www.nytimes.com/2000/07/03/news/south-korea-opens-the-gates-to-pop-culture-from-japan.html