სამცხური კილო გავრცელებულია ისტორიულ სამცხეში (ახლანდელი მესხეთი), რომელიც მოიცავს ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის რაიონებს.

სპეციალისტთა უმრავლესობა თვლის, რომ სახელწოდება „სამცხე“ მომდინარეობს სატომო სახელისაგან „მესხი“ სა-ე მაწარმოებლის დართვით, კერძოდ: მესხი > სა-მესხ-ე > სა-მსხ-ე (ე ხმოვნის ამოვარდნით) > სამცხე (ს > ც პროცესის შედეგად). სამცხური მეტყველება ახლოს დგას ჯავახურთან.