სამთო ჯარი — მთიან ადგილებში საბრძოლველად საგანგებოდ გაწვრთნილი საერთო-საჯარისო, საარტილერიო, საინჟინრო და სხვა ნაწილები და შენაერთები. სამთო ჯარი ჩვეულებრივ დაკომპლექსებულია მთიანი რაიონის მცხოვრებლებით და მომარაგებულია სამთო ფორმის ტანსაცმელითა და აღჭურვილობით. შედგება სამთო-მსროლელი (მსროლელი) პოლკების, ბრიგადებისა და დივიზიებისაგან, რომლებიც შეიარაღებულია სამთო არტილერიითა და სხვადასხვა საბრძოლო საშუალებებით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 9, თბ., გვ. 14, 1985.