სამეანო
მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
სამეანო — მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედის დასავლეთ განშტოებაზე, მდინარეების სხალთისა და აჭარისწყლის წყალგამყოფზე, გოდერძის უღელტეხილის სამხრეთ-დასავლეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 2332 მ. აგებულია შუაეოცენური ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებითა და ვულკანური განფენებით. კალთები შემოსილია სუბალპური ტყეებითა და მდელოებით.
სამეანო | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ხულოს მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2332 მ |
ქედი | არსიანის ქედი |
ამგებელი ქანები | ტუფი, ტუფ-ბრექჩია და ვულკანური განფენი |
ლიტერატურა
რედაქტირება- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 711.