სამამასახლისო სამსახურებელი

სამამასახლისო სამსახურებელი, მიწათმფლობელობის სახეობა ძველ საქართველოში. ტერმინი „სამამასახლისო სამსახურებელი“ ნახმარია ბაგრატ IV-ის სიგელში ოპიზართა და მიჯნაძორელთა სააადგილმამულო დავის შესახებ (XI საუკუნე), სადაც იგი მეფის პირადი კუთვნილების ადგილ-მამულს აღნიშნავს. თავისი არსით სამამასახლისო სამსახურებელი გვაროვნული წესწყობილების დანაწესია. ამ ხანაში სამამასახლისო სამსახურებელს შეადგენდა სათემო მიწის განსაზღვრული ფონდი, რომელსაც მამასახლისის „სამსახურის“ ასანაზღაურებლად გამოჰყოფდა თემი. თავდაპირველად ეს მიწები „ერის“ საკუთრება იყო, შემდეგ კი, კლასობრივი საზოგადოების პირობებში, ისინი მიიტაცეს კერძო საკუთრებად და მეფე „მამასახლისის“ დომენის შემადგენელ ნაწილად აქციეს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ფუტკარაძე ი., ქსე, ტ. 8, გვ. 698, თბ., 1984