სალხინო (გაგრის მუნიციპალიტეტი)

სოფელი აფხაზეთში, საქართველოში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სალხინო (მრავალმნიშვნელოვანი).

სალხინო[1][2] (აფხ. Лакырха[3] [ლაკჷრხა]; ყოფილი ყაზარმა — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[4]) — სოფელი და თემის ცენტრი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფსოუს ხეობაში. ზღვის დონიდან 150 მ, გაგრიდან 32 კმ.

სოფელი
სალხინო
აფხ. Лакырха
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
თემი მიქელრიფში
კოორდინატები 43°29′10″ ჩ. გ. 40°03′13″ ა. გ. / 43.48611° ჩ. გ. 40.05361° ა. გ. / 43.48611; 40.05361
მოსახლეობა 122 კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
სალხინო (გაგრის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
სალხინო (გაგრის მუნიციპალიტეტი)
სალხინო (გაგრის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
სალხინო (გაგრის მუნიციპალიტეტი)
სალხინო (გაგრის მუნიციპალიტეტი) — გაგრის მუნიციპალიტეტი
სალხინო (გაგრის მუნიციპალიტეტი)

მიქელრიფშის თემის დანარჩენი სოფლებია: დემერჩენცი, მიქელრიფში, ჩანჩქერი, ცოდნისკარი, წაბლიანი.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ისტორია რედაქტირება

XX საუკუნეში ერქვა ყაზარმა. 1948 წელს ქართული სახელი სალხინო ეწოდა. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს ლაკირხა (Лакырха).

დემოგრაფია რედაქტირება

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 122 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 122 -- --

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 697.
  • პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 89.
  2. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 147.
  3. В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
  4. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949