სალმე
სოფელი აფხაზეთში, საქართველოში
სალმე[1][2] (აფხ. Ԥсоу[3] [ფსოუ]; ყოფილი ესტონსკაია[4]) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში (ლესელიძის თემი), მდინარე ფსოუს მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 40 მ, გაგრიდან 25 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[5]
ისტორიარედაქტირება
დააარსა 1884 წელს ესტონეთიდან გადმოსახლებულმა ათმა ოჯახმა. მანამდე აქ იყო გაუვალი ტყე. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს ფსოუ (Ҧсоу).
დემოგრაფიარედაქტირება
1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1 659 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 1 659 | -- | -- |
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 694.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიორედაქტირება
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 89, თბ., 1987.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 147, თბ., 2009.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ 1931 წლის ხუთვერსიან რუკაზე
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.