საკურთხისის მაცხოვრის ეკლესია

საკურთხისის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხიდან სამხრეთით, 7-8 კილომეტრზე, ნასოფლარ საკურთხისის სასაფლაოზე. თარიღდება სავარაუდოდ IX-X საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (8,5 X 4,7 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. შესასვლელი ორია - სამხრეთ კედლის დასავლეთით და ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში. სამხრეთის კარი შიგნიდან თაღოვანია, გარედან - სწორკუთხა, ჩრდილოეთსა - შიგნიდან და გარედან სწორკუთხა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია. თითო სარკმელია სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიც. სამხრეთ ფასადზე შემორჩენილია თაროსებრი ლავგარდნის მხოლოდ ერთი ქვა. ეკლესიას სამხრეთით მთელ სიგრძეზე ჰქონია გვიანდელი მინაშენი.

ლიტერატურა რედაქტირება