საქსაუმანი

(გადამისამართდა გვერდიდან საკსაიუამანი)

საქსაუმანი („გამძღარი ქორი“; ესპ. Sacsayhuaman) — ციხესიმაგრე პერუს ქალაქ კუსკოში, რომელიც გადმოცემის მიხედვით ააგო პირველმა ინკამ მანკო კაპაკიმ. კუსკოს დაგეგმარებაში, რომელიც პუმას გვაგონებს, საქსაუმანი ამ პუმის კბილებია.

საქსაუმანის ციხე-სიმაგრე

ციხესიმაგრეს ჰქონდა რამდენიმე მთავარი შესასვლელი: ტიმპუნკუ (ქვიშის შესასვლელი), აკაუანაპუნკუ (ეს სახელწოდება უკავშირდება მის მშენებელ აკაუანას) და ვირაკოჩაპუნკუ (ღმერთი ვირაკოჩას პატივსაცემად).

ციხესიმაგრე შედგებოდა ასევე სამი ძირითადი კოშკისაგან: მოიოკ-მარკა ან მუიუკ-მარკა (მრგვალი ციხესიმაგრე), ეკუთვნოდა ინკასა და მისი კარს და იყო მორთული ვარსკვლავებითა და ოქროს ცხოველებით. ორი დანარჩენი ციხესიმაგრე იყო კვადრატის ფორმის: პაუკა-მარკა და საკლა-მარკა, სადაც განლაგებულნი იყვნენ გარნიზონის რჩეული ჯარისკაცები. საქსაუმანი ააგო ოთხმა მთავარმა ოსტატმა, კერძოდ კი აპუ ვალპა რიმაჩმა, ინკა მანკანჩმა, აკავანა ინკამ და კალია-კუნჩუიმა. ნაგებობის ნახაზი შედგენილ იქნა იმპერატორ პაჩაკუტის დროს. მისი მშენებლობა კი დაიწყო ინკა ტუპაკ იუპანკმა, ხოლო დაასრულა უაიანა კაპაკმა.


საქსაუმანის პანორამა
საქსაუმანის პანორამა

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება