საკის რუვასი
ანასტასიოს „საკის“ რუვასი (ბერძ. Σάκης Ρουβάς; დ. 5 იანვარი, 1972) — ბერძენი მომღერალი. წარმატებული პოპ-მუსიკოსი საბერძნეთსა და კვიპროსში, სადაც მისი ალბომების ორი მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა[3]
საკის რუვასი Σάκης Ρουβάς | |
---|---|
რუვასი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 2009 წელს მოსკოვში, რუსეთი. | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ანასტასიოს რუვასი |
დაბ. თარიღი | 5 იანვარი, 1972, მანდოუკი, კორფუ, საბერძნეთი |
დაბ. ადგილი | კერკირა[1] |
წარმოშობა | ათენი, საბერძნეთი |
ჟანრ(ებ)ი | პოპ-როკი, როკი, პოპი, საცეკვაო პოპი, R&B, სოული, ბალადა |
საქმიანობა | მომღერალი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, ქორეოგრაფი, მოცეკვავე, მსახიობი, წამყვანი, ბიზნესმენი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარა, ბას გიტარა, ფორტეპიანო,[2] ჩელო,[2] პერკუსია |
აქტიური | 1991–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
PolyGram Records (1991-1996) Minos EMI (1997-დღემდე), Universal Music Group (2001-2003) |
საიტი | www.sakisrouvas.com |
საკის რუვასი ვიკისაწყობში |
საკის რუვასმა ორჯერ წარადგინა საბერძნეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე: 2004 და 2009 წლებში. პირველად მან მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 2009 წელს მხოლოდ მეშვიდეს დასჯერდა. 2006 წელს ის იყო ათენში ჩატარებული ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წამყვანი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაბავშვობა
რედაქტირებასაკისი დაიბადა 1972 წლის 5 იანვარს საბერძნეთში კუნძელ კორფუზე კოსტას რუვასის და ანა–მარია პანარეტის ოჯაზში. ჰყავს უმცროსი ძმა ტოლისი. მამა მძღოლი იყო, დედა კი აეროპორტში მუშაობდა.
1984 წელს საკისის მშობლები განქორწინდნენ და ის და მისი ძმა კუნძულის მეორე ნაწილზე გადავიდნენ საცხოვრებლად ბებია–ბაბუასთან. მამამ მალე მეორე ცოლი მოიყვანა და 12 წლის საკისი იძულებული გახდა მუშაობა დაეწყო, რათა მამის ახალ ოჯახს და მარტო დარჩენილ დედას დახმარებოდა.
საკისი სპორტითაც იყო დაკავებული და 16 წლის ასაკში ტრამპლინიდან ხტომაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებში მოხვდა. მიუხედავად ამ წარმატებისა მან გადაწყვიტა მუსიკისათვის მიეძღვნა თავი. ის ხშირად ასრულებდა ელვის პრესლისა და The Beatles-ის ჰიტებს მეგობრების წრეში. სკოლის დამთავრების შემდეგ ის სხვადასხვა ღამის კლუბებში მღეროდა. 18 წლის ასაკში საკისმა დატოვა მშობლიური კუნძული და უკეთესი მომავლის საძიებლად პატრასში გაემგზავრა.
მუსიკალური კარიერა
რედაქტირება1991−1993: პირველი ალბომები
რედაქტირებასაკისი საზოგადოების წინაშე პირველად გამოვიდა 1991 წელს ათენში სატელევიზიო გადაცემაში Show Center. სწორედ ამის შემდეგ შესთავაზა ხმის ჩამწერმა კომპანიამ PolyGram თანამშრომლობა.[4]. უკვე რამდენიმე თვის შემდეგ რუვასი გამოვიდა კონკურსზე «Thessaloniki Song Festival» სიმღერით «Par' ta» და პირველი ადგილი დაიკავა. ამ დროს გამოდის მისი სადებიუტო ალბომი «Sakis Rouvas», რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა ბერძნულ მუსიკალურ ჩარტებში. საკის რუვასის მეორე ალბომი «Min Antistekesai» გამოვიდა 1992 წლის სექტემბეში. ამ ალბომსაც არანაკლები წარმატება ხვდა წილად. საკისი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. მის მესამე ალბომს «Gia Sena Sakis Rouvas» კი ოქროს დისკის წოდება მიენიჭა.
1993−2000: კვლავ წარმატება
რედაქტირება1994 წლის ზამთარში ნიკოსოლ კარველასოს და ნატალია გერმანის დახმარებით საკისმა ჩაწერა მეოთხე ალბომი «Aima, Dakrua kai Idrotas» რომელიც მოგვიანებით გახდა პლატინის. 1996 წელს გამოშვებული ალბომმა «Tora Arhizoun Ta Diskola» კი ოქროს სტატუსი მოიპოვა. საკისი ისევ თანამშრომლობდა ნიკოსტან დანატალიასთან, მოგვიანებით კი ერთ–ერთ ღამის კლუბში ანნა ვისსისთან ერთად იმღერა. იმავე წელს დაარსდა საკისის ფან–კლუბი, რომელიც მალევე გახდა ყველაზე დიდი ფან–კლუბი საბერძნეთში. 1997 წელს ანნა ვისსიმ საკისის ახალი ალბომისთვის «Travma» დაწერა სიმღერა «Se Thelo, Me Thelis».
2000−2004: 21st Akatallilos, Ola Kala და To Hrono Stamatao
რედაქტირება2000 წლის მარტში გამოვიდა საკისის ალბომი «21st Akatallilos»[5], რომელში შესული სიმღერებიც დაწერილი იყო დიმიტრის კონტოპულოსის მიერ. ეს ალბომი ორჯერ გახდა პლატინის და დიდი ხნის განმავლობაში პირველი ადგილი ეკავა ჩარტებში.
იმავე წელს საკის რუვასი გახდა „პეპსის“ სახე.
მოგვიანებით საკისმა ფოებოსის და დესმონდ ჩილდის დახმარებით გამოუშვა სინგლი «Disco Girl», რომელმაც მიიღო პლატინის სტატუსი.[6]. ამ სინგლის ფრანგული ვერსიაც ჩაიწერა. 2002 წლის მარტში საკისმა მიიღო წოდება წლის პოპ მომღერალი სინგლისთვის «Disco Girl»[7].
2002 წლის ივნისში გამოსულმა საკისის ალბომი «Ola Kala» 11 დღეში ოქროსი გახდა, 4 თვეში კი პლატინის. მოგვიანებით მიიღო ორგზის პლატინის სტატუსი. ზაპხულში საკის რუვასი წავიდა ტურნეში, რომლის ფარგლებშიც მთელი საბერძნეთი მოიარა. ტურნეს დამთავრებისთანავე გამოდის მისი მეცხრე ალბომი «To Hrono Stamatao».
2004: ევროვიზია
რედაქტირებასაკის რუვასმა გაიმარჯვა საბერძნეთის ევროვიზიის შესარჩევ ტურში სიმღერით «Shake It»[8]. საბერძნეთში ეს სიმღერა გახდა ოტხგზის პლატინის სტატუსის მფლობელი. 12 მაისს საკის რუვასმა შეასრულა «Shake It» თურქეთში ჩატარებულ ევროვიზია 2004–ის ნახევარფინალზე და ფინალში გავიდა, სადაც მან საბერძნეთს მესამე ადგილი მოუტანა.
აგვისტოში საკის რუვასმა შეასრულა რამდენიმე ბერძნული ნაციონალური სიმღერა ათენში ჩატარებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.
2005−2006: S’Eho Erotefti და Iparhi Agapi Edo
რედაქტირება2005 წლის 6 აპრილს გამოვიდა საკისის მეათე სტუდიური ალბომი «S’Eho Eroteftei», რომელიც 5 თვეში გახდა პლატინის, მოგვიანებით კი სამგზის პლატინის[9]. იმავე წელს საკისმა მიიღო ჯილდო, როგორც ყველაზე კარგად გაყიდვადმა ბერძენმა მომღერალმა.[10]. ზამთარში საკის რუვასი შვებულებას იღებს და ლოს–ანჯელესში მიემგზავრება დასასვენებლად[11]. 14 თებერვალს, წმინდა ვალენტინის დღეს, საკისმა გამართა კონცერტი, სადაც იმღერა მხოლოდ ბალადები. მოგვიანებით, ამ კონცერტის ჩანაწერი გამოვიდა DVD და CD ფორმატში სახელწოდებით «Live Ballads». დისკზე ასევე იყო ორი ახალი სიმღერის სტუდიური ჩანაწერი, ესენია «Horis Kardia» და სიმღერის «S’Eho Eroteftei» ინგლისურენოვანი ვერსია «I’m in Love with You»[12].
2006 წლის მაისში ის იყო В мае ევროვიზია 2006–ის წამყვანი მარია მენოუნოსთან ერთად[13]. ნახევარფინალში მან შეასრულა Love shine a night მარიასთან ერთად, ფინალსი კი I’m in love with you იმღერა.
ამავე წლის ბოლოს საკის რუვასმა მეტერთმეტე «Iparhi Agapi Edo» ალბომი გამოუშვა. სინგლები «Ego Travo Zori» და «Iprahi Agapi Edo» რადიო ჰიტები გახდა, ხოლო «Ola Giro Sou Girizoun» #1 საცეკვაო სიმღერა.
2007: Alter Ego და This is My Live
რედაქტირება2007 წლის მაისში გაყიდვაში გამოვიდა ფილმი Alter Ego, რომლის საუნდტრეკს «Zise Ti Zoi» საკის რუვასი ასრულებდა. ეს ფილმი ერთ–ერთი ყველაზე მომგებიანი გახდა ბერძნულ ფილმებს შორის[14].
10 სექტემბერს საკისი მართავს კონცერტს ათენში. 12 დეკემბერს კი ეს კონცერტი CD-ზე გამოდის სახელწოდებით «This is my live»[15]. 2007–2008 წლის ზამთარში ის ტურნეში წავიდა ავსტრალიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ანტონის რემოსთან ერთად.
2008–2009: Irthes და ევროვიზია 2009
რედაქტირება2008 წლის დასაწყისში გამოვიდა საკისის კიდევ ერთი ალბომი «Irthes», რომელშიც შესული ყველა სიმღერა დიმიტრის კონტოპულოსის დაწერილი იყო.
ივლისში საკის რუვასმა განაცხადა, რომ ის სიამოვნებით წარადგენდა საბერძნეთს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე კიდევ ერთხელ.[16]. მალე ცნობილი გახდა, რომ საკისი შესარჩევ ტურში შეასრულებდა დიმიტრის კონტოპულოსის დაწერილ სამ სიმღერას, რომლიდანაც მაყურებელი ერთს აირჩევდა[17]. მაყურებელმა აირჩია სიმღერა «This is our Night». 16 მაისს მოსკოვში ჩატარებულ ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალზე საკისმა 120 ქულით 7–ე ადგილი დაიკავა.
დისკოგრაფია
რედაქტირება
სტუდიური ალბომები
|
საკონცერტო ალბომები
|
წინამორბედი: მანდო კალომირა |
საბერძნეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 2004 2009 |
შემდეგი: ელენა პაპარიზუ გაირკვევა 2010 წელს |
წინამორბედი: პავლო შილკო & მარია ეფროსინინა |
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წამყვანი (მარია მენოუნოსთან ერთად) 2006 |
შემდეგი: მიკკო ლეპპილამპი & იაანა პელკონენი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- რუსული ოფიციალური საიტი დაარქივებული 2013-06-22 საიტზე Wayback Machine.
- საკის რუვასი Discogs-ზე
- საკის რუვასი IMDb-ზე
- საკის რუვასი Twitter-ზე
- საკის რუვასი Instagram-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #13536762X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 Chatzistavrou, Anastasia (December 1999). „Σάκης Ρουβάς: Ο Χρυσός Άνδρας της Δεκαετίας“. Down Town Magazine (Greek). p. 56.
|access-date=
საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე|url=
(დახმარება) - ↑ Bakker, Sietse. (2009-01-14) Moscow 2009: The lucky ones so far English. EBU. ციტირების თარიღი: 2009-01-26.
- ↑ ΣΑΚΗΣ ΡΟΥΒΑΣ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2009-08-29. MusicCorner.gr Retrieved on 17 ივლისი, 2008
- ↑ "21ος ακατάλληλος"...ο Σάκης Ρουβάς!. MAD Television. ციტირების თარიღი: 2008-07-16.
- ↑ Πλατινένιο το"Disco Girl". MAD Television. ციტირების თარიღი: 2008-07-16.
- ↑ Βραβεία Αρίων 2002. MAD Television. ციტირების თარიღი: 2008-07-16.
- ↑ Απόψε τα Μουσικά Βραβεία Αρίων. MAD Television. ციტირების თარიღი: 2008-07-16.
- ↑ Sakis, Sakis, Sakis!. MAD Television. ციტირების თარიღი: 2008-07-16.
- ↑ Οι νικητές των World Music Awards. MAD Television. ციტირების თარიღი: 2008-07-16.
- ↑ Sakis news. MAD Television. ციტირების თარიღი: 2008-07-16.
- ↑ Τα νέα τραγούδια του Σάκη. MAD Television. ციტირების თარიღი: 2008-07-16.
- ↑ Σήμερα ο ημιτελικός της Eurovision. MAD Television. ციტირების თარიღი: 2008-07-16.
- ↑ Στο studio o Σάκης Ρουβάς. MAD Television. ციტირების თარიღი: 2008-07-16.
- ↑ 12 Δεκεμβρίου το live του Σάκη. MAD Television. ციტირების თარიღი: 2008-07-16.
- ↑ ERT Staff. (2008-07-16) Ο Σάκης Ρουβάς και πάλι στη EUROVISION. ERT. ციტირების თარიღი: 2008-07-16.[მკვდარი ბმული]
- ↑ Jones, John. (2008-07-15) Greece decided, Sakis for Moscow. Oikotimes. ციტირების თარიღი: 2008-07-16.