საკი
საკი[1] (ლათ. Pithecia) — ცხვირფართო მაიმუნების გვარი საკისებრთა ოჯახისა. მოიცავს 13–16 სახეობას;[2][3][4] მათ შორისაა: საკი-ბერი (P. monachus), თეთრი ანუ თეთრსახა (P. pithecia), სამხრეთული (P. irrorata), თეთრფეხა (P. albicans), ეკვატორული (P. aequatorialis) და სხვ. გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში. მათი სხეულის სიგრძეა 30–71 სმ, კუდისა — 26–54 სმ, მასა 0,7–1,7 კგ. აქვთ გრძელი, ხშირი და რბილი ბეწვი. თეთრ საკის თავი თეთრი აქვს, ტანი და კიდურები კი — შავი. სხვა სახეობების შეფერილობა უფრო ერთფეროვანია, შავი, ვერცხლისფერ-რუხი ან მურა. ბინადრობენ ხეების ზედა იარუსებზე. აქტიურები არიან დღისით. იკვებებიან ნაყოფებით, კენკრით, ფოთლებით, მცირე ზომის ხერხემლიანებით; ზოგჯერ იჭერენ ღამურების ფუღუროებში. ცხოვრობენ მცირე ოჯახურ ჯგუფებად. ურთიერთობენ ხმამაღალი ყვირილის საშუალებით. მაკეობა 163–176 დღე გრძელდება. შობენ, ჩვეულებრივ, 1 ნაშიერს, რომელიც დამოუკიდებელი ხდება 6 თვის ასაკიდან. ტყვეობაში ცხოვრობენ 35 წლამდე. ადგილობრივი მოსახლეობა მათზე ხორცის გამო ნადირობს.[5]
საკი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სამხრეთული საკი (P. irrorata) | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Pithecia (Desmarest, 1804) | |||||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Pithecia — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ Marsh, L. K. (July 2014). „A Taxonomic Revision of the Saki Monkeys, Pithecia Desmarest, 1804, Part 1“ (PDF). Neotropical Primates. IUCN/SSC Primate Specialist Group, Conservation International. 21 (1): 1–82. doi:10.1896/044.021.0101. ციტირების თარიღი: 2014-09-03.
- ↑ Marsh, L. K. (July 2014). „A Taxonomic Revision of the Saki Monkeys, Pithecia Desmarest, 1804, Part 2“ (PDF). Neotropical Primates. IUCN/SSC Primate Specialist Group, Conservation International. 21 (1): 83–163. doi:10.1896/044.021.0101. ციტირების თარიღი: 2014-09-03.
- ↑ Serrano-Villavicencio, J.E.; Murtado, C.M.; Vendramel, R.L.; Oliveira do Nascimento, F. (January 2019). „Reconsidering the taxonomy of the Pithecia irrorata species group (Primates: Pitheciidae)“. Journal of Mammalogy. 100 (1): 130–141. doi:10.1093/jmammal/gyy167.
- ↑ Аверьянов А. О. Саки // Большая российская энциклопедия. т. 29. — М., 2015. — стр. 219.