საკადასტრო რუკაადგილის გეგმის ნაირსახეობა, რომელიც ასახავს კონკრეტული ტერიტორიის საკადასტრო მონაცემებს. საქართველოში საკადასტრო რუკის შედგენა და გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოა იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. საკადასტრო რუკა გაიცემა საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისთვის ძალაში მყოფ მონაცემებს. კერძოდ კი, რეგისტრირებულ: მიწის ნაკვეთებს, შენობებს და ნაგებობებს, მათი საკოორდინატო ბადესა და საკადასტრო კოდს, აგრეთვე ინფორმაციას მათი უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ.[1]

საკადასტრო რუკის შემადგენლ ნაწილს წარმოადგენს საკდასტრო გეგმა, რომელიც გაიცემა ცალკეულ მიწის ნაკვეთებზე. საკადასტრო რუკის/გეგმის შედგენი საფუძველია საკადასტრო აზომვა და მის საფუძველზე მიღებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.[2][3]

სქოლიო რედაქტირება


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.