საიდ საჯად ზაჰირი (ურდუ سید سجاد ظہیر‎; დ. 5 ნოემბერი, 1899, ლაკნაუ — გ. 13 სექტემბერი, 1973, ალმათი, ყაზახეთი) — ინდოელი  მწერალი, მარქსისტი, ინდოეთის და პაკისტანის შრომითი და დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი. პაკისტანის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ზაჰირ საედ საჯადი
მშობლიური სახელი سید سجاد ظہی
დაბადების თარიღი 5 ნოემბერი 1905
ლაკჰნაუ, აგრას პროვინცია, ბრიტანეთის ინდოეთი, ბრიტანეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 13 სექტემბერი 1973 (67 წლის)
ალმათი, ყაზახეთის სსრ
მოქალაქეობა ბრიტანეთის იმპერია, ინდოეთის დროშა ინდოეთი,პაკისტანის დროშა პაკისტანი
საქმიანობა მწერალი, პოლიტიკოსი, მთარგმნელი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1899 წლის 5 ნოემბერს ლუკნოუში (ამჟამად უტარ პრადეშის შტატში, ინდოეთი). დაამთავრა ლუკნოუს უნივერსიტეტი, შემდეგ სწავლობდა ლიტერატურასა და სამართალს ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში.

 
ჩოტა იმამბრა. შეკრების ადგილი და მავზოლეუმი ლაკჰნაუში. XIX საუკუნე

1929 წელს შეუერთდა დიდი ბრიტანეთის კომუნისტურ პარტიას, 1932 წელს — ინდოეთის კომუნისტურ პარტიას . 1935 წელს საჯადი დაბრუნდა ინდოეთში. იგი აქტიურად მონაწილეობდა ინდოეთის ეროვნული კონგრესის პარტიის საქმიანობაში, 1936-1939 წლებში იყო კონგრესის სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობის წევრი.

მოთხრობების კრებული Angaaray" (ნახშირი), რომელშიც შედიოდა საჯად ზაჰირის, აჰმედ ალის, რაშიდ ჯაჰანის და მაჰმუდ-უზ-ზაფარის მოთხრობები, გამოქვეყნდა 1932 წელს. კრებული აკრძალა 1933 წელს ინდოეთის ბრიტანეთის მთავრობამ "რელიგიის შეურაცხყოფისთვის. საზოგადოების გახლეჩისთვის“. ამან აიძულა საჯად ზაჰირი და მისი ამხანაგები შეექმნათ პროგრესულ მწერალთა ასოციაცია.[1]

1943-1948 წლებში გახლდათ ინდოეთის კომუნისტური პარტიის (CPI) ცენტრალური კომიტეტის წევრი და კომიტეტის საგამომცემლო ორგანოს ურდუს ენაზე— გაზეთ ნავა ზამანას (ახალი დრო) გამომცემელი. არაერთხელ დაექვემდებარა რეპრესიებს ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ,  იყო დაპატიმრებული 1936, 1937, 1940-1942 წლებში.

ბრიტანეთის ინდოეთის გაყოფისა და პაკისტანის ჩამოყალიბების შემდეგ (1947), საიდ საჯად ზაჰირი გახდა პაკისტანის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი (1948). 1951 წელს დააპატიმრეს და 1951-1955 წლებში იმყოფებოდა პაკისტანის ციხეში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისთვის. 1955 წელს დაბრუნდა ინდოეთში და მიიღო ინდოეთის მოქალაქეობა.[2]

ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. კერძოდ, გადათარგმნა ევროპელი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებები. 1955 წლიდან მუშაობდა ინდოეთის კომუნისტურ პარტიაში, გახლდათ გაზეთ "Awami Daur" (1959 წლიდან) და ინდოეთის კომუნისტური პარტიის ორგანოს  —"Hayat" ("Life") (1963-1973) რედაქტორი. 1958 და 1961 წლებში აირჩიეს ინდოეთის კომუნისტურ პარტიის ეროვნულ საბჭოში.[3]

საიდ საჯად ზაჰირი აქტიურად იბრძოდა  მშვიდობისთვის, 1962 წელს იგი აირჩიეს ინდოეთის მშვიდობის საბჭოს ეროვნულ საბჭოში. 1966 წლის დეკემბრიდან გახლდათ ინდოეთის პროგრესული მწერალთა ასოციაციის გენერალური მდივანი.

გარდაიცვალა 1973 წლის 13 სექტემბერს ალმა-ათაში საბჭოთა კავშირში (ახლანდელი: ყაზახეთი).

ზაჰირ საჯადის მეუღლე გახლდათ ცნობილი პაკისტანელი და ინდოელი მწერალი რაზია საჯად ზაჰირი. საჯადსა და მის მეუღლეს, რაზია საჯად ზაჰირს, ჰყავდათ ოთხი ქალიშვილი, მათ შორის ნასიმ ბჰატია, რომელმაც დაიცვა სადოქტორო დისერტაცია რუსეთის უნივერსიტეტში ანტიკურ ისტორიაში. მისი ქალიშვილი ნადირა ზაჰირი, მემარცხენე პოლიტიკური აქტივისტი, დაქორწინებული იყო ბოლივუდის ვარსკვლავსა და პოლიტიკოს რაჯ ბაბარზე (პრატიკ ბაბარის მამა). არია ბაბარი და ჯოჰი ბაბარი ზაჰირ საჯად საიდის შვილიშვილები არიან.[4]

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. InpaperMagazine, From (7 November 2010) Column: Voice of the poor "Column: Voice of the poor". DAWN.COM. Retrieved 26 December 2020.
  2. Jalil, Rakhshanda (5 November 2017). "Remembering writer and Progressive Writers' Association founder Sajjad Zaheer". National Herald. Retrieved 26 December 2020.
  3. NOORANI, A. G. "A versatile communist". Frontline. Retrieved 27 December 2020.
  4. "Angaaray". Penguin Books India.