მთავარი მენიუს გახსნა

საიან-შუშენსკოეს ჰიდროელექტროსადგური

საიან-შუშანსკოეს ჰესი
საიანო-შუშანსკოეს ჰესი 2007 წ. ხედი სამაყურებლო მოედნიდან
სატრანსფორმატორო დარბაზი და ჰესისწყალსაგდები

საიანო-შუშენსკაიას ჰიდროელექტროსადგური (რუს. Сая́но-Шу́шенская гидроэлектроста́нция) — ჰიდროელექტროსადგური რუსეთში. მდებარეობს მდინარე ენისეიზე, საიანოგორსკთან, ხაკასეთში. რუსეთის უდიდესი და მსოფლიოს სიდიდით მეექვსე ჰიდროელექტროსადგური ენერგიის წარმოებით.

სადგურის დადგმული სიმძლავრე 6400 მეგვტ. ჰიდროკვანძში შედის: თაღოვან-გრავიტაციული კაშხალი (მაქსიმ. სიმაღლე 242 მ., სიგრძე — 1066 მ.); ჰესის შენობა 10 აგრეგატითურთ (თითოეულის სიმძლავრეა 640 მეგვტ., დაწნევა 194 მ.). კაშხალი ქმნის სეზონური რეგულირების წყალსაცავს. ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მაღალი ძაბვის (500 კვ) ხაზებით გადაეცემა ციმბირის გაერთიანებულ ენერგოსისტემას. სადგური 10, 640 მეგავატიან ტურბინას მოიცავს და ყოველწლიურად 23,5 ტერავატ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს, რომელთა 70 % ციმბირში მყოფ ალუმინის გადამამუშავებად ქარხანაში გამოიყენება.

ისტორიარედაქტირება

სადგურის მშენებლობა 1968 წელს დაიწყო და ათი წელი გასტანა. პირველი ჰიდროაგრეგატი გაიხსნა 1978 წელს. 1987 წელს ნაწილობრივი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. სადგური დააპროექტა ჰიდროპროექტის ინსტიტუტის ლენინგრადის განყოფილებამ (ლენჰიდროპროექტი).

1993 წელს სადგურს პრივატიზება ჩაუტარდა და მისი ერთადერთი მფლობელი რაო უესი გახდა. 2003 წლის აპრილში ხაკასეთის მთავრობამ, გუბერნატორ ალექსეი ლებედის ინიციატივით, სასამართლოში სარჩელი შეიტანა გარიგების ანულირების მიზნით. 2004 წლის აპრილში აღმოსავლეთ ციმბირის საარბიტრაჟო სასამართლომ პრივატიზების გარიგება უკანონოდ ცნო, თუმცა ეს გადაწყვეტილება გააუქმა უზენაესმა საარბიტრაჟო სასამართლომ. 2009 წელს 9 ტურბინა უბედური შემთხვევის გამო დაზიანდა და ჰესი დაიხურა. თუმცა 2010 წელს ისევ გაიხსნა. მომავალში იგეგმება დამატებითი 10 ტურბინის დამატება, რაც გამომუშავებულ ენერგიას 96% -ით გაზრდის.

ლიტერატურარედაქტირება