სათვალიანი სუსხური

სათვალიანი სუსხური (ლათ. Somateria fischeri) — ფრინველი იხვისებრთა ოჯახისა. რამდენადმე მცირეა ჩვეულებრივ სუსხურზე; მისი სხეულის სიგრძეა 51-58 სმ, მასა დაახლოებით 1630 . მამალი ზურგსა და თავზე შეფერილია თეთრად, თვალების გარშემო გააჩნია „სათვალე“ (აქედან სახელი), ნისკარტის ზემოთ მწვანე ფართო ზოლი, ფრთის ბოლოები, კუდი და მუცელი შავია. მდედრი მამრისგან ფართოდ განსხვავდება; შეფერილია მუქი-ყავისფერი ბუმბულით. იშვიათი, ფრაგმენტულად გავრცელებული სახეობაა. ბინადრობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტუნდრაში; ციმბირში, ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროებსა და სხვ. ზამთარში ინაცვლებს უფრო სამხრეთით, მაგალითად ბერინგის ზღვა. ბუდობს ალასკისა და ჩრდილო-დასავლეთ ციმბირის სანაპიროებზე. სხვა სუსხურების მსგავსად იკვებება მოლუსკებით, რისთვისაც ყვინთავს ზღვის ფსკერზე. აგრეთვე საკვებად იყენებს კიბოსნაირებს, მწერებსა და მათ ლარვებს, ბალახის ყლორტებს და თესლს, კენკროვნებს. გამრავლების სეზონი მაის-ივნისში იწყება. დედალი დებს 4-5 კვერცხს. ინკუბაცია 24 დღე-ღამე გრძელდება. ბარტყები მუქი-ყავისფერი ღინღლით არიან შეფერილნი. 50-53 დღისანი ფრთიანდებიან.

სათვალიანი სუსხური

მამალი (მარცხნივ) და დედალი (მარჯვნივ)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Somateria fischeri (Brandt, 1847)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22680412

ლიტერატურა რედაქტირება

  • C. Carboneras 1992. Family Anatidae (Ducks, Geese and Swans) in del Hoyo, J., Elliott, A., & Sargatal, J., eds. Vol. 1. // Путеводитель по птицам мира = Handbook of the birds of the world. — Barcelona: Lynx Edicions, 1992. — ISBN 84-96553-42-6.
  • John Gooders, Trevor Boyer. Ducks of Britain and the Northern Hemisphere. — London: Collins & Brown, 1997. — С. 108-111. — ISBN 1855855704. (ინგლისური)
  • Derek A. Scott, Paul M. Rose. Атлас популяций утиных в Африке и западной Евразии = Atlas of Anatidae populations in Africa and Western Eurasia. — Wetlands International, 1996. — С. 193-197. — 336 с. — ISBN 1 900442 09 4. (ინგლისური)
  • Г. П. Дементьев, Н. А. Гладков. Птицы Советского Союза. — Советская наука, 1953. — Т. 4. — С. 538—541. — 635 с. (რუსული)