სათაურა
სათაურა — ხევსური ქალის თავსაბურავის ერთ-ერთი ელემენტი. შედგება 2 ნაწილისაგან: წინას, რკალისებურად მოყვანილს. სათავე ჰქვია, მასზე დამაგრებული ქსოვილის გაორმაგებულ ნაჭერს, რითაც სათაურა მაგრდება თავზე — საუკენო. სათაურას ამზადებდნენ შალისა და ბამბის ქსოვილებისაგან. ზომაზე აღებულ ნაჭერს მრგვალ ფორმას მისცემდნენ, ამოკერავდნენ და შიგნით მატყლით ან ნაბდით გამოტენიდნენ. ფორმის მიხედვით არჩევდნენ კავიანს, ყურიანს, საყენიანს და მაღალს.
სათაურას სათავეს საგანგებოდ ამკობდნენ: ქარგავდნენ ფერადი ძაფებით, რთავდნენ ფერადი ნაჭრებითა და სირმით, ღილ-მძივებითა და ვერცხლის სამკაულებით. სათაურა ფორმითა და შემკულობით ჩიხტსა და მასზე დამაგრებულ თავსაკრავსა ჰგავს. ქარგვის დროს იყენებდნენ ხევსურული ქარგულობისათვის ნიშნეულ გეომეტრიული ჭრელის მრავალ სახეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბეზარაშვილი ც., ქალის სამოსელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1974;
- ბოჭორიშვილი ლ., ხევსურული ტალავარი, «მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის», 1956, ტ. 8;
- მაკალათია ს., ხევსურეთი, თბ., 1935;
- ბეზარაშვილი ც., ქსე, ტ. 8, გვ. 656, თბ., 1984