საზვერელი, ქართლის დიდ აზნაურთა გვარი. „მატიანე ქართლისაჲს“ ცნობით, „აზნაურნი საზუერელნი“ მონაწილეობდნენ 920-იან წწ. გიორგი აფხაზთა მეფესა და მის ვაჟს კოსტანტის შორის ქართლში ატეხილ ბრძოლაში. გიორგიმ გადაიბირა საზვერელები და მათი დახმარებით შეიპყრო მეამბოხე შვილი. შემდგომში „საზვერელი“ საკუთარ სახელადაც გვხვდება, მ.შ. თავად ჩიჯავაძეთა გვარში. ისტორიკოს სიმონ ჯანაშიას აზრით საზვერელი აზნაურები შემდგომდროინდელი ჩიჯავაძეების წინაპრები იყვნენ, „საზვერელი“ კი ქართულ ისტორიოგრაფიაში გეოგრაფიული სახელიდან ნაწარმოებ სადაურობის აღმნიშვნელ სიტყვად არის მიჩნეული.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვინ იყვნენ „აზნაურნი საზუერელნი“ / ს. მარგიშვილი // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ისტორიის ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. - 1990. - N2. - გვ.130-142. - რეზ. რუს. და ინგლ. ენ.
  • „ქართლის ცხოვრება“, რ. მეტრეველის რედაქციით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბ., 2008: გვ. 262