სავანისუბნის წმინდა ელიას ეკლესია

სავანისუბნის წმინდა ელიას ეკლესიაეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანისუბნის სასაფლაოზე. სამშენებლო წარწერის თანახმად აგებულია 1856 წელს სავანელების, ელისაშვილების, მარგველაშვილების, რამიშვილების, რევაზიშვილების, ციყელაშვილებისა და ორთოიძეების საგვარეულოთა დაკვეთით. 1975 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია შეაკეთა და გადახურა თუნუქით.

სავანისუბნის წმინდა ელიას ეკლესია

ეკლესია დარბაზულია (12,1 X 7 მ), ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით. შიგნიდან თაღოვან შეღრმავებებში ჩასმული შესასვლელი ორია - სამხრეთით და დასავლეთით. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე და დასავლეთით თითო თაღოვანი სარკმელია. ორ-ორი ასეთივე სარკმელი გრძივ კედლებში ერთმანეთის სიმეტრიულადაა განლაგებული. აფსიდში სამი ნიშია, თითო სწორკუთხა ნიში გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილშია, სარკმლებს ქვემოთ. შესასვლელები მორთულია სწორკუთხა პროფილირებული არქიტრავით. სამხრეთ შესასვლელის არქიტრავზე ჯვარია ამოკვეთილი, ხოლო მოჩარჩოების თაღოვან არეში შვიდსტრიქონიანი წარწერაა. ეკლესიას წრეთარგისა და ლილვისაგან შედგენილი ქვიშაქვის ლავგარდანი აქვს, სახურავი ორფერდაა. დასავლეთ ფრონტონზე დაშენებულია თაღებით გახსნილი და პირამიდული სახურავით დასრულებული პატარა სამრეკლო.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17635