საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალი

საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალი — საერთაშორისო სასამართლო ორგანო, რომელიც დაარსებულია საზღვაო სამართლის შესახებ 1982 წლის კონვენციის საფუძველზე. მის იურისდიქციაში შედის კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის წარმოშობილი საზღვაო დავების განხილვა, ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს და წევრ სახელმწიფოს ან ფიზიკურ/იურიდიულ პირებს შორის წარმოშობილი დავების განხილვა.

ოფიციალური ლოგო
შენობა სადაც ტრიბუნალი მდებარეობს (ჰამბურგი).

ორგანიზაცია რედაქტირება

ტრიბუნალი შედგება 21 დამოუკიდებელი მოსამართლისგან, რომლებიც კვალიფიციური და მაღალი ზნეობრივი თვისებების მქონე იურისტები უნდა იყვნენ. მოსამართლეები აირჩევიან, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა კრებაზე 9 წლის ვადით, თუმცა მათი ერთიმესამედი ყოველ სამ წელიწადში გადაირჩევა. ტრიბუნალი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს და ვიცე-თავმჯდომარეებს, 3 წლის ვადით. ტრიბუნალში იქმნება ზღვის ფსკერის პალატა, რომელიც ტრიბუნალის 11 მოამართლისგან შედგება და სხვა პალატები.

ადგილმდებარეობა რედაქტირება

ტრიბუნალის ადგილსამყოფელია ქალაქი ჰამბურგი (გერმანია), თუმცა იგი შეიძლება სხვა ადგილზეც შეიკრიბოს საჭიროებისამებრ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება