საერთაშორისო თავაზიანობა

საერთაშორისო თავაზიანობა (ლათ. comitas gentium), საერთაშორისო პრაქტიკაში იურიდიულად არასავალდებულო წესები, რომელსაც იყენებენ პრაქტიკული მიზანშეწონილობის გამო ნაცვალგების საწყისებზე ან სახელმწიფოს სურვილით (მაგ., დიპლომატიური აგენტის ან მისი პირადი ბარგის განთავისუფლება საბაჟო შემოწმებისაგან ან საბაჟო გადასახადისაგან, თუ ამის შესახებ არ არსებობდა შეთანხმება). საერთაშორისო სამართლის ნორმებისაგან განსხვავებით, საერთაშორისო თავაზიანობა იურიდიულად სავალდებულო არ არის. ამავე დროს, მისი დაუცველობა შეიძლება განიხილონ როგორც არამეგობრული აქტი, მაგრამ არასოდეს არ ჩაითვლება საერთაშორისო ვალდებულების დარღვევად და რეტორსიის ან რაიმე პრეტენზიის წაყენების საფუძვლად; იგი არ იწვევს სახელმწიფოს საერთაშორისო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 8, გვ. 628, თბ., 1984