სადგომი სადუღაგორა

სადგომი სადუღაგორა — არქეოლოგიური ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში, დგას სამხრეთით 8-10 კილომეტრზე, მდინარე ივერის მარცხენა სანაპიროზე, გორაკ-ბორცვიან ზოლში. სადგღაგორისა და მის მახლობლად გამართული წყალსაცავის შემოგარენში. განეკუთვნება მუსტიეს ხანას.

1971 წელს გამოავლინა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციის, ქვის ხანის რაზმმა ხელმძღვანელი თ.ბუგიანიშვილი. სადუღარგორაზე და მის მიმდებარე მოხნულ ფართზე. ნაპოვნია კაჟს ერთი ლალისებრი და ორი მოგრძო, ფართო ანატკეცი შავი ფერის მონაცრისფროდ ღრმად პატინირებული ქანის ანატკეცზე გაკეთებული, ამოზნექილსამუშაოპირიანი გრძივი სახოკი და შავი ფერის ქანის ლევალუალურ ლამელაზე გაფორმებული, წვერმოტეხილი, რეტუშირებული წვეტანა.

მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გურჯაანის ისტორიულ ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა რედაქტირება