რძის ხე (ლათ. Rrosimum galactodendron ანუ Galactodendron utile) — ხე თუთისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 30 მ აღწევს. მთლიანი ფოთლები და თავაკისებრ ყვავილედებში თავმოყრილი ყვავილები აქვს.

რძის ხე

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  თუთისებრნი
სახეობა:  რძის ხე
ლათინური სახელი
Rrosimum galactodendron
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 63081

იზრდება ამერიკის ტროპიკებში, მოჰყავთ ტროპიკულ აზიაში. შეიცავს რძეწვენს, რომელიც გემოთი ძროხის რძეს წააგავს. ხმარობენ საჭმელში და საღეჭი რეზინის წარმოებაში. მისგანვე იღებენ მცენარეულ ცვილს, რომელიც გამოიყენება სანთლის დასამზადებლად.

ლიტერატურა რედაქტირება