რქიანი გომბეშო (ლათ. Ceratophrys) — უკუდო ამფიბიათა გვარი გომბეშოსებრთა ოჯახისა. ზედა ქუთუთოზე რქისებრი გამონაზარდი (აქედან სახელწოდება) აქვთ. თავზე კანი გაძვალებულია და მეჭეჭებიან ქედებს ქმნის. რქიანი გომბეშო მოიცავს 14 სახეობას. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. Ceratophrys cornuta სიგრძით 20 სმ აღწევს, შეფერილია მკვეთრი ფერებით. ბინადრობს ტენიან ტყეში. იკვებება არა მარტო უხერხემლოებით, არამედ პატარ-პატარა ხერხემლიანებითაც. ზოგი რქიანი გომბეშოს (მაგ. Ceratophrys americana) კანის გამონაყოფი მეტად შხამიანია.

რქიანი გომბეშო
Ceratophrys ornata
Ceratophrys ornata
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ამფიბიები
რიგი:  უკუდო ამფიბიები
ოჯახი:  გომბეშოსებრნი
გვარი:  რქიანი გომბეშო
ლათინური სახელი
Ceratophrys

ლიტერატურა რედაქტირება

  • მუსხელიშვილი თ., ქსე, ტ. 8, გვ. 520, თბ., 1984