რუსუდან ნიკოლაძე
რუსუდან ნიკოლოზის ასული ნიკოლაძე (პოლიევქტოვი) (დ. 17 დეკემბერი, 1884, პეტერბურგი — გ. 9 სექტემბერი, 1981, თბილისი) — ქართველი ქიმიკოსი, ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილი, პროფესორი (1933) და დამსახურებული მეცნიერი (1941).
რუსუდან ნიკოლაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 17 დეკემბერი, 1884 |
დაბ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
გარდ. თარიღი | 9 სექტემბერი, 1981 (96 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | ქიმიკოსი |
მუშაობის ადგილი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
მეუღლე | მიხეილ პოლიევქტოვი |
მამა | ნიკო ნიკოლაძე |
დედა | ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბავშვობა გაატარა მშობლიურ სოფელ დიდ ჯიხაიშში, ფოთსა და ქუთაისში. თბილისში გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა პეტერბურგის იასენსკის ქალთა პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც დაასრულა 1909 წელს, ხოლო 1913 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტი. 1909-1917 წლებში მუშაობდა პეტერბურგის ქალთა პედაგოგიურ ინსტიტუტში. შემდეგ განაგრძო მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტსა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არაორგანული და ზოგადი ქიმიის კათედრაზე. 1933-1974 წლებში განაგებდა ამავე კათედრას. ავტორია რამდენიმე სამეცნიერო, მეთოდოლოგიური და მემუარული ნაშრომისა. ღვაწლმოსილმა მეცნიერმა გაიარა დიდი და საინტერესო ცხოვრების გზა, რაც ასახა კიდეც საგულისხმო მოგონებებში — „დაუვიწყარი დღეები და წუთები“ და „ცხოვრების დიდ გზაზე“.
დაჯილდოვებული იყო ლენინის ორი ორდენით, შრომის წითელი დროშის და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით. 1978 წელს ქიმიის ტერმინოლოგიის შედგენისათის (დ. გვარამიძესთან ერთად) მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 292, თბ., 1994
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რუსუდან ნიკოლაძის ფოტოარქივი
- Nikoladze Rusudan დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.