რუსთავის საფეხბურთო კლუბები

პირველი საფეხბურთო კლუბი ქალაქ რუსთავში დაფუძნდა 1948 წელს, რომელიც „მეტალურგის“ სახელით გამოდიოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ლიგაში. 1990-1992 და 1998-2003 წლებში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში „გორდას“ სახელით ასპარეზობდა. 1992-1998 წლებში „მეტალურგის“სახელით გამოდიოდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში.

2002-2003 წლების სეზონზე „გორდა“ დამაქვეითებელ პლეი-ოფში საფეხბურთო კლუბ მცხეთასთან დამარცხდა და დატოვა უმაღლესი ლიგა. შემდეგი სეზონის პირველ ლიგაში 2003 წელს დაფუძნებულმა „გორდა 2000 რუსთავმა“ დაიწყო ასპარეზობა, რომელმეც დამაწინაურებელ პლეი-ოფში სძლია სახელშეცვლილ "მცხეთა-ურიონს", მაგრამ ფინანსური გარანტიების არ ქონის გამო უარი ეთქვა უმაღლეს ლიგაში თამაშზე. 2004-2006 წლების პირველ ლიგაში „რუსთავის“ სახელით გამოდიოდა

2006-2007 წლების სეზონის წინ „რუსთავის“ და უმაღლეს ლიგის მონაწილე „თბილისის“ გაერთიანებით შეიქმნა ახალი საფეხბურთო კლუბი რუსთავის „ოლიმპი“, რომელიც პირველივე წელს უმაღლესი ლიგის გამარჯვებული გახდა, იგივე გაიმეორა 2009-2010 წლების სეზონზე, რასაც მაშინდელი თასის მფლობელ ვიტ ჯორჯიასთან სუპერთასის მოგებაც მოჰყვა. 2010-2011 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, „მეტალურგი რუსთავი“ გადაერქვა, 2014-2015 წლების სეზონზე „მეტალურგი რუსთავი“ საპლეი-ოფო მეთოთხმეტე ადგილას გავიდა, რუსთაველები „ლოკომოტივთან“ 0-5 დამარცხდნენ. ფინანსური პრობლემების გამო რუსთავულ კლუბს 2015-2016 წლების სეზონი რეგიონული ლიგის ცენტრალურ ზონაში მოუწია, სადაც 7 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა, ამის შემდეგ კლუბი გაუქმდა.

2015 წლის 3 ივლისს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნდა ახალი საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით 2015-2016 წლების სეზონში, პირველ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. 2017 წელს „რუსთავი“ სახელცვლილი ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა და ეროვნულ ლიგაში დაწინაურდა, ხოლო 2019 წლის სეზონის ბოლოს დამაქვეითებელ პლეი-ოფში „თელავს“ შეხვდა და ორი მატჩის ჯამში დამარცხდა, 2020 წლის ეროვნულ ლიგა 2-ში მეოთხე ადგილი დაიკავა.

წლების მიხედვით რედაქტირება

  • 1948მეტალურგი რუსთავი (დაარსდა)
  • 1990გორდა რუსთავი
  • 1993მეტალურგი რუსთავი
  • 1998გორდა რუსთავი
  • 2003გორდა 2000 რუსთავი
  • 2004რუსთავი
  • 2006ოლიმპი რუსთავი (2003 წელს დაარსებული „რუსთავი“ შეურთდა თბილისს, 2008 წელს თბილისი გამოეყო ოლიმპი რუსთავს)
  • 2011მეტალურგი რუსთავი (ოლიმპს შეეცვალა სახელი)
  • 2015რუსთავი (დაარსდა)

ტიტულები რედაქტირება

მეტალურგი(1948 წელს სსრკ-ში დაფუძნებული კლუბი)

გორდა(1992-1998 წლებში მეტალურგი)

მეტალურგი(2006-2011 წლებში ოლიმპი)

ცნობილი ფეხბურთელები რედაქტირება

სეზონები რედაქტირება

სეზონი ლიგა ადგ. თ. გტ გშ თასი ევროპა შენიშვნები მწვრთნელი
1990 უმაღლესი ლიგა 3 34 22 3 9 63 33 69 გორდა რუსთავი
1991 უმაღლესი ლიგა 9 19 7 5 7 34 22 26 გორდა რუსთავი
1991–92 უმაღლესი ლიგა 3 38 22 9 7 71 38 75 გორდა რუსთავი
1992–93 უმაღლესი ლიგა 7 32 14 7 11 73 69 49 მეტალურგი რუსთავი
1993–94 უმაღლესი ლიგა 9 მეტალურგი რუსთავი
1994–95 უმაღლესი ლიგა 7 მეტალურგი რუსთავი
1995–96 უმაღლესი ლიგა 5 მეტალურგი რუსთავი
1996–97 უმაღლესი ლიგა 10 მეტალურგი რუსთავი
1997–98 უმაღლესი ლიგა 11 მეტალურგი რუსთავი
1998–99 უმაღლესი ლიგა 12 გორდა რუსთავი
1999-00 უმაღლესი ლიგა 12 გორდა რუსთავი
2000–01 უმაღლესი ლიგა 11 გორდა რუსთავი
2001–02 უმაღლესი ლიგა 10 გორდა რუსთავი
2002–03 უმაღლესი ლიგა 10 გორდა რუსთავი
2003–04 პირველი ლიგა 4 სკ რუსთავი
2004–05 პირველი ლიგა 11 30 10 7 13 39 43 37 სკ რუსთავი
2005–06 პირველი ლიგა 8 34 13 10 11 50 37 49 სკ რუსთავი
2006-07 უმაღლესი ლიგა 1 26 19 6 1 57 9 63 1/16 ფინალი ოლიმპი რუსთავი
2007-08 უმაღლესი ლიგა 4 26 16 4 6 26 16 52 1/4 ფინალი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ოლიმპი რუსთავი
2008-09 უმაღლესი ლიგა 3 30 16 9 5 40 20 57 ფინალისტი ოლიმპი რუსთავი
2009-10 უმაღლესი ლიგა 1 36 25 7 4 69 26 79 1/16 ფინალი უეფა-ს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი ოლიმპი რუსთავი
2010-11 უმაღლესი ლიგა 3 36 20 6 10 52 31 66 1/4 ფინალი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი ოლიმპი რუსთავი
2011-12 უმაღლესი ლიგა 2 28 17 4 7 39 28 55 ნახევარფინალი უეფა-ს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი მეტალურგი რუსთავი
2012-13 უმაღლესი ლიგა 7 32 12 8 12 29 35 44 ნახევარფინალი მეტალურგი რუსთავი
2013-14 უმაღლესი ლიგა 5 32 13 6 13 35 39 45 1/4 ფინალი მეტალურგი რუსთავი
2014–15 უმაღლესი ლიგა 14 30 6 8 16 25 46 26 მეტალურგი რუსთავი
2015–16 რეგიონული ლიგა 15 28 2 1 25 19 98 7 დასაქვეითებელი პეი-ოფი, X
2015–16 პირველი ლიგა 9 34 10 13 11 33 33 43 1/16 ფინალი რუსთავი
2016 პრო 2(თეთრი ჯგუფი) 1 16 12 2 2 40 15 32 რუსთავი
2017 ეროვნული ლიგა 2 1 36 26 5 5 72 47 83 რუსთავი
2018 ეროვნული ლიგა რუსთავი
2019 ეროვნული ლიგა რუსთავი
2020 ეროვნული ლიგა 2 რუსთავი

ევროპული რეკორდი რედაქტირება

სეზონი ჩემპიონატი რაუნდი ქვეყანა კლუბი შინ გასვლითი
2007–08 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1Q   სკ ასტანა 0–0 0–3
2009–10 უეფა-ს ევროპის ლიგა 1Q   ტორშავნი 2–0, 2–0
2Q   ლეგია ვარშავა 0–1 0–3
2010–11 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2Q   აქტობე 1–1 0–2
2011–12 უეფა-ს ევროპის ლიგა 1Q   სკ ბანანტსი 1–1 1–0
2Q   პავლოდარი 1–1 2–0
3Q   რენი 2-5 0-2
2012–13 უეფა-ს ევროპის ლიგა 1Q   ტერუტა დიურესი 6-1 3-0
2Q   ვიქტორია პლჟენი 1-3 0-2



რესურსები ინტერნეტში რედაქტირება