რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ქედი

რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ქედი — ქედი ჩინეთში, ტიბეტის მთიანეთის აღმოსავლეთ კიდეზე, მდინარეების, იანძისა და მეკონგის სათავეებს შორის. სიგრძე დაახ. 450 კმ, სიმაღლე 5999 მეტრამდე აღწევს. უმთავრესად აგებულია კკირქვებით, ფიქლებითა და ქვიშაქვებით. თხემურ ზონაში თოვლნარი და პატარა მყინვარებია. შეისწავლა პ. კოზლოვმა 1900 წელს.

ლიტერატურარედაქტირება