რუისის კვირაცხოვლის ეკლესია
რუისის კვირაცხოვლის ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში. მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით; სასაფლაოზე. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (7,43 X 4,47 მ), ნაგებია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, მის ორივე მხარეს - თითო ნიში. დარბაზის გრძივი კედლები უშუალოდ უკავშირდება აფსიდის კონქს, რომლის ქუსლები იმპოსტებს ეყრდნობა. სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია. ეკლესია გადახურულია ორფერდა სახურავით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 384.