რუალა ბედუინები არიან არაბულად მოსაუბრე მომთაბარე-მესაქონლეები, რომლებიც ცხოვრობენ სამხრეთ-აღმოსავლეთ იორდანიასა და საუდის არაბეთის ჩრდილოეთში. მათი საძოვრები ძირითადად ქვიანი პლატოებისგან შედგება, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ არის დაფარული ბალახითა და ბუჩქნარით წვიმიანი სეზონის განმავლობაში. მათ ძირითად სამეტყველო ენას არაბული წარმოადგენს და საკუთარ თავს “ბადუვებს” (Baduw) უწოდებენ, რაც ნიშნავს “ბადიას” ხალხს ან “უდაბნოს”. ბედუინებისთვის სიტყვა ბადუვი უფრო მეტ მნიშვნელობას ატარებს ვიდრე სიტყვა “ბედუინი” ან “ნომადი”. ის ფაქტობრივად გენეალოგიის აღმნიშვნელი სიტყვაა და ბედუინის წარმომავლობას უსვამს ხაზს. ბადუვებს მიაჩნიათ, რომ მათ ყველას ერთი საერთო უცნობი არაბი წინაპარი აერთიანებთ და რომ ისინი სისხლით მონათესავეები არიან, მიუხედავად იმისა იზიარებენ თუ არა საქონლისთვის საერთო საძოვრებს უდაბნოში. იმ ბადუვს, რომელიც აღარ აგრძელებს მესაქონლეობას და გამოეყოფა ტომს, ეწოდება “რუეილი”(Rweili). რუეილი, განდგომის მიუხედავად, კვლავ ბადუვად ითვლება, თუ ის ინარჩუნებს წინაპრების ტრადიციებს და აგრძელებს სხვა ბადუვებთან ოჯახების შექმნას.[1]

ტომი და საარსებო გარემო რედაქტირება

 
ბედუინი მეცხვარე

რუალა ყველაზე დიდი ტომია ანეზეს კონფედერაციაში. ასევე, ყველაზე მრავალრიცხოვანი ჩრდილო-არაბულ უდაბნოში. რუალა წარმოადგენს ერთადერთ ტომს, რომელიც ერთ ამირას ემორჩილება მთლიან არაბეთის ნახევარკუნძულზე. 1960-იან წლებში არ-რიშას ტერიტორიაზე აღმოსავლეთ-გერმანულმა ტელევიზიამ დააფიქსირა ტომის კარვები და საჰაერო გადაღებების დროს ფოტოზე აღბეჭდა. ფოტოზე 12 000-მდე კარავი ჩანდა. თითოეულ კარავში 5 ადამიანის განთავსების შემთხვევაში, საერთო ჯამში 60 000-მდე ბედუინის დათვლა იყო შესაძლებელი. თავად რუალას ტომელების გამოთვლებით, ნახევარ მილიონამდეა მათი რიცხვი.[2]

რუალა ხუთ ძირითად ტომურ გაერთიანებად იყოფა. ესენი არიან: მურათი, დოგმანი, გააძა, ფრეი და კუატზბე. 1958 წლამდე ყველა მათგანი ფლობდა აქლემთა ჯოგს, გარდა ფრეისა, რომელიც 1920-იანი წლებიდან ცხვრის ფარებსაც ინახავს. ფრეის ტომი ძირითადად ჩრდილოეთ ნაწილში სახლობს. მურათი პირიქით, სამხრეთით. გვიან ზამთარში რუალას ტომი ძირითადად სამხრეთით, ნაფუდის უდაბნოსკენ სახლობს, ადრე გაზაფხულზე კი ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლებენ, ვადი სირჰანისკენ. შუა ზაფხულში კი გოლანს აღწევდნენ. შემოდგომაზე და ადრე ზამთარში ისინი აღმოსავლეთისკენ მიემართებოდნენ, თანდათან ისევ ნაფუდის მიმართულებით. წამყვან მიმართულებებს წარმოადგენს ჩრდილო-დასავლეთი ზაფხულში და სამხრეთ-აღმოსავლეთი ზამთარში. როგორც თავად რუალას ტომელები ამბობენ “დასავლეთით ზაფხულში და აღმოსავლეთით ზამთარში”. ტომის სხვადასხვა გაერთიანება შესაძლოა სხვადასხვა ტერიტორიაზე განლაგებულიყო. მაგალითად, ფრეიები, რომლებთაც ძირითადად ცხვრის ფარები ჰყავდათ, რჩებოდნენ ჩრდილოეთით. მურათები კი ძირითადად სამხრეთში იყვნენ განსახლებულნი. მათი მიგრაციის იდიოსინკრეტული ბუნება გამოწვეულია არა მხოლოდ არაზომიერი და მოულოდნელი წვიმებით, არამედ პირადი ისტორიული გამოცდილებებითა და პირადი პრიორიტეტებით. მათი საემიგრაციო ტერიტორია ოთხი ძირითადი საზღვრისგან შედგება. ტომის ძირითადი ნაწილი ამ საზღვრებში რჩება მიგრაციის დროს. თუმცა, ტომის ინდივიდუალური წევრების პოვნა თურქეთიდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებამდეა შესაძლებელი.[3]

მიგრაცია რედაქტირება

ბოლო 250 წლის განმავლობაში რუალა ბედუინები მუდმივად მიგრაციაში იმყოფებიან. ისინი გადაადგილდებიან საძოვრების დიდ ტერიტორიებზე რომლებიც, დასავლეთიდან შემოსაზღვრულია “ვადი სირჰანით”, არიდული, 300 კილომეტრის სიგრძის დადაბლებით. ის მიუყვება საუდის არაბეთისა და იორდანიის საზღვარს. ბედუინების ტერიტორია სამხრეთიდან ნაფუდის უდაბნოთია შემოსაზღვრული, რაც პასტორალური ანუ მესაქონლეური მიგრაციისთვის ბარიერს წარმოადგენს, წყლის ნაკლებობის გამო. ჩრდილოეთ საზღვრის არსებობა უფრო სოცალურ-პოლიტიკური მიზეზებით იყო განპირობებული, ვიდრე ეკოლოგიური. ჩრდილოეთისკენ, დამასკოს მიმართულებით, ქალაქ ჰომსამდე, ბედუინები ზაფხულში გადადიოდნენ. იმ პერიოდში რუალა ბედუინებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ადგილობრივ ჩრდილო-სირიელ მოსახლეობასთან და მათ მმართველებთან. აღმოსავლეთ საზღვარი თითქმის ერაყის საზღვარს მიუყვება პარალელურად, საუდის არაბეთის ქალაქ საკაკამდე (Sakaka). გარკვეულ წლებში რუალას ტომების ზოგიერთი ნაწილი უფრო შორი აღმოსავლეთისკენაც გადაადგილდებოდა, ერაყის ქალაქ კარბალამდე (Karbala). მათი “საძოვრების ტერიტორიას”, რომელსაც “დირას” უწოდებენ, არასდროს ჰქონია მკვეთრი საზღვრები, შესაბამისად რუალა ბედუინებსაც არასდროს დაუმტკიცებიათ და მოუთხოვიათ ამ ვრცელ ტერიტორიაზე საქონლის საძოვრისთვის განსაკუთრებული უფლებები. ისინი ყოველთვის რთავდნენ სხვა ტომებს საძოვრებით სარგებლობის უფლებას, იმ პირობით, თუ მათ მიერ საძოვრად გამოყენებული რაოდენობა მნიშვნელოვან დანაკლისს არ წარმოადგენდა თავად რუალას ტომის საძოვრებისთვის. საერთო ჯამში რუალა ბედუინების მიგრაციის ტერიტორია 500 000 კვადრატულ კილომეტრზე ვრცელდება.

XX საუკუნეში რუალა ბედუინების დამოკიდებულება მათივე ტერიტორიისადმი შეიცვალა. მათ დაიწყეს გარკვეული საზღვრების შექმნა და ერი-სახელმწიფოს მსგავს ერთეულად ჩამოყალიბება. ამ საზღვრების არსებობამ მათ, გადაადგილების შეზღუდვის ნაცვლად, შეუცვალა ეკონომიკური მოტივაცია. ისინი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდნენ მიგრაციას, თუმცა ამჯერად არა მხოლოდ საქონლის საძოვრებისთვის. 1970 წლიდან მათ ბევრად მეტი შემოსავალი ჰქონდათ კომერციითა და ანაზღაურებადი სამუშაოებით, ვიდრე მესაქონლეობით.[1]

გენეალოგია რედაქტირება

რუალას ტომელ ბედუინებს მიაჩნიათ, რომ მათ ყველას ერთი საერთო წინაპარი უნდა ჰყავდეთ, რომლის მამრობითი ხაზის გამგრძელებლებიც თავად არიან. იმავე ლოგიკით ისინი ყველა ერთმანეთის მონათესავეებად ითვლებიან. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ტომში მამაკაცები უარს აცხადებენ იდენტობის გამჟღავნებაზე და ამტკიცებენ, რომ ბენი ადამის ე. ი ადამიანთა მოდგმის შთამომავლები არიან. ტომში იდენტობის დამალვა ავტომატურად მოღალატის სტატუსის დამკვიდრებას გულისხმობს. თუმცა ასეთი ადამიანები ტომის წევრებად მაინც რჩებიან, რადგან არავის შეუძლია მათი ადამიანურობის ურაყოფა.

რუალას ტომის წევრები არ გამოირჩევიან მკვეთრად განსხვავებული კანის ფერით ან ფიზიკური მახასიათებლებით, რადგან ისინი ძირითადად ისევ არაბებთან ქმნიან ოჯახებს. მათთვის არაბები ორ ნაწილად იყოფიან: ისინი, რომლებიც არიან ბედუინები და ისინი, რომლებიც არ არიან. ყველა, ვინც არ არის ბედუინი უფრო შორ მონათესავედ ითვლება. სხვა ნებისმიერი ბედუინი ითვლება გენეალოგიურად უფრო ახლოს მდგომ, მონათესავე არაბად. რუალას ტომი ანეზეს კონფედერაციის შემადგენლობაში შედის. წარსულში იმ ბედუინებთან შეწყვილება, რომლებიც ანეზეს კონფედერაციაში არ შედიოდნენ შეუძლებელი იყო შამარის და ბენი სახრის ტომებთან საომარი მოქმედებების გამო.[4]

გაერგნული მახასიათებლები და სისხლის ჯგუფი რედაქტირება

რუალას ტომის რასა, სისხლის ჯგუფის მიხედვით, ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ტომის მნიშვნელოვან უმრავლესობას პირველი ჯგუფის სისხლის აქვს. სეროლოგიის დასკვნის თანახმად, რუალას ტომის ბედუინებს იმ ჯგუფის სისხლი აქვთ, რომელიც აქვთ ესკიმოსებსა და ამერიკელ ინდიელებს. ჩეხი ანთროპოლოგის, ალეშ ჰრდლიჩკას მრავალწლიანი კვლევებისა და არქეოლოგიური მტკიცებულებების საფუძველზე ამერიკელ ინდიელებსა და ესკიმოსებს აზიური წარმომავლობა აქვთ. ისინიც და რუალა ბედუინებიც ადრეულ პერიოდშივე გამოეყვნენ ადამიანთა ძირითად რასას, სანამ სისხლის მეორე და მესამე ტიპი დაიწყებდა ჩამოყალიბებას. შესაბამისად მათ შეინარჩუნეს სისხლის სიწმინდე და ახლა ერთ-ერთ უძველეს რასას წარმოადგენენ.[4]

ახლო-აღმოსავლეთში პირველი ჯგუფის სიხლის ძალიან იშვიათია.

რუალას ტომის მამაკაცები ფიზიკურად კარგად განვითარებულები და მასკულინურები არიან, ქალები კი საკმაოდ მაღლები და ძლიერები. მათ სიმძიმის აწევის კარგი უნარი აქვთ, რაც იმითაა გამოწვეული, რომ მათ ტომში ძალიან მძიმე წყლით სავსე დოქების თავით ტარების ტრადიციაა.

 
ბედუინი მამაკაცები, სირია

რუალას ბედუინებს მუქი და ოდნავ ღია ყავისფერი კანი და მუქი შავი თმა აქვთ. ძალიან ცოტაა მელოტი და ჭაღარა. მამაკაცები ძირითადად გრძელ ნაწნავებს ატარებენ. მათ უმეტესობას სწორი თმა აქვს, თუმცა არიან ხვეულთმიანებიც. ამის მიზეზი შესაძლოა შავკანიანებთან შეწყვილება იყოს. რუალას მამაკაცებს სახეზე თმა ძალიან მეჩხრად აქვთ. როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს მუქი ყავისფერი თვალის ფერი აქვთ. რუალას ტომში სემიტური რასის დამახასიათებელი სწორი და მაღალი ცხვირი ფორმა აქვთ. აქვთ ვიწრო ცხვირის ნესტოები.[4]

თავის მაჩვენებელი რედაქტირება

რუალა ბედუინების თავის მაჩვენებელი დიქოკეფალურსა და მეზოკეფალურ ზომებს შორისაა, რაც გულისხმობს გრძელსა და საშუალო თავისქალის ზომებს. მათი თავისქალის საშუალო სიგრძე 191-195 მმ-ია (მერყეობს 175-დან 207-მდე). თავისქალის საშუალო სიგანე- 143-146 მმ. (127-159 მმ-ის ფარგლებში). საშუალო თავისქალის ინდექსი 75 მმ გამოდის (67-82 მმ ფარგლებში). რუალას ტომის ბედუინებში ძალიან მაღალია სისხლის “სიწმინდის” მაჩვენებელი, რაც ტომის უმეტესი ნაწილის პირველი სისხლის ჯგუფით დასტურდება. შესაბამისად თავისქალის ზომის ვარიაციებიც ბევრი არ გვხვდება. არაბულად მოსაუბრე სირიის და ლიბანის მოსახლეობას, პრაქტიკულად, არანაირი გავლენა არ მოუხდენია რუალა ბედუინების ფიზიკურ მახასიათებლებზე. სირიისა და ტრანსიორდანიის უდაბნოების ყველა ბედუინი დიქოკეფალური თავისქალით ხასიათდება, მიუხედავად იმისა, რომ მათ ირგვლივ მოსახლეობაში ბრაქიკეფალია, ანუ თავისქალის ისეთი ზომებია გავრცელებული, როდესაც სიგანე სიგრძეს აღემატება. დიქოკეფალური და მეზოკეფალური თავისქალის ზომები დღესაც ეგვიპტის თითქმის ყველა ნაწილში გვხვდება.[4]

დემოგრაფია რედაქტირება

ვილიამ ლანკასტერის გამოთვლების მიხედვით 1978 წელს რუალას ტომში შემავალ ადამიანთა რაოდენობა 250 000-სა და 500 000-ს შორის მერყეობდა. მათი უმრავლესობა საუდის არაბეთში ცხოვრობდა. ასევე აღსანიშნავია, რომ არ არსებობს ისეთი წევრების რაოდენობის აღწერა, რომლებიც ხშირად იცვლიან ადგილმდებარეობას. რუალას ტომში 1984 წლის მონაცემებით ჰყავდათ 120 000 აქლემი, 30 000 ცხვარი და 1000 თხა. რუალას ტომი იყოფა 5 ქვეტომად, რომელთაგან ყველა ერთპიროვნულად აღიარებეს, ტომის ელ-მერედის მმართველს, მათ უზენაეს მმართველად, შეიხად, რომელსაც მოწიწებით „ემირს“ უწოდებენ. შეიხების ერთ-ერთმა არსებულმა ოჯახმა, იბნ შალანმა, რომელიც რუალას ტომს რამდენიმე თაობების განმავლობაში მართავდა, უბადლო ლიდერობა გამოიჩინა მართვის პერიოდში, რამაც ტომებს შორის მთელ სირიულ უდაბნოში ყველაზე მჭიდრო კავშირი დაამყარა.[3]

ენა რედაქტირება

რუალას ტომში საუბრობენ არაბულ დიალექტზე- ცენტრალურ ნეჯდიზე, რომელიც ძალიან ჰგავს საუდის არაბეთში გავრცელებულ დიალექტს- რიადს. ზოგიერთი ასპექტი მათი დიალექტისა ასევე დამახასიათებელია ჩრდილო ნეჯდისათვის, რომელზეც ჩრდილო არაბეთის ქალაქ ჰეიალში და მის გარშემო მცხოვრები ხალხი საუბრობს.[1]

ისტორია და კულტურული კავშირება რედაქტირება

ბედუინების საზოგადოება დიდი ალბათობით არასოდეს ყოფილა სტატიკური. აქლემებით მომთაბარეობის ისტორია უკვე მიახლოებით 4000 წლისაა და რთულად დასაჯერებელია, რომ ეს ყველაფერი ამ დროის შუალედის ბოლოსაკენ ჩამოყალიბებულიყო. ბედუინების საზოგადოების მთავარი საფუძველი იურიდიული თანასწორობაა, თუმცა ეს მცნება მათი რეპუტაციით ცოტა არ იყოს შერყეულია, რაც არსებითად დამოკიდებულია შესაძლებლობებისა და არჩევნის ექსპლუატაციაზე. პოლიტიკური მდგომარეობის, ტექნოლოგიისა და ეკონომიკის ცვლილებასთან ერთად ეს ასპექტებიც შეიცვალა, რათა მათ შეძლებოდათ ადაპტაცია და თავიანთი წარმატების შენარჩუნება. აქლემების პასტორიალიზმი ეკონომიკურად საარსებო საშუალების საშოვნელად რომ არ გამხდარიყო საჭირო, არ იქნებოდა ამ ადაპტაციის საჭიროებაც. რუალას ტომს არასოდეს უცხოვრია ეკონომიკურად დამოუკიდებელ გარემოში და ყოველთვის უწევდათ რეაგირება სხვადასხვა წყობილებებზე, რაც მათი სამყაროს ნაწილს შეადგენდა. ისინი ისევ აგრძელებენ ამას, თუმცა მიახლოებით ბოლო 100 წლის განმავლობაში უფრო აჩქარებული ნაბიჯით.[2]

შეუძლებელი არ არის, რომ რუალა ბედუინების ისტორია ერთობლივად ჩამოვაყალიბოთ, თუმცა ის ძალიან მოკლე და არაინფორმაციული იქნება. ეს პრობლემა გამოწვეულია იმით, რომ ევროპელი მოგზაურები მათთან ცოტა დროს იმყოფებოდნენ. ამიტომ, მოვლენების შესახებ მონათხრობი ყოველთვის უკვე მეორედ ან მესამედ მოყოლილი იყო და მათ არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ თავისი ცოდნის მეშვეობით თუნდაც ინტერპრეტაცია შეძლებოდათ რუალას სოციალური სისტემის შესახებ და მათი ინფორმატორების უზუსტობების დასადგენად. შეგვიძლია იგივე ვთქვათ რუალას ტრადიციების შესახებაც. იმისდა მიხედვით თუ ვინ არიან და რა მოტივი აქვთ, სხვადასხვა ინფორმატორები ერთი და იმავე მოვლენაზე სხვადასხვა ინფორმაციას იძლევიან. მაგალითისთვის არსებობს ასეთი გადმოცემა, რომ რუალას ტომი წარმოიქმნა პოლიტიკური შეხედულებების გამო, რამაც გააერთიანა განსხვავებული ელემენტები ბაღდადის მიდამოებში და მათმა წინაპრებმა ერაყიდან სამხრეთით, უდაბნოსაკენ გადაინაცვლეს, რათა ბაღდადის მმართველის ჩაგვრისაგან თავი დაეღწიათ. ნებისმიერ შემთხვევაში, XVIII საუკუნის ბოლოსაკენ მათ უკვე მიაღწიეს მათი ამჟამინდელი დასახლების ტერიტორიის სამხრეთ ნაწილს. მათი გენეალოგია იწყება ბიბლიური ფიგურით — სახელად ისმაილი და უკავშირებს მათ სხვა არაბულ ბედუინთა ტომებს, განსაკუთრებით კი ენიზას გაერთიანებას, რომლის წევრებიც ასევე ჩრდილო-დასავლეთ საუდის არაბეთში ცხოვრობენ. ალტერნატიული ვერსია ამტკიცებს, რომ ტომი წარმოიშვა ვეჯის გარშემო, ჰეჯაზში, შემდეგ გავრცელდა არაბეთის გასწვრივ და, დაეხმარა წინასწარმეტყველს ქჰაიბარის აღებაში და შემდეგ კი, ბოლო 300 წლის განმავლობაში, თანდათანობით გადაადგილდნენ ჩრდილოეთით, სირიაში. პირველი ვერსია ხაზს უსვამს ტომის ავტონომიასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, მეორე კი სიმბიოტურ ბუნებას მომთაბარე/ახალმოსახლე ურთიერთობისა. შესაძლოა არცერთი ვერსია არ იყოს მართებული, ორივე უბრალოდ პოლიტიკური შინაარსის მქონე განცხადებებია. არსებითად, რუალას ტომი ისტორიასაც იმავე კუთხით უყურებს, როგორც გენეალოგიას, რაც არის ამჟამინდელი მდგომარეობის გამართლება. მაგალითად, ტომის წარმოშობის მეორე ვერსია სავსებით შესაძლოა „ოფიციალური“ ისტორია იყოს, რაც ამტკიცებს, რომ ჰეჯაზი საუდის არაბეთში შედიოდა, რადგან იბნ საუდი არის ანეზას კონფედერაციიდან და ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რატომაც რუალამ ვეჯი დატოვა. ბუნებრივად, როდესაც იცვლება გერემო პირობები, იცვლება ისტორიაც. ამიტომ უფრო ხელსაყრელია ისეთი მოდელის კონსტრუირება, რომელიც ადასტურებს რუალას იდეებს და მოიცავს დასავლელი ისტორიკოსებისათვის ნაცნობ მოვლენებსაც. მოდელის არსებობის აუცილებლობა მხოლოდ რამდენიმეწლიანი ველზე მუშაობისა და ერთი და იმავე მოვლენების შესახებ საუბრის შემდეგ გახდა გაცნობიერებული. არ არსებობდა საყოველთაოდ მიღებული „ისტორია“. ყველა თავისი თვალსაზრისით განიხილავდა ამ ყველაფერს და რადგან ტომი ასეთი დიდია და არასოდეს არ უმოქმედიათ ერთობლივად, თითოეული ადამიანი სხვადასხვანარად აშუქებდა რაიმე მოვლენას. ამ მიდგომით შესაძლოა ბევრი არაფერი გარკვეულიყო მათ ფიზიკურ გადაადგილებაზე ან რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის განვითარების ეტაპებზე, მაგრამ ბევრს გვეუბნება რუალას ტომისათვის რა არის მნიშვნელოვანი ავტონომია, თანასწორობა თუ სიმბიოზი. მათი ისტორიის ეს ინტერპრეტაციაც დაფუძნებულია ძირითადად მურატის ნაწილის ტომის წევრების მონათხრობზე. ძირითადად ტომის ჩვეულებრივი წევრები უფრო დაინტერესებულნი არიან ყოველდღიური პრობლემებით, როგორიცაა სავაჭრო ხელმისაწვდომობა, ხოლო შეიხები კი დამოუკიდებლობითა და პოლიტიკური აქტივობებით. მთელი თავიანთი ისტორიის განმავლობაში რუალას ტომმა ძალიან ბევრი ტკვილი გამოიარა რათა შეენარჩუნებინა ინდივიდუალური თავისუფლება და დამოუკიდელობა. როდესაც ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი იჩენდა თავს, შეიხებსა და სხვა გავლენიან ადამიანებს უწევდათ შუამავლები ყოფილიყვნენ სხვადასხვა ინდივიდუალებსა თუ ტომებს შორის. ტომის ბევრი წევრის აზრით, მათი გზის ბოლო უკვე ახლოსაა და მათი დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ტომი დაიშლება და მოდერნიზაციაში გაქრება. ზოგიერთი ფიქრობს, რომ სანამ ეს მოხდება, ჯობია მოდერნიზაციას იარაღით ხელში შეეგებონ და მთელი ბრწყინვალებითა და დიდებით გაქრნენ. სხვები კი თვლიან, რომ მათ ეს პრობლემა არ ეხებათ და მხოლოდ თავიანთ გადარჩენაზე ზრუნავენ. თუმცა, ტომში ყველაზე პატივცემული და გავლენიანი წევრები თვლიან, რომ მათ შესწევთ ძალა მომდევნო ადაპტაციისთვის და აქტიურად ეძებენ გამოსავალ გზებს.[5]

რუალას ტომი სხვა იქვე მობინადრე არაბედუინი ჯგუფებისაგან განსხვავებით არ არის დაკავებული ცხვრებისა და თხების მოშენებით. ასეთ მეზობლებს, თუ ისინი დიდი ხანი რჩებიან ფიქსირებულ საცხოვრებელში, „სოფლელებს“ უწოდებენ. ხოლო „მწყემსებს“ უწოდებენ მათ, ვინც შინაური ცხოველების მოშენებითაც არიან დაკავებული და ასევე რამდენიმე თვით თავიანთ ცხოველებთან ერთად მოკლე მანძილებზე მიგრირებენ და ღამეს კარავში ათევენ. რუალას წევრები არ ქორწინდებიან „არაბედუინებზე“. მესამე სოციალური ფენის წევრებზე, მწყემსებზე, ქორწინება ნებადართულია. თუმცა, რადგან მათ უფრო წვრილფეხა საქონლის მოვლა ევალებათ ვიდრე აქლემის, მათ არ შეუძლიათ დიდ მანძილებზე მიგრირება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სანამ მათ ავტომობილთან შეხება ექნებოდათ, მანამდე საჯდომ აქლემებს საომრად და სათარეშოდ ვერ იყენებდნენ. ამ ფაქტმა ისინი პოლიტიკურად დამოკიდებულები გახადა დიდ ტომებზე, რომლებიც აქლემის მოშენებით იყვნენ დაკავებულნი როგორებიც არის: რუალა, ფადანი და ჰუვეიტეტი. 1920 წლამდე ასეთი პატარა ჯგუფები დაცვის მისაღებად რუალას ფულსაც უხდიდნენ. რუალას ტომის წევრები, რომლებიც მათზე დამოკიდებული ჯგუფებისგან ფულს აგროვებდნენ, ვალდებულნი იყვნენ დაეცვათ ისინი სხვა ბედუინების თარეშისაგან. ხოლო თუ ისინი თავიანთ მოვალეობას თავს ვერ გაართმევდნენ, მათ პირობის ვერ შესრულებისათვის ჯგუფებისთვის დანაკარგი უნდა აენაზღაურებინათ.[3]

დასახლებები რედაქტირება

1980 წელს რუალას ბევრ წევრს საცხოვრებლად გადასცეს მიწის ნაკვეთი საუდის არაბეთსა და იორდანიაში, სადაც მათ ცემენტის ბლოკებისგან საცხოვრებლები ააგეს. თუმცა სახლების ეს ჯგუფი მათი პერმანენტული საცხოვრებელი მაინც არ გამხდარა. ოჯახები, რომლებიც ძირითადად ერთ ადგილზე ცხოვრობენ, მაინც ინარჩუნებენ აქლემთა ჯოგსა და თავიანთ კარვებს. ისინი მათ წელიწადში ერთხელ თუნდაც მოკლე პერიოდის განმავლობაში მიგრირებენ სამწყემსოდ. ხოლო ოჯახები, რომლებიც მუდამ გადაადგილდებიან, ცხოვრობენ მომთაბარე ბანაკებში, რომლეთა ზომა სეზონის მიხედვით იცვლება. წვიმიანი სეზონის დროს, როდესაც მომთაბარე ოჯახებს აქვთ საშუალება მოიპოვონ წყალი ნაწვიმარი გუბურებიდან და შეუძლიათ გაიფანტონ საძოვრების საძებნელად, საბანაკო ერთეული, ფერიგი, შედგება 10 ან ნაკლები კარვისაგან. როდესაც წვიმები მინელდება და მიგრაციული მოძრაობები სულ უფრო მცირდება, შესაძლოა 10-დან 30-მდე კარავი შეგროვდეს წყლის წყაროს გარშემო, რომელიც შედარებით დიდ ერთეულს ქმნის სახელად- ნაია. მშრალი სეზონის განმავლობაში კი, ბევრად უფრო დიდი საბანაკო ერთეული- ნეზელი იყრის თავს, რომელიც 30-დან 3000-მდე კარვისაგან შედგება. რუალას ტომი იორდანიაში ყველაზე მასშტაბურია აქლემების მოშენებაში. ზამთარში საძოვრების საძებნელად რუალა საუდის არაბეთში მომთაბარეობს, ხოლო ზაფხულში კი, სირიაში ინაცვლებს. რუალას ტომის ნაწილი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მაინც იორდანიის გასწვრივ მოძრაობს სირიასა და საუდის არაბეთს შორის.[2]

გეოგრაფია რედაქტირება

რუალა ბედუინებს ახასიათებთ სეზონური მიგრაცია, რომელიც მოიცავს დასავლეთიდან ვადი სირჰანით (დაახლ. 300 კილომეტრი სიგრძის მშრალი მიწის მასივი, რომელიც კვეთს იორდანიისა და საუდის არაბეთის საზღვარს) შემოსაზღვრულ ტერიტორიას. სამხრეთით მას ნეფუდის უდაბნო ესაზღვრება, რასაც ძირითადად ამ ტერიტორიაზე სასმელი წყლის ნაკლებობა განაპირობებს. ზაფხულობით რუალა ბედუინები ჩრდილოეთით, დამასკოსკენ მიემგზავრებოდნენ და ხანდახან ჰომსსაც უახლოვდებობდნენ. ეს დამოკიდებული იყო მათი და სირიის მოსახლეობის ურთიერთობაზე. აღმოსავლეთის საზღვარი ემთხვევა ერაყის საზღვარს. თუმცა, დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც რუალას გარკვეული ნაწილი უფრო შორს, ხანდახან ქარბალამდეც მიგრირებს. მთლიანი ტერიტორიის ფართობი დაახლოებით 500 000 კმ²-ს მოიცავს. ეს ტერიტორია რუალა ბედუინების საკუთრება არასოდეს ყოფილა და მისი გამოყენების უფლებას სხვა ტომებსაც აძლევდნენ.[6]

რუალა ბედუინების ტერიტორია ძირითადად მშრალ სტეპებსა და ნახევარუდაბნოებს მოიცავს. დასახლებებისა და ჭების შექმნამდე მოსახლეობა წვიმის წყალზე იყო დამოკიდებული. მათი მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებელი წვიმა კი წელიწადში მხოლოდ 2-3 ადგილას მოდიოდა. მიგრაციებს განაპირობებდა ტემპერატურაც, რომელიც ძირითადად საქონელზე მოქმედებდა. მათ, ვისაც ცხვრები ჰყავდა, ჩრდილოეთ ნაწილში ყოფნას ამჯობინებდა, ხოლო აქლემებისათვის ზამთარში სამხრეთის კლიმატი იყო უკეთესი, რადგან სირიის ცივ ტემპერატურას ძნელად იტანენ კოზაკები, რომლებიც იანვარში იბადებიან.[1]

XX საუკუნეში რუალა ბედუინების მიგრაციის მოტივი შეცვალა ეროვნული საზღვრების დაწესებამ. ამჯერად მათ საქონლის მომრავლების ნაცვლად ვაჭრობის მიზნით დაიწყეს მიგრირება.[6]

რელიგია რედაქტირება

რუალა ბედუინები სუნიზმის მიმდევრები არიან. მათ არ ჰყავთ მუდმივი სამღვდელოება. არაბული წერა-კითხვის მცოდნე ტომის წევრები ხანდახან ხელმძღვანელობენ ჯგუფურ ლოცვას.

მამაკაცებისთვის წინდაცვეთა სავალდებულო რიტუალს წარმოადგენს, რომელიც ალოის მუსილის ცნობის მიხედვით (1928) 1908 წელს 3 დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველ დღეს ბიჭის მშობლების კარავს გოგონები რთავდნენ სირაქლემას ბუმბულითა და ბაფთებით. ასევე კიოდნენ მაღალ ხმაზე, რათა ხალხს ცერემონიისთვის ყურადღება დაეთმო. მზის ჩასვლის დროს ახალგაზრდები კარავთან იკრიბებოდნენ და ცეკვავდნენ. უქმრო ქალი ახალგაზრდა, მისთვის მოცეკვავე და მომღერალი მამაკაცების წინაშე დგებოდა და მათ ხმლით ემუქრებოდა. იგივე ცეკვა სრულდებოდა დასავლეთის ბედუინების ტომებში ქორწინების რიტუალისას. მეორე დღეს ცეკვა მეორდებოდა. მესამე დღეს, დილით, კარვის წინ აქლემს წირავდნენ, რათა მონაწილეებს ხორცი ეჭამათ. მსხვერპლშეწირვის დროს ბანაკის დაქორწინებული ქალები კიოდნენ და შემდეგ საჭმელს ამზადებდნენ. სადილის შემდეგ ბიჭს მამა წინდაცვეთას უკეთებდა, რასაც მოსდევდა მაყურებელი ქალების კივილი, რათა მისი ტირილის ხმა დაეფარათ. ცხენებზე ამხედრებული ყმაწვილები კი ბრძოლის იმიტაციას აკეთებდნენ იმის საჩვენებლად, რომ წინდაცვეთილი ბიჭი მეომართა შორის მეომარი იყო. როდესაც ის მშვიდდებოდა, საჩუქრებს ჩუქნიდნენ. საღამოს დაუქორწინებელი გოგოები კარვის წინ ცეკვავდნენ და მღეროდნენ.

ქორწილი XX საუკუნის დასაწყისში მხოლოდ ერთი ღამე და მომდევნო დღე გრძელდებოდა. საქმრო საღამოს მის ოჯახთან ერთად მიდიოდა პატარძლის კარავში და მიჰყავდა აქლემი, რომელსაც შემდეგ კლავდნენ და ხორცს ვახშმად მიირთმევდნენ. მეზობლების გარკვეულ რაოდენობასაც უნაწილებდნენ. შემდეგ პატარძლის ქალი ნათესავები საქმროსთვის პატარა კარავს შლიდნენ, სადაც პატარძალიც მიჰყავდათ. ამით ცოლქმრობა ძალაში შედიოდა. დილით პატარძალი მამამთილისაგან საჩუქარს იღებდა, თავისი ნივთები ქმრის მშობლების კარავში გადაჰქონდა და ოჯახის ახალი წევრი ხდებოდა. ქმარი კი საჭირო საოჯახო აღჭურვილობას გადასცემდა. ქორწილის შემდეგ 7 დღის განმავლობაში ცოლი საჭმელს არ აკეთებდა, მეშვიდე დღეს, დილით, კი ქმარს საუზმეს უმზადებდა, რაც მის მშობლებისაგან გამოყოფას უსვამდა ხაზს. შემდეგ საკუთარ კარავს აგებდა და დამოუკიდებელი ოჯახის შექმნას იწყებდა.[6]

რუალა ბედუინების თქმით, ქორწინება ბავშვების გულისთვის ხდება, რაც ნიშნავს, რომ მეუღლის შერჩევა უნდა მოხდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგი იქნება ის მათი მომავალი შვილებისათვის. ამას კი მეუღლის რეპუტაციით ადგენენ.

რეპუტაციას განსაზღვრავდნენ გარკვეული ღირსებებით, როგორიცაა პატიოსნება, სიმამაცე, ხელგაშლილობა, პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა და შუამავლური უნარ-ჩვევები. როდესაც ყველა კაცი ეკონომიკურად თანასწორი იყო, ერთადერთ სიმდიდრეს აქლემები წარმოადგენდა, რომლებსაც წარმატებული მოიერიშის რეპუტაციის შეძენის მიზნით მოიპოვებდნენ. შემდეგ აქლემებს გასცემდნენ, რათა თავიანთი ხელგაშლილობა დაემტკიცებინათ. სწორედ ამ ორი მახასიათებლით იზომებოდა რეპუტაცია. თუმცა, ამ ღირსებებს გარკვეული შეზღუდვებიც ჰქონდა. ზედმეტი სიმამაცე სიკვდილის საშიშროებას იწვევს, მეტისმეტი ხელგაშილობით გარკვეული ვალდებულებების შესრულება შეუძლებელი ხდება, ხოლო გადამეტებული პოლიტიკური გამჭრიახობა თაღლითობის წინაპირობაა.

კაცის რეპუტაცია ბავშვობიდან ყალიბდება, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღზრდის მას დედამისი და როგორ მოექცევა ის თავის ოჯახის წევრებს. მისი საზოგადო ცხოვრება იწყება 2 წლის ასაკიდან, როდესაც ის იწყებს დამოუკიდებლად ბანაკის კაცების მხარეს სიარულს. გარკვეული უპირატესობა აქვს მას, ვისი მამაც კარგი რეპუტაციის მატარებელია. ასეთ მამებს აქტიური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება აქვთ, რაშიც შვილი ბავშვობიდან მონაწილეობს და გამოცდილებას იღებს სხვადასხვა სფეროში. ამას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს, რაც გამოიხატება იმაში, რომ მისი კარგი და ცუდი თვისებები ცნობილი ხდება საზოგადოების დიდი ნაწილისათვის.

ქალის რეპუტაცია მოიცავს თვისებებს, როგორიცაა ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზრუნვა, მორჩილება, ხალისიანობა, შრომა და ბავშვების აღზრდის სიყვარული. საკუთარი ღირსებების გარდა ქალებს ევალებათ მამების, ძმებისა და ქმრების რეპუტაციაზე ზრუნვა, რაც ნიშნავს, რომ მათ უნდა შეეძლოთ არა მარტო სტუმრების საკვებით უზრუნველყოფა, არამედ მასპინძლის როლის შესრულება იმ შემთხვევაში, თუ კაცები სახლში არ იქნებიან. ქალის სიმამაცეს დიდი ფასი აქვს, რაც გამოიხატება არა ფიზიკურ თავდადებაში, არამედ შინაგან მხნეობასა და ემოციების დამალვაში. დაფიქსირებულია შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ ქალს შეატყობინეს თავისი შვილის სიკვდილის შესახებ როდესაც მას სტუმრები ჰყავდა. ამან ხელი არ შეუშალა მათ გამასპინძლებაში.

ქალებს არ აქვთ ისეთი აქტიური სოციალური ცხოვრება, როგორც კაცებს, ამიტომ, ქორწინებამდე მათი რეპუტაცია ძირითადად დამოკიდებულია ოჯახის სხვა წევრების რეპუტაციაზე.

არც ქალს და არც კაცს არ აქვს დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება მანამ, სანამ დაქორწინდებიან. ქალს იურიდიული იდენტობა არ გააჩნია, ამიტომ მამისა და ძმების ჩრდილში ცხოვრობს, ხოლო კაცი ვერ იცხოვრებს დამოუკიდებლად თუ საკუთარი კარავი არ ექნება, რასაც მხოლოდ დაქორწინების შემთხვევაში შეძლებს.

დაახლოებით 1965 წლიდან ზოგიერთი ტრადიცია შეიცვალა. წინდაცვეთა ოჯახის პირადულ საქმედ იქცა და იმ ცეკვების შესრულება, რომლებსაც ამ რიტუალის დროს ასრულებდნენ, ქორწილების დროს დაიწყეს. ამის ერთ-ერთი მიზეზი სხვა არაბულ ტომებთან დაახლოებაა, რაშიც მათ ხელს უშლიდა ქორწინების ზემოთ განხილული უნიკალური, ყველასგან გამორჩეული რიტუალი.[6]

ხელოვნება რედაქტირება

რუალა ბედუინების ხელოვნებაში დომინირებს დეკორატიული ხელნაკეთობები და პოეზია. XX საუკუნის ჩათვლით დეკორაცია ძალიან დიდ როლს თამაშობდა ბედუინების ცხოვრებაში, რადგან მათი საყოფაცხოვრებო საგნების უმრავლესობას თავად ამზადებდნენ. ქალები განსხვავებული ორნამენტებით რთავდნენ მათ ტანსაცმელს, კარვებსა და აქლემების უნაგირებს. სხვადასხვა ტომები სხვადასხვაგვარ ორნამენტებს იყენებდნენ. დღევანდელ დღეს ამ ყველაფერს ძირითადად ყიდულობენ, თუმცა ბევრ ოჯახში ეს ტრადიცია მაინც არსებობს. პოეზიას ქმნიან და კითხულობენ როგორც კაცები, ასევე - ქალები. კაცები ამაყობენ იმით, რომ შეუძლიათ დიდი პოემების დამახსოვრება და წაკითხვა. პოემების დიდი ნაწილი მოგვითხრობს დიდი ბრძოლებისა და წარსულის სახელოვანი გმირების შესახებ. ხშირად ეს პოემები სიმღერის სახით იკითხება. ყველაზე ხშირად რუალას კულტურაში გამოიყენება სიმებიანი და ჩასაბერი ინსტრუმენტები.[1]

ეკონომიკა რედაქტირება

XVIII, XIX და XX საუკუნეებში სამწყემსე მეურნეობასთან ერთად, რუალა ბედუინების ეკონომიკის დიდ ნაწილს შეადგენდა პირუტყვის დარბევა, რითაც ხდებოდა აქლემებისა და სხვა სასარგებლო ცხოველების თავიდან გადანაწილება. ძირითადად ეს პროცესი ამ ცხოველების შედარებით ღარიბ ადგილებში გადანიწელბას უწყობდა ხელს. ასეთი ტიპის რბევები უმსხვერპლოდ მიმდინარეობდა, სანამ XIX საუკუნის ბოლოს არ გავრცელდა უფრო დახვეწილი სასროლი იარაღი. ამის შემდეგ თითქმის ყველა ასეთი რბევა ფატალურად მთავრებოდა. შემდგომ პერიოდში, როდესაც უკვე ავტომობილები გავრცელდა და ხალხი მიხვდა, რომ ის გადაადგილების უფრო მოსახერხებელი ფორმა იყო, ვიდრე აქლემი, რბევის ეკონომიკურმა ფასმა ძალზედ დაიწია. 1935 წელს კი საუდის არაბეთის მთავრობამ რბევა ოფიციალურად აკრძალა.[6]

1912 წლიდან 1932 წლამდე საუდის არაბეთის მთავრობამ ბედუინებს მიწები დაურიგა, თუმცა ეს მიწები ძალზედ ცუდად იყო წყლით უზრუნველყოფილი, შესაბამისად რუალას ხალხმა აქცენტი ცხვრის ტრანსპორტირებასა და მათ გაყიდვაზე გააკეთა. ბევრი მამაკაცი კი სამეფო დაცვას შეუერთდა.

1920 წლამდე რუალას ხალხი აწარმოებდა რძეს, ტყავსა და აქლემის ხორცს. აგრეთვე მცირე რაოდენობა ხალხისა ცხოველების ბეწვისგან ამზადებდნენ სხვადასხვაგვარ ქსოვილებს. რამდენიმე ოჯახი ქალაქებში მიწებს ფლობდა, სადაც მათ სხვადასხვა კულტურა მოყავდათ. სამუშაო ძალად ძირითადად მონებსა და უბრალო გლეხებს იყენებდნენ, რადგან რუალას ხალხი მემცენარეობაში მოისუსტდებდა. 1960 წელს აქლემების ჯოგები საგრძნობლად შემცირდა, რისი მიზეზიც გვალვა და დაავადებები გახდა.

1970-იან წლეში საუდის არაბეთმა დაიწყო ბედუინებზე სესხების გაცემა, რითაც მთავრობამ სოფლის მეურნეობას ბიძგი მისცა, თუმცა ეს იდეა ეკონომიკის თვალსაზრისით წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის ნაცვლად უმრავლესობა ბედუინებისა მაინც სამწყემსო მეურნეობას დაუბრუნდა. ისინი აღზრდილ ცხვარს იორდანიასა და სირიაში ყიდდნენ.

გამომდინარე იქიდან, რომ რუალას ქალები თითქმის ყველა საყოფაცხოვრებო ნივთს თავად ამზადებდნენ, მათ არ უწევდათ ამ ნივთების შეძენა, და პირიქით ბაზრებზე თვითონ ყიდდნენ პროდუქციას.

ავტომობილების გავრცელების შემდგომ ბედუინებმა დაიწყეს მათი აქლემების უცხოელბზე მიქირავება და ხშირად მათ გიდობასაც უწევდნენ. ისინი აგრეთვე ყიდნენ რძეს, ქსოვილსა და ტყავს ადგილობრიბ ბაზრებში, რის სანაცვლოდაც იღებდნენ ისეთ პროდუქციას, რის ნაკლებობასაც განიცდიდნენ. ეს იყო ძირითად მარცვლეული და ესა თუ ის მცენარე.

შრომის დანაწილებაში ძირითადად იგულისხმებოდა კაცისა და ქალის საქმიანობა. მაგალითად დაქორწინებული ქალი პასუხისმგებელი იყო კარავზე, მის გაშლასა და გადატანაზე, აგრეთვე აქლემების ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანაზე. კაცები ზრუნავდნენ ოჯახის თავდაცვაზე, აგრეთვე აქლმების მოვლასა და ოაზისის ძიებაზე. წყლის მოძიაბასა და მის გადატანაზე ორივე სქესი ზრუნავდა.

1970 წლამდე უმრავლესობა რუალას ხალხისა არ ფლობდა არანაირ მიწას და ისინი მხოლოდ მომთაბარეობით იყვნენ დაკავებულნი. მხოლოდ შალანის წარმატებულ ოჯახს გადასცა ოსმალეთის იმპერიამ მიწები 1902 წელს. ამ საჩუქრის სანაცვლოდ ოჯახის წევრების უნდა უზრუნველყოთ მათი თანატომელების გადასახადების აკრეფვა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მათ ეს მიწები ჩამოერთვათ. 1980 წელს რამდენიმე ოჯახი ფლობდა სოფლის მეურნეობისთვის გათვლილ მიწას, რომელიც მათ საუდის არაბეთმა და იორდანიამ გადასცა.

ოჯახების შიგნით ეკონომიკური წყობის განხილვისას აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუალას ხალხისთვის არ არსებობს ისეთი ტერმინი, როგორიცაა დაგროვება ან შენახვა. ისინი ფულს ან პირდაპირვე ხარჯავენ, ან ნათესავებს სესხულობენ. ოჯახის პროდუქციით მომარაგებაზე ძირითადად ქალები ზრუნავენ, რომლებიც მათი ქმრებისგან განსხვავებით ფულს უფრო ეკონომიურად ხარჯავენ. პირველ მსოფლიო ომამდე, თუ აქლემი წარმოადგენდა ყველა ოჯახის მამოძრავბელ ძალას, ომის შემდეგ უკვე დაწყებულმა მექანიზაციამ და ავტომობილებმა აქლემს დაუკარგა მისი საბაზრო ფასი. ამით რუალას ხალხი იძულბული გახდა რადიკალურად სხვა ეკონომიკური ვექტორი აეღო. მათ დაიწყეს უფრო მეტი თანამშრობლობა ქალაქის მოსახლეობასთან, რაც ადრე ფაქტობრივად არ არსებობდა. ისინი ქალაქის მოსახლეობას სთავაზობდნენ ტრანსპორტს, დაცვასა და უდაბნოს პროდუქტებს, ხოლო სანაცვლოდ მარცვლეულსა და ლითონის ნივთებს იღებდნენ. 1956 წელს დაწყებულმა გვალვამ დიდი ზიანი მიაყენა რუალას თითქმის ყველა ოჯახს. ამ დროს დაიღუპა მათი აქლემების 85 %. მეორეს მხრივ სწორედ ამ დროს დაიწყო ნავთობის ბუმი საუდის არაბეთში და ბევრი ადამიანი ამ სფეროში დასაქმდა, თუმცა მათ მიერ ამ სფეროში მოწინავე პოზიციის დაკავებას უშლიდა ხელს ის ფაქტი, რომ ბედუინების უმრავლესობამ არ იცოდა წერა-კითხვა, შესაბამისად მათ უწევდათ დაბალ ანაზღაურებადი საქმის კეთება და საბოლოოდ ნავთობის ინდუსტრიამ ბოლომდე ვერ დააკმაყოფილა რუალას ხალხის მოთხოვნები. ბედუინების დიდი ნაწილი მეფის დაცვაში გაერთიანდა, რაც საკმაოდ დაეხმარათ მათ ეკონომიკური კრიზის დაძლევაში. [6]

დღევანდელ დღეს სიტუაცია შეცვლილია. აქლემების ჯოგები იზრდება, მამაკაცების უმრავლესობა ნავთობის ბიზნესსა და მეფის დაცვაში არის დასაქმებული. ვინც მომთაბარეობას მიყვება ძირითადად ცხვრის ბიზნესით არიან დაკავებულნი. ასაკობრიობის თვალსაზრისით, მომთაბარეობით ასაკით უფრო დიდი ადამიანები არიან დაკავებულნი, რის საპირისპიროდაც ახალგაზრდა მოსახლეობა მეფის სამსახურში ან კერძო ბიზნესში არიან დასაქმებულნი. ასეთი დასაქმების კონცეფცია რუალა ბედუინების საზოგადოებას ორ ნაწილად ყოფს, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იმყოფებიან. დასაქმებული ადამიანები მატერიალურად ეხმარებიან მათ უფროს თაობას, რომლებიც სახლის მეურნეობას უვლიან. 1976 წლიდან ბედუინებმა აქლემებთან ერთად უკვე ცხვრის ექსპლოატაციაც დაიწყეს. ცხვარი ბევრად უფრო სწრაფად მრავლდება და მასში ჩადებული ინვესტიციის ამოღღება სამჯერ უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე აქლემის შემთხვევაში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბედუინები უარს ამბობენ აქლმებეზე. მათ იციან, რომ აქლემი ბევრად უფრო დამოუკიდებელი ცხოველია და მას პატივ სცემენ. აგრეთვე ნებისმიერი ეკონომიკური კრიზის შემთხვევაში აქლემი უფრო მეტი სარგებლის მომტანია მათთვის, ვიდრე ცხვარი. ცხვრის ფარები მათ მთავარ შემოსავლის წყაროს, ხოლო აქლემები ე. წ დაზღვევას წარმოადგენენ.

განათლებას რაც შეეხება, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოზარდებისთვის, რომელთა მშობლები აქლემების მეურნეობაში არიან დაკავებულნი, საკმაოდ რთულია სკოლაში სიარული, რადგან მათ მშობლების მუდმივად გადაადგილება უწევთ (ცხვრების უპირატესობა აქაც ჩანს). ბედუინების განათლებას ისიც უშლის ხელს, რომ დასავლეთში არსებული ტენდენცია, რომლის მიხედვითაც სკოლები ძირითადად ქალაქებსა და დაბებშია, საუდის არაბეთშიც დამკვიდრდა. ეს გარემოება საკამოდ ურთულებს ცხოვრებას უდაბნოს მცხოვრებლებს და ფაქტობრივად მათ არჩევნის წინაშე აყენებს. ბევრი მოზარდი მამაკაცი სკოლაში მხოლოდ წერა-კითხვისა და არითმეტიკის სასწავლებლად დადის და შემდეგ ან მომთაბარეობას აგრძელებს, ან მეფის დაცვას უერთდება, ხოლო მოზარდი ქალები საერთოდ აზრს ვერ ხედავენ განათლების მიღებაში, რადგან მათთვის არანაირი აკადემიური სამსახური არ არსებობს. გასათვალისწინებელია, რომ ეს დასკვნები თავიდან ბოლომდე მოზარდებს ეკუთვნით, რადგან ისინი თავად წყვეტენ ისწავლიან თუ არა სკოლაში. პიროვნული თავისუფლება საკმაოდ მაღალ დონეზეა რუალას ხალხში და მშობლები მხოლოდ რჩევით შემოიფარგლებიან. თუმცა განათლებული მოზარდების რიცხვი დროსთან ერთად მატულობს.

მთლიანი რუალა ბედუინების საქმიანობა მოიცავს მეურნეობას, ნავთობის ბიზნესში დაბალ თანამდებობსა და მეფის დაცვაში სამსახურს. მათში ძალიან ცოტაა მასწავლებელი, საჯარო მოხელე, იურისტი და ა. შ. მათ საჯარო სამსახურში დასაქმებასაც ის უშლის ხელს, ისინი ამით გარკვეულწილად პიროვნულ დამოუკიდებლობას კარგავენ. თუმცა განათლების მატებასთან ერთად მოსალოდნელია ამ სურათის შეცვლაც.

რუალას ბედუინებს აქვთ მრავალი გადასახადი, მაგალითად: მშობიარობის, ქონების, მოგების, მოხმარებისა და უბრალოდ ცხოვრების გასახადი, რომელიც ყველა ზრდასრულ ადამიანს ეკისრება.[7]

ომი და მშვიდობა რედაქტირება

რუალა მუდმივად ომშია ჩაფული რომელიმე ტომთან. ომის გარეშე რვეჯილის სიცოცხლე არ შეუძლია. ომი მას აძლევს საშუალებას, წარმოაჩინოს თავისი ცბიერება, გამძლეობა და სიმამაცე. მას არ უყვარს არც სისხლის ღვრა და არც ნადავლის მოპოვების გაცხარებული სურვილი აქვს. რვეჯილი შეპყრობილია საფრთხის არსებობით და აღფროთვანებულია მტაცებლის ხელოვნებით. ნადავლი საერთოდ არ აღელვებს, რადგან შეუძლია წინა წუთს გაძარცული კაცის ცოლს, მოპოვებული ნადავლი დაუფიქრებლად გადასცეს. ზოგიერთ ტომს ერთმანეთი მთელი გულით ეზიზღებათ. მათ შორის არ არსებობს ხანგრძლივ ვადიანი მშვიდობა. მიუხედავად ბელადთა დიდი ძალისხმევისა, ტომის ხალხი ერთმანეთს მაინც მუდმივად ესხმის თავს და ანადგურებენ ერთმანეთს. ისეთი ტომები, რომლებიც მთავრობის მიერ არის სრულიად კონტროლირებული და ამავდროულად უდაბნოს საზღვრებთან მდებარეობენ, განსაკთრებულად არიან ომში ჩაფლულნი. თუ მთავრობა, რომელიც ვალდებულია თავისი ხალხი დაიცვას, დასუსტებულია, რუალა მათ როცა მოესურვებათ მაშინ შეუტევს გაძარცვის სურვილით. რაც უფრო დიდი ფართობისაა ორი ტომის საძოვრები, მით უფრო დიდხანს გრძელდება მათ შორის ომი.[8]

ომის გამოცხადება რედაქტირება

წესის მიხედვით, ომის მიზეზი ხდება, უმნიშვნელო ქურდობა ან ნახირს ჩამორჩენილი ცხოველის მოტაცება. საგვარეულო წრეები, ერთმანეთს ადანაშაულებენ მდედრი აქლების დამალვაში, შემდგომ კი თავიანთ ბელადებს მიმართავენ დახმარებისათვის. კურიერები დარბიან, ტომიდან ტომში, რათა გადასცენ ბელადებს ვერბალური თუ ნაწერი შეტყობინებები. სინამდვილეში, ორივე ტომს უნდა ერთმანეთში ომის გაჩაღება. საბოლოოდ ერთ-ერთი ბელადი მეორეს უგზავნის შემდეგი შინაარსის წერილს:

“წარჩინებულ და დიდად პატივსაცემ ძმას, ბელადს და ა. შ! დაედა ალაჰმა დაიცვას მისი გვარიანი სახელი! ამინ. ჩვენი მისალმების გახანგრძლივებით და ალაჰისადმი ვედრებით, რომ გამოიჩინოს თქვენდამი შეწყალება და დაგლოცოთ, გიცხადებთ, რომ თქვენი ხალხი შეუჩერებლივ აწუხებს ჩვენსას და გვძარცვავს, თქვენ კი არ აველნთ ძალისხმევას მათ შესაჩერებლად. ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გადმოგვცეთ ჩვენი კუთვნილი აქლემები. თუ თქვენ მოთხოვნას არ შეასრულებთ, თქვენ იქნებით მოწმენი თუ როგორ დაკარგავს თქვენი დიდებული სახელი (maˇgrûd an-nea') მნიშვნელობას და მხოლოდ სიცარიელეღა დარჩება თქვენზე. თქვენ ჩვენ არაფერი უნდა დაგვაბრალოთ და არ უნდა გააშავოთ ჩვენი სახეები. ეს საკმარისია რომ იცოდეთ, ასე რომ, მოგესალმებათ თქვენი ძმა …”

იმ შემთხვევაში თუ მეორე ბელადს არ მოეწონება ომის გამოცხადება, მაშინ უკან უგზავნის წერილს:

“შენსა და ჩემს ხალხს ქურდობა აქვთ საერთო. თუ შენ გსურს ომი, მაშინ დაგვიბრუნე ჩვენი პატიოსანი სახელი (alejna an-nea'.). ჩვენ არ გვსურს შენთან ომი, ამიტომ არ ჩაგთვლით თქვენ პატიოსნებად. შეგვატყობინეთ, მოყვარენი ხართ თუ მტრები”.

ნეა (Nea') - ნიშნავს პატიოსან, სამართლიან სახელს. მშვიდობის დამყარების შემდგომ ნეა რჩება ორივე ტომთან. ამის შემდეგ, თუ რომელიმე ტომი კვლავ განაახლებს ომს, ნეა მათ სახეს დაფარავს სირცხვილითა და ლაქით, ან გააშავებს მათ სახეს- მათში იგულისხმება, ტომის პატიოსნება და ღირსება. პირველ რიგში ერთიანობისა და პატიოსანი სახელის სტატუსი შორდება ტომს, ეს კი ხდება იმის ხარჯზე, რომ ტომი უარყოფს თავის პატიოსნებას. ამის შემდგომ, შეუძლია აღნიშნულ ტომს დაიწყოს ომი სხვა ტომთან, ისე რომ თავისი ღირსება მაინც არ დააზიანოს. მათი სახეები იქნება თეთრი. თუმცა თუ წინაპირობას არ შეასრულებენ, მაშინ მოღალატეებად ჩაითვლებიან და “გაშავდებიან”. ასე, რომ ჩანს თუ რამდენად მნიშვნელოვანია რუალასთვის ღირსების შენარჩუნება.

ნებისმიერ ბელადს, შეუძლია ომიანობა გამოაცხადოს. თუ რამდენიმე ტომი გაერთიანდა პრინცის მმართველობის ქვეშ, მაშინ ალიანსის შემადგენელ ტომებს არ აქვთ უფლება დამოუკიდებლად წამოიწყონ ომი. ალიანსში, როდესაც თითოეული ტომის ბელადი მისცემს პრინცს თანხმობას ომის წამოწყებისა, მხოლოდ მაშინ იწყება ბრძოლა. მტერი კი ყველასი საერთო უნდა იყოს.[8]

რეიდები რედაქტირება

მცირე რეიდები რედაქტირება

ომის გამოცხადების შემდეგ ხშირია მცირე და დიდი რეიდების ჩატარების შემთხვევები, ასევე უბრალოდ ბრძოლები და შეტაკებები. თუ მტრის ბანაკი ახლოსაა, მაშინ რამდენიმე კაცი ფეხით მიდის რათა გაძარცვონ მოწინააღდეგეები. იმ შემთხვევაში თუ მტრის ბანაკი შორსაა, მაშინ, აქლემებზე ან ცხენებზე ამხედრებული მეომრები მიემართებიან გასაძარცვად და დასარბევად. თუ ოცზე მეტი მხედარი შეგროვდა, უკვე რეიდი ხორციელდება. თითოეულ ექსპედიციას უნდა ჰყავდეს ლიდერი, ანუ სარდალი. სავალდებულო არაა ლიდერი იყოს ბელადი. ეს კი იმ შემთხვევებში ხდება, თუ ბელადს აღარ/არ აქვს ბრძოლის უნარი, ავადმყოფობს ან ძალიან მოხუცია. ხშირ შემთხვევებში სარდალი, თავად ბელადის შვილი ან ახლო ნათესავია. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც გამოჩენილი მამაკაცი, რომელმაც ბრძოლაში განსაკუთრებულად გამოიჩინა თავი, დაწინაურდეს და გახდეს მხედართმთავარი. ამ შემთხვევაში ბელადი მას, თავის მოდგმაში აერთიანებს და მის ქალიშვილს ირთავს ცოლად. ამის შემდგოომ დაწინაურებულ მამაკაცს შეუძლია თავად გახდეს ბელადი. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ბელადობა, ყოველთვის მამიდან შვილზე არ გადადის.

რუალას ბედუინები, პატარა ექსპედიციებისათვის ბნელ ღამეებს არჩევენ. თუმცა საუკეთესო ვარიანტია თუ იერიშის დრო, თვის ბოლო ღამეს დაემთხვევა, მაშინ, როცა მთვარე საერთოდ არ ჩანს. ნათელი ღამეებისას გამორიცხულია თავდასხმა მოხდეს. ბედუინები, ომიანობას ყველაზე მეტად ცივი სეზონებისას მიმართავენ. მოკლე და გრძელი რეიდების პერიოდი ასევე ხშირად ემთხვევა მოსავლიანობის ჟამს. ამ დროს ძალიან მარტივია წყლის და საკვების შოვნა.[8]

მზადება ხანგრძლივი რეიდისათვის რედაქტირება

როდესაც მეთაური გადაწყვეტს ხანგრძლივი ლაშქრობა ჩაატაროს, იგი მიდის ბელადთან და სთხოვს ნებართვას, ამასთანავე ეუბნება ლაშქრობის დაწყების დროსაც. თავის მხრივ ბელადი მას დალოცავს, შეავედრებს მის თავს ალაჰს და წარმატებებს უსურვებს.

ამის შემდეგ იწყება მზადება ლაშქრობისათვის. პირველ რიგში ეძებენ კარგ ჩანთებს, ფქვილსა და წყლის ჩანთებს, ზოგჯერ ცხენებსაც. არ შეიძლება ცხენების მთლიანი რაოდენობის ომში წაყვანა, ნახევარი მაინც უნდა დატოვონ რათა ადგილობრივი მოსახლეობა მზად იყოს მტრის სავარაუდო თავდასხმის მოსაგერიებლად. იგი ვისაც ცხენით უწევს ომში წასვლა, ეძებს ვინმეს რათა თავისი ნივთები გადაატანინოს. ხშირ შემთხვევებში ცხენის პატრონებს ჰყავთ აქლემები, თუმცა წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა აქლემის პატრონი უნდა იპოვნონ. თუ იპოვიან, თავიანთ ცხენს შეჰკიდებენ აღჭურვილობასა და სხვა ნივთებს, თავად მეომარი აქლემის პატრონს უკან მოუჯდება და ასე, ერთად მიდიან სალაშქროდ. გრძელვადიანი ლაშქრობებისას, როდესაც იციან, რომ რთულ პირობებში მოუწევთ სიარული, იყენებენ მდედრ აქლემებს, რომლებსაც ძუით უკრავენ ვაგინას, რათა შემდგომი გაუგებრობები თავიდან აირიდონ.

მოხუცებსა და ბავშვებს არ აქვთ ომში წასვლის უფლება. ისინი უნდა დარჩნენ სახლში და დაიცვან ოჯახები. თორმეტი წლის ბიჭს უკვე შეუძლია ომში წასვლა, განსაკუთრებით მაშინ რთავენ ნებას თუ ომიანობა ისეთ პერიოდში უწევს, როცა წყლისა და საჭმლის შოვნა მარტივია.

თუ სარეიდო წვეულების გამართვა იგეგმება, ტომთა გაერთიანებებს შორის და, თუ თითოეულ ტომს თავისი ბელადი ჰყავს, მხოლოდ სარდალს ანუ რეიდის ლიდერს (al-munî□ al-mutîr) შეუძლია გასცეს ბრძანებები იმის შესახებ, თუ როდის უნდა დაისვენონ და როდის იყვნენ სრულ მზადყოფნაში. ტომთა ბელადებმა, ლიდერს უნდა მისცენ თითო-თითო მდედრი აქლემი. მას ასევე აქვს უფლება, აირჩიოს ნებისმიერი აქლემი, რომელიც მოეწონება სატარებლად თუ შესაწირად. ასევე სარდლის გადასაწყვეტია, ნადავლს დაინაწილებენ თუ თითოეულმა თავისი თავის ხარჯზე უნდა იშოვნოს საკვები.

ლაშქრობისას, სარდალს თან უნდა ახლდეს წინასწარმეტყველი ან ჯადოქარი, რომელსაც ღამით, ძილისას ალაჰი გაუგზავნის მნიშვნელოვან სიზმრებს, შემდგომ კი სარდალი ეკითხება აქვს თუ არა მას რაიმე მნიშნვნელოვანი სიზმარი, რომელიც მათ დაეხმარება. წინასწარმეტყველი კი მას უყვებას თავის სიზმარს. თუ მან ნახა სიზმარი, სადაც აკოცა ქალს ან ჩაიცვა ახალი კაბა, ეს ნიშნავს რომ ისინი მოიპოვებენ კარგ აქლემებს. თუ მან შეჭამა ხორცი, ეს ნიშანვს, რომ მათ კარავს მოწინააღმდეგე აიღებს. იმ შემთხვევაში თუ სიზმარში, მწვანე ტანისამოსი ჩაიცვა, მაშინ, სარდალი დუელში ჩაებმება და დაიღუპება. მაღალ გორაზე დგომა, მოასწავებს რომ სარდალი წარმატებულად ილაშქრებს და მტერს ბოლოს მოუღებს. თუ სიზმარში, ბედუინებს თავს დაესხმევა რომელიმე სხვა, ჩვეულებრივი მებრძოლი, მაშინ მათ უნდა ეძებონ ისეთი ადგილი, რომ ძლიერ წვიმას თავი შეაფარონ და დაისვენონ. წინასწარმეტყველს ასევე ესიზმრება არახელსაყრელი სიზმრებიც, სადაც მძინარე წინასწარმეტყველი ხედავს კაცს, რომელსაც გველმა უკბინა, შიშველია, წინა კბილი ჩამტვრეული აქვს, ხელში ოქრო უჭირავს, ან რომლის წინაშეც მუხლებზე ეცემა. ამ შემთხვევებში ეს ნიშნები არაფრის მომასწავებელია, მაგრამ თუ ასეთმა კაცმა წითელი ზედა ჩაიცვა, ეს ნიშნავს, რომ სარდლის სისხლი დაიღვრება.

ლაშქრობებისათვის მზადებას განსაზღვრული დრო სჭირდება. საყურადსაღებოა ის ფაქტი, რომ არცერთმა მებრძოლმა არ იცის თუ რომელ ტომს დასხმებიან თავს. მხოლოდ ძალიან ახლო მეგობრებსა და ნათესავებს აქვთ ინფორმაცია თავდასხმაზე. ყველაფერი ეს ხდება იმიტომ, რომ თავი დაიზღვიონ მოღალატეებისაგან, რომლებიც აუცილებლად შეეცდებიან თავიანთი ხალხის გაფრთხილებას.

მას შემდეგ რაც ყველა მეომარი შეიკრიბება სალაშქროდ, სარდალი გაუმხელს დანარჩენებს თუ რომელ მხარეს მიდიან რეიდის განსახორციელებლად. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სამი ან ოთხი კაცი, ცხენებზე ამხედრებულები უნდა წავიდნენ მითითებული მიმართულებით ტერიტორიის შესასწავლად იქამდე, სადამდეც ლაშქრიანად წასვლის შემთხვევაში მიაღწევდნენ დაუღამებლად. საჭირო და სასურველია ასეთ მხედრებს, თეთრი ცხენები ჰყავდეთ, რადგან, თეთრი ფერი, რუალასთვის წარმატების მომტანი ფერია. ოთხკაციანი დაჯგუფების მთავარი მიზანია, აიღონ ბედუინების კვალი, გადაიხედონ გორაკებიდან და შეისწავლონ ღამის გასათევი ადგილები. არის თუ არა წყალი ან საბალახო მდელოები. იმ შემთხვევაში, თუ გზაში ნახეს სხვა ბედუინი მეომრები, ან ვერც წყალი იპოვეს და ვერც საძოვრები, მაშინ ერთ-ერთი მათგანი უკან, სარდალთან ბრუნდება, რათა გადასცეს ინფრომაცია. ამავდროულად დარჩენილი მხედრები აგრძელებენ უცხო ჯარისკაცთა თვალთვალს ან უკეთესი ადგილების ძებნას.[8]

მტერთან მიახლოება რედაქტირება

თუ დასაზვერად გაგზავნილი მხედრებისგან ინფორმაცია არ მოვიდა, მაშინ სარდალი შეუჩერებლივ მიიწევს იმ მიმართულებით სადაც წესით მზვერავები უნდა ელოდებოდნენ. გზად მტრის ლაშქართან შეხვედრის შემთხვევაში იმართება ბრძოლა, რომელიც გადაწყვეტს უნდა დაბრუნდნენ თუ გააგრძელონ თავისი გზა. შემდეგ, კვლავ მზვერავები ერთვებიან საქმეში და თუ იპოვეს უკეთსი ადგილი მოსასვენებლად, ლაშქარი იქით მიემართება, ასვენებენ ცხენებს და მართავენ ნადიმს. მზვერავთა გაგზავნა ტერიტორიის დასაზვერად ხდება მანამ, სანამ არ მიაღეწვენ მოწინააღმდეგეთა ბანაკს ან იმ ადგილს, რისი გაძარცვაც უნდათ. მას შემდეგ, რაც მზვერავები შეატყობინებენ, რომ მოწინააღმდეგეთა ბანაკი ახლოსაა, სარდალი ექვს-რვა კაციან ჯგუფს შეკრებს (რომელთაც sabr-ს უწოდებენ). ისინი მიუახლოვდებიან მტრის ბანაკს, დაბლობში გადამალავენ თავიანთ აქლემებს და დღისით შეეცდებიან დათვალონ თუ რამდენი ბანაკი აქვთ მოწინააღდეგეებს და სად არიან მათი აქლემები. ღამით კი უკვე კარავთა და კარავში ცხენთა რაოდენობას ითვლიან, ასევე ცდილობენ დაიჭირონ რომელიმე ჯარისკაცი, რის შემთხვევაშიც წაიყვანენ და მიჰგვრიან სარდალს, რომელიც თავის მხრივ ან დიდსულოვნების ან წამების ხარჯზე ათქმევინებს სასურველ ინფრომაციას.

მიღებულ ინფრომაციას სარდალი საგულდაგულოდ ამუშავებს. შემდეგ კი გამოყოფს ნელ და სწრაფ ცხოვლებს. ნელი და გამოფიტული ცხოველები პატრონებთან უკან ბრუნდებიან, სადაც წინა ღამე გაათიეს. დანარჩენები კი უახლოვდებიან მტრის ბანაკს და იმალებიან. ცხენოსნები ემზადებიან იერიშისთვის, ხოლო აქლემოსნები კი პოზიციებს ამაგრებენ, ამასთანავე თითო აქლემზე ორი კაცი მოდის თავიანთი აღჭურვილობით. სარდალი ცხენზე ამხედრებული წინ უნდა გაუძღვეს ლაშქარს.[8]

შეტევა და კონტრშეტევა რედაქტირება

შეტევა შეიძლება განხორციელდეს, როგორც მზის ამოსვლისას, ასევე შუადღისას და საღამოთი. სამივე ტიპის შეტევა სამართლიანად და ღირსეულად მიიჩნევა, რადგან მოწინააღმდეგეს აქვს დრო მოემზადოს თავდასაცავად. მაშინ, როცა მოწინააღმდეგეთა ლაშქარს სძინავს, შეტევა არ შეიძლება, რადგან უღირს საქციელად მიიჩნევა. ასეთ შეტევას bejât-ს ეძახიან. თუმცა თითქმის გამორიცხულია “უღირსი” თავდასხმის შემთხვევები, რადგან, ჩასაფრებულებსა და მტრის ბანაკს შორის არსებულ ველზე, მწყემსებთან ერთად არის კავალერიის ლაშქარი, რომლებიც ყურადღებით ამოწმებენ ტერიტორიებს და თუ შენიშნეს რაიმე საეჭვო (მაგ. მოწინააღმდეგის მზვერავი), მაშინვე თავიანთ თავსაფარს იარაღზე წამოაცვამენ და იქნევენ საეჭვო ადგილის მიმართულებით, თან ყვირიან რომ რაღაც საეჭვო დაინახეს. ყვირილი გრძელდება მანამ, სანამ ბანაკიდან არ მოვა, დამატებითი, დამცველი რაზმი. ამ დროს, თუ ველზე, ქალები და ბავშვები არიან, სასწრაფოდ უშვებენ დაბმულ ცხოველებს, ხოლო მამაკაცები ემზადებიან შეტევისათვის. ცხენოსნები გარბიან, საეჭვო ადგილისაკენ, ხოლო ქვეითები ელოდებიან მათთგან სიგნალს. იმ შემთხვევაში თუ ცრუ განგაში აღმოჩნდა, ცხენოსნები უკან, ბანაკში ბრუდნებიან სიმღერით, ხოლო თუ მართლა ნახეს მტერი, მაშინ ეძახიან ქვეითებსაც, რომლებიც ბანაკიდან მორბიან მათ დასახმარებლად. ცხენოსნებმა თუ ჩათვალეს, რომ მტრები უკეთ არიან შეიარაღებულნი, ბრუნდებიან უკან, ტოვენებენ ცხენებს და აქლემზე ამხედრებულები კვალვ წინ მიიწევენ. მტრის მრავალრიცხოვნობის შემთხვევაში, ბანაკიდან, მეზობელ ბანაკებს ატყობინებენ, რათა მათგანაც მიიღონ დახმარება. სარდალს თუ შეატყობინეს, რომ მტერი ძალიან ძლიერია, მაშინ იგი მთლიანი ლაშქრის სრულ მზადყოფნას აცხადებს და ემზადება შეტევისათვის.[8]

შეტევის შემდგომ რედაქტირება

შეტევის შემდეგ, რუალას ხალხი, მარხავს თავიანთ გარდაცვლილ მეგობრებს. ცდილობენ რაც შეიძლება კარგად შეუხვიონ გაჭრილი ადგილები მათ დაშავებულებს. მტრის მკვდრებს არანაირ ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა უნაგირის გვამებიდან მოცილების შემდეგ, თუ ვინმემ დაინახა, რომ მტრის ჯარისკაცი, ცოცხალმკვდარია, ვალდებულია, როგორც ღირსეული ადამიანი, რომ დაეხმაროს მას. მკვლელობის შემთხვევაში, იგი მომაკვდავ მტერს, შერუცახყოფას აყენებს, რადგან არ აფასებს, როგორც ადამიანს. ასევე, იმ კაცის, რომელსაც უკვე აპატიეს დანაშაული, ქალის ან ბავშვის მკვლელობა არის სასირცხვილო ქმედება, რომელიც მთლიანად ტომს უფუჭებს სახელს.

ყველაფერი ამის შემდეგ უკვე ინაწილებენ ნადავლს. ყველაზე მეტი ნადავლი სარდალს ხვდება, რადგან მან აუცილებლად უნდა აირჩოს თავისთვის მდედრი აქლემი, რომელზეც ამხედრდება და მდედრი აქლემი, რომელსაც შესწირავს. გაერთიანებულ ტომებში, ნადავლს სარდლის მერე, ტომთა ბელადები იყოფენ ხოლო დანარჩენს მეომრები.[8]

სოციალური ორგანიზაცია რედაქტირება

რუალას ხალხი ცდილობს დაამკვიდროს სოციალური და პოლიტიკური თანასწორობა. არც ერთი რუელი არ მორჩილდება საკუთარი ნებით სხვა რუელის ავტორიტეტს, რაც ნიშნავს, რომ ლიდერმა უნდა გამოიყენოს საკუთარი დაჯერების უნარი და გულუხვობა, რათა გავლენა მოახდინოს მისი „ფოლოუერების“ ქცევაზე. თუმცა, ეს ეგალიტარიანული იდეოლოგია გამომდინარეობს რეგიონული იერარქიიდან, რომლის მიხედვითაც „მონური“ წარმოშობის ადამიანს აკლია პატივი „noble“ ბედუინ ოჯახთან შედარებით. ყველაზე დაბალი რანგის ჯგუფებს ერქვათ სულუბა XIX საუკუნეში. ისინი სპეციალიზებულნი იყვნენ ნადირობაზე, დაკარგული ცხოველების მოძებნაზე და სხვა. თითოეული სულუბის ოჯახი ბედუინების ბანაკს მიემაგრებოდა და ამ სერვისებს სთავაზობდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოპოვების იმედით. სულუბას არ ჰყავდა საკუთარი აქლემები და ვირებით გადაადგილდებოდნენ და ცოტა ცხოველებსაც მწყემსავდნენ. „მონები“ ძირითადად იყვნენ აფრიკელების შთამომავლები, რომლებიც სუდანის და ეთიოპიის აღმოსავლეთ ნაპირიდან შემოიყვანეს. ისინი მიმაგრებული იყვნენ მდიდარ რუელ ლიდერთა ოჯახებს და ნადიმებისა და საჯარო ღონისძიებების დროს მსახურებად მუშაობდნენ. ყველა რუელ ბანაკს დაჰყვებოდა მჭედელთა ჯგუფი- Sunna, რომელიც ლითონთან დაკავშირებულ საქმეებს აკეთებდა. ამ სამუშაოსთვის ისინი იღებდნენ გასამრჯელოს და ამით შეეძლოთ მოეგროვებინათ აქლემების ფარა. თუმცა ისინი დაცულები არ იყვნენ იმისგან, რომ ვინმე ამ საქონელს არ ჩამოართმევდა. და ბოლოს, იყვნენ ჩაგრულთა ტომებიც, რომლებიც არც იმდენად მრავალრიცხოვანნი იყვნენ, რომ სხვებისთვის აქლემები წაერთმიათ და khuwa-ს უხდიდნენ რუალას ხალხს, რომ მათ მიერ დაცული ყოფილიყვნენ.[7]

როცა დასრულდა ქონების წართმევისა და მონობის პრაქტიკები, სერვისის გაცვლა დაცვის სანაცვლოდ აღარ გამოიყენებოდა. თუმცა სტრატიფიცირებული სოციალური კატეგორიები და ჯგუფები შენარჩუნდა. რუალა არ დაქორწინდებოდა დაბალი კატეგორიის წარმომადგენელზე. რუელთა ბანაკებში დღემდე არიან ასეთი დაბალი კატეგორიის წარმომადგენლები.[1]

პოლიტიკური ორგანიზაცია რედაქტირება

ნომადური, მომთაბარე ტომის ლიდერს ეძახიან kabir il-gawm-ს, რაც ჯგუფის უმაღლეს პირს ნიშნავს. ხალხი ცდილობს მასთან ახლოს დაბანაკდეს, რადგან მას აქვს კონფლიქტების მოგვარების უნარი. ის ბანაკში არსებულ ოჯახებს სასმელ წყალთან წვდომის მოპოვებაში ეხმარება და ჭის რიგს იცავს. ამასთანვე, ხანდახან შუამავლობს ბანაკის ხალხსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის. XIX საუკუნეში ის უძღვებოდა რეიდებს სხვა ბანაკების წინააღმდეგ და შურს იძიებდა, თუ ვინმე მის თანაბანაკელს თავს დაესხმებოდა. თუმცა ძალადობის გამოყენების ძალაუფლება არ ჰქონდა.

რუალას ყოველთვის შეეძლო გაქცეოდა ძალადობრივ მოპყრობას მარტივად - უდაბნოში გაქცევით. ყოველთვის შეეძლოთ თავი აერიდებინათ მემამულეებთან ურთიერთობისთვის და თავად ეზრუნათ საკუთარ კვებაზე. შესაბამისად, ყოველთვის ძალადობრივი ძალაუფლებისგან შორს რჩებოდნენ და თავადაც არ ამყარებდნენ ასეთს. ამასთან, XIX საუკუნეში არ არსებობდა სტაბილური ეკონომიკური იერარქია, რადგანაც სიმდიდრე დამოკიდებული იყო სრულად ფარაზე და სხვადასხვა მიზეზის გამო (გვალვა), შეუძებელი იყო მოგების თუ წაგების წინასწარ განჭვრეტა. შესაბამისად, არც ერთი ლიდერი არ ცდილობდა თავის ჭკუაზე ეტარებინა ბანაკელები და არც ერთი კრიმინალი არ ისჯებოდა მანამ, სანამ ყველა წევრს არ დააზიანებდა. ლიდერობა გამოიხატებოდა უნარით, 1) მოგეზიდა თანამოაზრეები საჭმლისა და საჩუქრების გულუხვად დარიგებით; 2) შუამავლის როლი შეგესრულებინა კონფლიქტის გადაჭრისას. XIX საუკუნეში ზოგი იმდენად ცნობილი პიროვნება გახდა, რომ შეიხად დაინიშნენ. ისინი ახლა უკვე მედიატორის როლს ასრულებდნენ ნომადებს, სახელმწიფო ბიუროკრატებსა და ხარჯის ამკრებებს შორის. თუმცა, არც ამ შეიხებს ჰქონდათ საშუალება ტომის წევრებზე ძალადობა განეხორვიელებინათ.

XIX საუკუნეში, უფრო მაღალი პოლიტიკური ოფისი - ამირი - განვითარდა, რომლის ძირითადი ფუნქცია იყო სამხედრო ორგანიზება. ამირსაც არ ჰქონდა  ძალადობის უფლება, თუმცა შეეძლო სირიის, იორდანიის, საუდის და ერაყის მთავრობების წარმომადგენელი ყოფილიყო.

1980 წელს ამირამ გადაინაცვლა დამასკოში, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტომი საუდის არაბეთში იყო.[2]

სოციალური კონტროლი რედაქტირება

ოჯახის და ბანაკის დონეზე, დევიანტი ქცევის სანქციები არის დამამცირებელი, სამარცხვინო, სულელური. ერთი ტიპის ქცევის გამო შეიძლება სიკვდილიც იყოს სასჯელი: adultery. ქმარს, რომელსაც ცოლი ღალატობს, შეუძლია მოკლას ცოლი. ქალის ოჯახი არ მიიღებს არც კომპენსაციას და არც შურს იძიებს მოკვლის გამო. ბანაკების და დაქვემდებარებული ჯგუფების ურთიერთობაში არ არის სამართლის წესები. თუმცა ყველა ჯგუფი ვალდებულად მიიჩნევს თავს შური იძიოს მკვლელობაზე, ქონების წართმევაზე და ა. შ ეს კი შესაძლოა გადაიზარდოს ხანგრძლივ დაპირისპირებაში ჯგუფებს შორის, მით უმეტეს თუ შურისძიებას სისხლისღვრაც მოჰყვება. ამ სიტუაციებში, ნეიტრალური ჯგუფები შუამავლობას იკისრებენ ხოლმე.[1]

ქალების როლი და მნიშვნელობა რედაქტირება

საინტერესოა, რომ სტრუქტურულ ფარგლებში, თუ თეორიულში, ქალები თანასწორი პარტნიორები არიან: კაცებს ქალების გარეშე არსად წასვლა არ შეუძლიათ და ასევე ქალები ვერაფერი ვერ იქნებიან, რომ არა კაცები. ცხადია უთანასწორობა ჩნდება, როცა საზოგადოების ორ, განსხვავებული ბუნების მქონე სახეს - კერძოს და საჯაროს დავუკვირდებით. ქალები კერძო სექტორში არიან და ამდენად შეზღუდულნი არიან, საჯაროში არ ჩანან არც პირდაპირი და არც გადატანითი გაგებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება უსამართლო დისკრიმინაციად და მათ მეორე, დაბალ კლასად მიკუთვნებად მოგვეჩვენოს, რეალურად ისინი მათი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო არიან ასეთ მდგომარეობაში: ისინი იმდენად ძვირფასები არიან, რომ არ ღირს მათი ჩართვა პოლიტიკასა და სხვა ამგვარ საჯარო დაძაბულობებში.[6]

ფორმალურ გენეალოგიურ სტრუქტურაში, რომელიც უფრო მეტად პოლიტიკური განაცხადია ჯგუფების ურთიერთობის შესახებ, ქალები საერთოდ არ არსებობენ. რადგანაც იურიდიული იდენტობა და პასუხისმგებლობა განსაზღვურლია სწორედ ამ სტრუქტურის ფარგლებში, გამოდის რომ ქალებს არ აქვთ იურიდიული იდენტობა და პასუხისმგებლობა. თუმცა ისინი მაინც არ არიან იგნორირებულნი - ისინი სოციალურად მიკუთვნებულნი არიან თავიანთ ჯგუფს და პერსონალურ იდენიფიკაციას სწორედ ამ ჯგუფით ახდენენ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ქალს იცნობენ ასე - ამა და ამ კაცის ესა და ეს ქალიშვილი - და ესაა მისი რეალური იდენტობა. ის არ იღებს იდენტობას ქმრისგან (ამ კაცის ცოლი) და არც დედისგან, რადგანაც მისი დედაც და ქმარიც შესაძლოა სხვადასხვა იურიდიულ ჯგუფს ან ტომს მიეკუთვნებოდნენ. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ქალებს არ აქვთ იურიდიული იდენტობა, მათ იურიდიული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მამების, ძმების ან ნებისმიერი მამრი ნათესავის მიმართ მხოლოდ მამის ხაზიდან (ვაჟები არ არიან დედის მიმართ პასუხისმგებელნი იურიდიულად). რადგან ქალებს სხვა პასუხისმგებლობა არ აქვთ გარდა კაცების მიმართ ქონისა, ისინი სრულად კონტროლდებიან კაცების მხრიდან, კაცები მათი შრომის სარგებელს იმკიან. ამის სანაცვლოდ კი ქალებს აქვთ სრული უსაფრთხოების დაცვა და პასუხისმგებლობისგან გათავისფულების შესაძლებლობა. ის ჯგუფი, რომელსაც ქალი თავს მიაკუთვნებს შეიძლება კონტექსტის მიხედვით უფრო ფართოდ წარმოვიდგინოთ. გარდა იმისა, რომ ქალი ვიღაცის შვილია, ის, ვთქვათ, ”რუალადანაა”, რაც ნიშნავს, რომ არაა აუცილებელი რომელიმე კაცთან ჰქონდეს ახლო კავშირი იმისთვის, რომ დაცული იყოს. თუ ქალს არ ჰყავს უშუალოდ საკუთარი ახლობელი კაცი, ნებისმიერი ბედუ თავისი ჯგუფიდან ვალდებულია დაიცვას და მოუაროს ქალს. ისეთ საზოგადოებებში, სადაც დაპირისპირებები, რეიდები და ომები ჩვეულებრივი რამაა და ყველა უცხო მამრი ეჭვს იწვევს, ასეთი მიდგომა ძალიან მომგებიანია. ყველაზე დაძაბულ მდგომარეობებშიც კი, ქალები დაცულები იყვნენ და შეეძლოთ, უფლება ჰქონდათ, საკუთარი ნათესავებისთვის რძე მიეტანათ. იხვანის რევოლუციის დროსაც კი არ იყო ეს უფლება იგნორირებული. ამ დაცულობის ნამდვილობის არგუმენტად არსებობს ვიზუალური მტკიცებულებაც: ქალებს არ აქვთ არც ნაოჭები, არც ჭაღარები, არ აწუხებთ არავითარი სტრესი.[6]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Young, W. (2009). Culture Summary: Rwala Bedouin. New Haven, Conn.: Human Relations Area Files. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=md04-000
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Young, W. (2009). Culture Summary: Rwala Bedouin. New Haven, Conn.: Human Relations Area Files. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=md04-000
  3. 3.0 3.1 3.2 Young, W. (2009). Culture Summary: Rwala Bedouin. New Haven, Conn.: Human Relations Area Files. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=md04-000
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Shanklin, W. M. (1935). The anthropology of the Rwala Bedouins. London: R. Anthropological Institute.
  5. Patai, R. (1958). The Kingdom of Jordan. Princeton: Princeton University Press.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 6.7 Lancaster, W. (1981). Rwala Bedouin Today. Changing Cultures. Cambridge, [Cambridgeshire]: Cambridge University Press. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=md04-003
  7. Raswan, C. R. (1935). Black tents of Arabia (my life among the Bedouins). Boston: Little, Brown, and Company.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 Musil, A. (1928). Manners And Customs Of The Rwala Bedouins. Oriental Explorations And Studies. New York: The American Geographical Society. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=md04-002