საკონდიტრო კორპორაცია როშენი (უკრ. Кондитерська корпорація „Рошен“) — უკრაინული საკონდიტორო ნაწარმის მწარმოებელი ჯგუფი, რომელსაც აკონტროლებს პეტრო პოროშენკო. ის ქვეყნის მასშტაბით საკონდიტრო პროდუქციის უდიდესი მწარმოებელია. კომპანიის ქარხნები მდებარეობს უკრაინის ქალაქებში: ბერშადი, კიევი, ვინიცა, მარიუპოლი და კრემენჩუგი, ასევე ლიეტუვის ქალაქ კლაიპედასა და რუსეთის ქალაქ ლიპეცკში. კომპანიის სახელი მისი მფლობელის გვარიდან, პოროშენკო მომდინარეობს.

საკონდიტრო კორპორაცია როშენი
ტიპი კერძო კომპანია
დარგი საკონდიტრო
დაფუძნდა 1996
დამაარსებელი პეტრო პოროშენკო
სათავო ოფისი კიევი, უკრაინა
მმართველი
პეტრო პოროშენკო
პროდუქცია 200 სხვადასხვა ტიპის საკონდიტრო ნაწარმი
შემოსავალი USD 1 მლრდ. (2010)[1]
თანამშრომელი 10 000 (2012)[2]
საიტი roshen.com
  1. Roshen Corporation. UPIGROUP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-15. ციტირების თარიღი: 2011-03-03.
  2. http://www.candyindustry.com/top25CandyCompanies. Candyindustry.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 19 August 2013.