როს მაკდონალდი
როს მაკდონალდი, კენეტ მილარი (ინგლ. Ross Macdonald; დ. 13 დეკემბერი, 1915, კალიფორნია, ლოს-გატოსი — გ. 11 ივლისი, 1983, კალიფორნია, სანტა-ბარბარა) — ამერიკელი მწერალი, დეტექტიური ჟანრის ოსტატი როს მაკდონალდი, რომლის ნამდვილი სახელია კენეტ მილარი, 1915 წლის 13 დეკემბერს კალიფორნიის შტატში ქალაქ ლოს-გატოსში დაიბადა.
როს მაკდონალდი | |
---|---|
ინგლ. Ross Macdonald | |
დაბადების თარიღი | 13 დეკემბერი, 1915[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბადების ადგილი | ლოს-გატოსი |
გარდაცვალების თარიღი | 11 ივლისი, 1983[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (67 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სანტა-ბარბარა |
ფსევდონიმი | Ross Macdonald |
საქმიანობა | მწერალი[8] , რომანისტი და არქიტექტორი |
მოქალაქეობა |
![]() |
ალმა-მატერი | მიჩიგანის უნივერსიტეტი და Kitchener-Waterloo Collegiate and Vocational School |
ჟანრი | დეტექტივი |
ჯილდოები | ედგარის პრემია და Gold Dagger |
მეუღლე | მარგარეტ მილარი |
გავლენა მოახდინეს |
მომავალმა მწერალმა ბავშვობა და სიყმაწვილე კანადაში გაატარა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა უნივერსიტეტში გააგრძელა. მოგვიანებით მილარების ოჯახი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. როსმა უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება შტატებში დაასრულა. გახდა ფილოლოგიის დოქტორი, ასწავლიდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურას. შემდეგ სამი წელი ამერიკის საზღვაო ფლოტში მსახურობდა. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. 1949 წელს ლიტერატურულ სამყაროში ორი ახალი პიროვნება გამოჩნდა - დეტექტივების ავტორი როს მაკდონალდი, ამ გვარით დაიწყო წერა კენეტ მილარმა და კერძო მაძებარი ლუ არჩერი, მწერლის შემდგომი დეტექტივების გმირი. უნიკალური მოვლენა გახდა ის, რომ მაკდონალდის ბესტსელერები ამერიკის კოლეჯების სასწავლო პროგრამაში შეიტანეს.
ამერიკელი კრიტიკოსები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მაკდონალდის რომანებმა დეტექტიური მწერლობის განვითარებაში ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანა. მაკდონალდი ცნობილია, როგორც „მაგარი დეტექტივის“ ავტორი, მის ნაწარმოებებში განხილულია როგორც ადამიანის სოციალური და გონებრივი შესაძლებლობები, ასევე მოცემულია დანაშაულისა და კრიმინალების ფსიქოლოგიური ანალიზი. როს მაკდონალდი 1983 წლის 11 ივლისს კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-ბარბარაში გარდაიცვალა.
ლიტერატურარედაქტირება
- მსოფლიო დეტექტივების სეიფი, ტომი 6, თბილისი, 2010.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 5.0 5.1 NooSFere — 1999.
- ↑ 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
- ↑ 7.0 7.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 8.0 8.1 8.2 The Fine Art Archive — 2003.