როსტოვ არენა

სტადიონი რუსეთში

როსტოვ არენა[1][2] (რუს. „Ростов Арена“) — საფეხბურთო სტადიონი რუსეთში. მდებარეობს ქალაქ დონის როსტოვში. სტადიონი უმასპინძლებს 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის 5 მატჩს[3]. ის ასევე უმასპინძლებს საფეხბურთო კლუბ როსტოვის საშინაო მატჩებს და ჩაანაცვლებს ოლიმპ-2-ს. სტადიონი 45 000 მაყურებელზეა გათვლილი[4].

როსტოვ არენა

როსტოვ არენა
მდებარეობა დონის როსტოვი, რუსეთი
კოორდინატები 47°12′34″ ჩ. გ. 39°44′16″ ა. გ. / 47.20944° ჩ. გ. 39.73778° ა. გ. / 47.20944; 39.73778
აშენდა 2014-2017
გაიხსნა 15 აპრილი, 2018 (2018-04-15) (დაგეგმილი)
კონსტრუქციის ღირებულება 19,8 მილიარდი რუბლი
ტევადობა 45 000 (მსოფლიო ჩემპიონატი)
42 000 (მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ)
გუნდები
როსტოვი

ისტორია რედაქტირება

2013 წლის ივნისში მშენებლობისთვის გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოების დროს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, თითქმის პირველადი სახით შემონახული ხუთი ჭურვი აღმოაჩინეს[5]. 2013 წლის აგვისტოში დაიწყო სტადიონის ექვსმეტრიანი საძირკვლის მომზადება[6]. 2014 წლის მაისში საძირკვლის ჩასხმა დასრულდა. 2015 წლის სექტემბერში სრულად დასრულდა საძირკვლის რკინა-ბეტონის ფილების მოწყობა[7].

2017 წლის 9 ივნისს როსტოვის ოლქის მთავრობამ სტადიონის სამშენებლო სამუშაოების 80%-ის დასრულების შესახებ განაცხადა[8]. ოქტომბერში დამონტაჟდა გარე და შიდა ელექტრონული ტაბლოები[9]. 22 დეკემბერს სტადიონის მშენებლობა დასრულდა და ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების სამუშაოები დაიწყო[10].

2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი რედაქტირება

თარიღი დრო გუნდი №1 შედეგი გუნდი №2 ეტაპი დასწრება
17 ივნისი, 2018 21:00   ბრაზილია   შვეიცარია ჯგუფი E
20 ივნისი, 2018 18:00   ურუგვაი   საუდის არაბეთი ჯგუფი A
23 ივნისი, 2018 18:00   სამხრეთი კორეა   მექსიკა ჯგუფი F
26 ივნისი, 2018 21:00   ისლანდია   ხორვატია ჯგუფი D
2 ივლისი, 2018 21:00 G ჯგუფის გამარჯვებული H ჯგუფის მეორეადგილოსანი მერვედფინალი

სქოლიო რედაქტირება

  1. Stadium names for the 2018 FIFA World Cup Russia™ confirmed დაარქივებული 2017-11-11 საიტზე Wayback Machine. . FIFA.
  2. Стадион к ЧМ-2018 в Ростове-на-Дону назовут «Ростов-Арена».
  3. Russia to host 2018 FIFA World Cup. Официальный сайт ФИФА. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-06. ციტირების თარიღი: 2010-12-24.
  4. Russia 2018 FIFA WORLD CUP artists Impressions of Stadiums
  5. В Ростове на месте строительства стадиона к ЧМ-2018 чуть не взорвались снаряды времён ВОВ. Ростовское агентство новостей. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-03. ციტირების თარიღი: 2018-03-15.
  6. Марина Бровкина. (2013-08-02) В Ростове началось строительство стадиона к ЧМ-2018. RG.RU. ციტირების თარიღი: 2015-01-21.
  7. Дмитрий Буянин. (2015-09-24) Строительство стадиона к ЧМ-2018 в Ростове-на-Дону продолжает идти с опережением графика. ТАСС. ციტირების თარიღი: 2016-02-14.
  8. Строительная готовность «Ростов-Арены» достигла 80%. runews24.ru. ციტირების თარიღი: 2017-06-09.
  9. «Ростов-Арена»: завершен монтаж внутренних информационных табло и экрана на фасаде — Правительство Ростовской области. www.donland.ru. ციტირების თარიღი: 2017-10-17.
  10. Завершено строительство стадиона «Ростов Арена» | Ростов Арена. rostov-arena.ml. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-17. ციტირების თარიღი: 2018-01-16.